კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 ხავერდოვნება ვენესუელურად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


და გულათრთოლებული ქართველები

სანამ ახლო აღმოსავლეთის ამბებს მიმოვიხილავდით, ბოლოს და ბოლოს, ჩვენმა ფალავანმა (აშშ-მა) თუ მოწინააღმდეგისამ გაიმარჯვა (პრ. პუტინის თამადობით), ლათინურ ამერიკაში პოლიტიკური ცეცხლი დაინთო, რომელიც, საქმეს ისეთი პირი უჩანს, არაა გამორიცხული, ნატურალურ ცეცხლში გადაიზარდოს. სახელდობრ, ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს, დიქტატურის ბრალდებით, ძალაუფლება ოპოზიციონერმა კანდიდატმა გუაიდომ ჩამოართვა. ამბავში ხალხიც ჩაერთო (ან კი როგორ არ ჩაერთვებოდა, როდესაც ნავთობით მდიდარი ვენესუელის მოქალაქეები უგო ჩავესიდან მოყოლებული შიმშილით ღაფავენ სულს?!). ჰოდა, რაკი მადურო რფ-ის ფავორიტია, ხოლო გუაიდო, კოჭებში ეტყობა, აშშ-სი, ჩვენ, ცხადია, ამ უკანაკნელის მხარეს ვართ (პოლიტიკა ისეთი რამაა, სიმართლე კი არა, სარგებლიანობაა მთავარი (მადურო ჩვენი ოკუპანტისა და სეპარატისტების მეგობარია, გუაიდო კი გამოიწვევს ვენესუელის აღიარებას), მით უფრო, რომ მაინც ვერ დავადგენთ, რომელი ვენესუელელი პოლიტიკოსის მხარესაა სიმართლე). ხოლო, რაკი ვართ, ბუნებრივია, საქართველომ, ისევე, როგორც აშშ-მა აღიარა გუაიდოს სიმართლე (ისევე, როგორც დასავლურმა სახელმწიფოებმა და, რა თქმა უნდა, ისრაელმა). ამის პარალელურად, რფ-ის საგარეო უწყება განცხადებას განცხადებაზე აქვეყნებს, პათოსით, თუ როგორ ერევიან საზიზღარი ამერიკელები ვენესუელელი ხალხის დემოკრატიულ არჩევანში (იმიტომ რომ სხვა ხალხის არჩევანში ჩარევის უფლება მხოლოდ რფ-ს აქვს!). მას მაშინვე აუბეს მხარი ჩვენებურმა სეპარატისტებმა: სოხუმმა და ცხინვალმა მხარდაჭერა გამოუცხადეს (ან კი როგორ არ გამოუცხადებდნენ, როდესაც ვენესუელის გარდა წასასვლელი არსად აქვთ, ნაურუს თუ არ ჩავთვლით და სირიას, სადაც ლამისაა ქვა ქვაზე არაა დარჩენილი). ასეა თუ ისე, ორომტრიალი ჯერ კიდევ საწყის ფაზაშია, თუმცა წყალი არ გაუვა, ვენესუელა ვერც სამოქალაქო ომს გადაურჩება და ვერც პროამერიკელ პრეზიდენტს, რომელიც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, უკან გაიწვევს ვენესუელის მიერ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების აღიარებას. აქედან გამომდინარე კი, სრულიად გაუგებარია ჩვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, გული რომ უთრთით მადუროს სკამის შერყევაზე.

скачать dle 11.3