კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როდის ხდება განსაკუთრებულად სასტიკი თაკო ადამია და რატომ ეგონა მას თავი ყველაზე უბედური

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

24 წლის თაკო ადამია „ვიცე-მის საქართველო 2018“, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ სილამაზის კონკურს „მის სამყაროზე“ გაემგზავრება. როგორც თავად თაკო ამბობს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვნი პიროვნული განვითარებაა, რისთვისაც ის ყველაფერს აკეთებს.
თაკო ადამია: ამჟამად სასტუმრო „ამბასადორში“ ვმუშაობ, ვარ ფრონტ ოფის-მენეჯერი. ამ პოზიციამდე რომ მოვსულიყავი, ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ტურიზმის მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული და ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ჩემი პროფესიით დამეწყო მუშაობა. თავიდან ადმინისტრატორი ვიყავი – თან ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი. ეს გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან ღამით მუშაობა, ღამეების თენება მიწევდა და ეს, გარკვეულწილად, ძალიან რთული იყო. სანამ მუშაობას დავიწყებდი, მანამდე სამოდელო საქმიანობაში ვიყავი ჩართული. მილანიდან რომ დავბრუნდი, მალევე დავიწყე სასტუმროში მუშაობა და ყველა, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებიც, ხუმრობდნენ: ნეტავ, რამდენ ხანს გაქაჩავს, როდის მობერზდებაო. მაგრამ არ მომბეზრდა და პირიქით, ეს ყველაფერი უფრო დიდ სტიმულს მაძლევდა, საკუთარი თავისთვის, სხვებისთვის დამემტკიცებინა, რომ მე ამის კეთება შემიძლია. რთული იყო ღამისთენებები, მაგრამ ეს ეტაპი რომ არ გამევლო, დღეს ასე ვერ ვიმუშავებდი.
– როგორ უმკლავდებოდი ამ სირთულეს?
– დილით, სახლში რომ მოვდიოდი, მეგონა, რომ ყველაზე უბედური ადამიანი ვიყავი. არაჩვეულებრივ გარემოში მოვხვდი, ამაშიც გამიმართლა. შრომას, მონდომებას გიფასებენ და საბოლოოდ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ახლა დეპარტამენტის  უფროსი ვარ.
– მილანი ახსენე, იქ მოდელად მუშაობდი. როგორ დაიწყო შენი სამოდელი კარიერა და რა წარმატებები გქონდა ამ სფეროში?
– ჩემი სამოდელო კარიერა, დაახლოებით, 9 წლის წინ დაიწყო, დიდი ხანია, რაც „იმიჯ-ცენტრის” მოდელი ვარ. მანამდე ვმოდელობდი, სანამ მუშაობას დავიწყებდი. როგორც კი დამჭირდა გადაწყვეტილების მიღება – მოდელობა თუ ჩემი პროფესია, არჩევანი პროფესიაზე და მუშაობაზე გავაკეთე, რადგან ამის დიდი სურვილი მქონდა. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია, თუმცა ხანდახან, დღესაც მოდელობისკენ მიმიწევს ხოლმე გული, ამ სფეროში დაბრუნება მომინდება ხოლმე. რაც შეეხება მილანს, რამდენჯერმე მომიწია იქ ცხოვრება. პირველად აღმოვჩნდი სრულიად უცხო ქვეყნაში. ღამე ჩავფრინდი და როცა სახლში შევედი, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, სად ვიყავი. მაშინ ვიფიქრე: არასწორი გადაწყვეტილება ხომ არ მივიღე-მეთქი, ვინანე კიდეც, მაგრამ მეორე დღეს აღარ მახსოვდა, ყველაფერში ნელ-ნელა გავერკვიე. რთული იყო ის, რომ ყოველდღე ძალიან ბევრ ქასთინგზე მიწევდა სიარული, რაც როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად დამღლელი იყო და ძალიან მოქმედებდა ჩემს ფსიქიკაზე. თავიდან რომ არ მირჩევდნენ, ძალიან განვიცდიდი, მერე მივხვდი, რომ ეს სულაც არ არის ტრაგედია. მანამდე ტრაგედიად მივიჩნევდი, მაკოპლექსებდა კიდეც, მძაფრად განვიცდიდი, მაგრამ მერე გავაანალიზე, რომ ადამიანები მხოლოდ ჩემი გარეგნობით არ უნდა მაფასებდნენ. ამიტომ სულ ვცდილობ, უფრო მეტად განვვითარდე, პიროვნულად გავიზარდო და ამაზე მუდმივად ვმუშაობ. მილანში ყოფნისას „ვოგთან“ მომიწია მუშაობა, იტალიურ „ვოგში” შევიდა ჩემი ფოტოები. გარდა ამისა იყო ბევრი შოუ-რუმი, სადაც ვმონაწილეობდი. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, განსაკუთრებით პიროვნულად. ეს დამეხმარა იმაშიც, რომ დღემდე დამოუკიდებელი ვარ და 18 წლიდან ვმუშაობ, ჩემი შემოსავალი მაქვს.
– ალბათ, ოჯახი შენი პირველი გულშემატკივარია.
– ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და არის რაღაცები, რასაც ვითვალისწინებ. მამა ცოტა მძაფრად უყურებს ჩემი მოდელობის საკითხს. მგულშემატკივრობს ყველაფერში, მაგრამ ძალიან განიცდის ხოლმე. უნდა რომ უფრო ჩემს საქმეზე ვიყო ორიენტირებული. ყველა წარმატება უხარია, მაგრამ ურჩევნია, მოდელი არ ვიყო. თუმცა, არასდროს დაუშლია და მუდმივად მიწყობს ხელს.
– სხეულის ძალიან ლამაზი ფორმები გაქვს. ვარჯიშობ?
– უფრო გენეტიკის დამსახურებაა, რადგან ვარჯიშისთვის ბევრი დრო არ მაქვს. მაგრამ ვაპირებ, ამ მხირვ, უფრო მეტად დავიტვირთო. გენეტიკა მეხმარება და ამით ბოროტად ვსარგებლობ. ცოტა ზარმაცი ვარ და გურმანიც.
– რატომ გადაწყვიტე „მის საქართველოზე“ გამოსვლა?
– მინდოდა, ჩემი თავი გამომეცადა. ამხელა პაუზის შემდეგ ვფიქრობდი, რომ მზად ვიყავი საკუთარი თავი სხვა კუთხით წარმომეჩინა. ვფიქრობ, გაამართლა, თუმცა არის რაღაცები, რასაც სხვაგვარად გავაკეთებდი. საკუთარი თავით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ, კრიტიკულადაც ვუყურებ. თან, კონკურსანტები ისეთ კრიტიკაში გაგვატარეს... თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო ოცეული იყო, დიდი კონკურენცია და სწორედ ამან გახადა ჩემთვის ეს კონკურსი უფრო საინტერესო. რომ არა ეს კონკურენცია, უფრო ნაკლებად მოვინდომებდი. სანამ ვინმე გამაკრიტიკებს, მანამდე საკუთარ თავს იმდენჯერ ვაკრიტიკებ... ჯანსაღ კრიტიკაზე ადეკვატური რეაქცია მაქვს და არ ვთვლი, რომ ყველას მოსაწონი უნდა ვიყო. იმდენი დადებითი მივიღე, რომ ეს კრიტიკაც გადაწონა.
– როგორი იყო შენი მოლოდინი?
– მხოლოდ იმაზე ვიყავი ორიენტირებული, რომ საკუთარი თავი, შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმომეჩინა. მქონდა ჩემი მოლოდინი, პროგნოზები და გამართლდა – გულის სიღრმეში, რომ გინდა, ბავშვობის ოცნებას რომ ისრულებ. თუმცა მეოცნებე  არ ვარ, ვცდილობ, მიზნები დავისახო და მასზე ვიყო ორიენტირებული. არარეალური ოცნებებიც არ მაქვს, 100 პროცენტით რეალისტი ვარ, მიწაზე მყარად ვდგავარ. „კურო“ ვარ, ყველაფერში სტაბილურობა მიყვარს.
– „კუროები“ ჯიუტები არიან.
– მეც საკმაოდ ჯიუტი ვარ და ვმუშაობ ამაზე, რადგან ბევრ რამეში ხელს მიშლის. ცოტა მორცხვიც ვარ, რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს. როცა ვბრაზდები, შემიძლია, ხისტი გადაწყვეტილება მივიღო, მგონი, ამით მამას ვგავარ. ყველა ხიდს გადავწვავ  და მერე რაღაცებს ვნანობ ხოლმე,. მშვიდი ხასიათი მაქვს, იშვიათად გამოვდივარ წყობიდან. რამე განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ გავბრაზდე და ამ დროს სასტიკი ვხდები, ფეთქებადი. ეს ცოტა ხელს მიშლის სამსახურში.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– არაფერი. არ მყავს შეყვარებული, რადგან ჩემს კარიერას დიდ დროს ვუთმობ. თუმცა, ალბათ, ამ ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც შემიყვარდებოდა. ზოგადად, ძნელად მიყვარდება და მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება. ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე.
– როგორი უნდა იყოს ადამიანი, თავი რომ მოგაწონოს?
– კონკრეტული სტანდარტები არ მაქვს. სიმაღლესთან ცოტა პრობლემა მაქვს, შეგუებული ვარ, რომ დაბალი უნდა იყოს. ფიზიკურობას არ ვაქცევ ყურადღებას, ჩემთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს რა უნდა ამ ცხოვრებაში. მიზნები დასახული ჰქონდეს და იყოს რეალიზებული. არასდროს არავინ მყვარებია.
скачать dle 11.3