კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 მოტივირებული სიბეცე

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ სამცხის მარილზე გასული ადმინისტრაცია

მაშინ, როდესაც გვეგონა, რომ სამცხე-ჯავახეთს პატრონი ჰყავდა (სახელმწიფოებრივი აზროვნების მიმართულებით), აღმოჩნდა, რომ გუბერნია მარილზეა გასული (უკეთეს შემთხვევაში, საღათას ძილით ჩასძინებიათ, იმედია, ძილში არ გაიპარებიან!), ახალქალაქის რაიონის სოფელ ბუღაშენში, არც მეტი, არც ნაკლები, ძეგლი დაუდგეს ყარაბაღის ომის გმირს (იოლი მისახვედრია, რა დამსახურებისთვის). ცერემონიალს ხალხის (ლამის დაბადებიდან) რჩეული ენზელ მკოიანიც ესწრებოდა და სომხეთის დროშაც ამაყად ფრიალებდა. სავსებით ბუნებრივია, რომ ამ ფაქტმა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანი გააბრაზა (ბუნებრივია, ვინაიდან, ჩვენც გავბრაზდით), რომელიც ისედაც შარზეა და, თუ გულზე ხელს დავიდებთ, კარგა ხნის წინათ გასცდა კეთილსტრატეგიულპარტნიორობის საზღვრებს. ამიტომაც ჩვენი ელჩი გამოიძახეს და საპროტესტო ნოტაც გადასცეს (იმსახურებდა), პათოსით, მეგობრები ასეთ რამეს არ კადრულობენო (მართლაც, არ კადრულობენ). მეორე მხრივ, გასაგებია სომხეთის ვნებანიც (ისიც, რომ შესაძლოა ეფექტიანად იმუშავეს სომხურმა სპეცსამსახურებმა) – გაუგებარი საქართველოს პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანისა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის სიბეცეა (უკეთეს შემთხვევაში, უარესში - ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება). ასეა თუ ისე, ძეგლი ასაღებია და მიზეზიც – მოსაფიქრებელი. სულო ცოდვილო და, ამ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ბაქოს, რომელიც უკვე რუსულ ორბიტაზე უფრო ტრიალებს, ერთი სული აქვს, საგაზო ბლოკადა მოაწყოს (იმიტომ რომ ხარი ხართან, ანუ რუსეთთან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო?!). ამიტომაც იმედია, ჩვენებურები იმ ძეგლს მაინც აიღებენ ისე ლაზათიანად, რომ აწ უკვე გიუმრის სამხედრო აეროდრომიდან არ დაგვბომბონ. -

скачать dle 11.3