კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 Marine Legal Adviser – სიახლე იურიდიული სერვისების ქართულ ბაზარზე

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

თავისი სფეროს წარმატებულმა პროფესიონალებმა გადაწყვიტეს, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საჭირო მიმართულებით გამოეყენებინათ. შედეგად, 2011 წელს ბათუმში დააფუძნეს კომპანია Marine Legal Adviser და თავიდანვე განსაზღვრეს საქმიანობის პროფილი – საერთაშორისო ვაჭრობა, გადაზიდვები და საერთაშორისო კერძო საზღვაო სამართალი.
რას წარმოადგენს კომპანია Marine Legal Adviser, რა გზა გაიარა მან და რით არის განსხვავებული, ამ და სხვა საკითხებზე თავად კომპანიის პარტნიორი, პაატა კოპალეიშვილი გვესაუბრა.

– ბატონო პაატა, რატომ გადაწყვიტეთ, შეგექმნათ კომპანია, რომელიც სპეციალიზირებული იქნებოდა საერთაშორისო ვაჭრობისა და გადაზიდვების იურიდიულ მომსახურებაზე?
– საქართველო საზღვაო ქვეყანაა, ჩვენი ქვეყნის 20 ათასამდე მოქალაქე დაკავშირებულია საზღვაო სფეროსთან, გვაქვს მნიშვნელოვანი საზღვაო პორტები და ტერმინალები. ბოლო ოცი წელია, საქართველო აქტიურად პოზიციონირებს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო კორიდორი. შესაბამისად, ვითარდება საერთაშორისო გადაზიდვები სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტით და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. ამასთან ერთად, ბუნებრივია, იზრდება ამ ინდუსტრიაში ჩართულ სუბიექტებს შორის სამართლებრივი კონფლიქტების რისკებიც.
ჩემი და ჩემი პარტნიორის მრავალწლიანმა შეხებამ აღნიშნულ სფეროებთან ნათლად დაგვანახვა ასეთ სამართალურთიერთობათა რეგულირების ხარვეზები საქართველოს სინამდვილეში. პირველ რიგში, ეს არის საქართველოში ამ ტიპის სამართლებრივი პრაქტიკის ნაკლებობა, განსაკუთრებით სამართლის წყაროების ინტერპრეტაცია/გამოყენების პრაქტიკის. მნიშვნელოვანია რეგულირების სპეციფიკა – ასეთ სამართალურთიერთობათა მონაწილეები, ხშირ შემთხვევაში, არ არიან საქართველოს რეზიდენტები, ხოლო მათი ურთიერთობები ეფუძნება უნიფიცირებულ დოკუმენტებს, რომლებიც რეგულირდება, მასში ინკორპორირებული რომელიმე საერთაშორისო რეჟიმით.
სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზნად დავისახეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც ქართულ სინამდვილეში წარმატებული უცხოური პრაქტიკის განზოგადებით სპეციალიზებული იქნებოდა კონკრეტულად საერთაშორისო ვაჭრობისა და გადაზიდვების, მათი მომიჯნავე დარგების იურიდიულ მომსახურებაზე. რაც ასევე, მოიცავს საზღვაო სამართლის ფართო სპექტრს.
– რას სთავაზობთ კლიენტებს, რომლებიც თქვენს კომპანიას გამოარჩევს საქართველოში არსებული სხვა იურიდიული კომპანიებისგან?
– 2015 წლიდან ჩვენს საქმიანობაში ახალი ეტაპი დაიწყო: სამმა იურიდიულმა კომპანიამ – უკრაინიდან, საქართველოდან და თურქეთიდან – მიზნად დავისახეთ, შეგვექმნა ერთიანი ქსელი, რომლის ფარგლებშიც შევიმუშავებდით ერთიან სტანდარტებს, განვაზოგადებდით პრაქტიკას, რომ შესაძლებლობას მივცემდით ჩვენს კლიენტებს, მიეღოთ საჭირო იურიდიული მომსახურება შავი ზღვის ყველა წამყვან პორტში.
ასე შევქმენით ქსელი Interlegal სათავო ოფისით ოდესაში, რომელშიც ვმონაწილეობთ კორესპოდენტი იურიდიული ოფისები თურქეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. დღეს მტკიცედ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ამ ქსელის საშუალებით ეფექტურ სამართლებრივ და საკონსულტაციო დახმარებას გავუწევთ დაინტერესებულ პირს საერთაშორისო ვაჭრობისა და გადაზიდვების, ასევე, საზღვაო ინდუსტრიის ფართო სპექტრში. ყველაფერს დეტალურად ვერ ჩამოვთვლი, ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ჩვენს საიტზე – Marinelegal.biz.
ასევე, ჩვენი სერვისის ცალკე მნიშვნელოვანი სეგმენტია, უკრაინელი პარტნიორების საშუალებით, კლიენტის ინტერესების წარმოდგენა/მხარდაჭერა ლონდონის საზღვაო არბიტრთა და მედიატორთა ასოციაციის არბიტრაჟში (LMAA), ასევე, კონსულტაციები GAVTA-ს, FOSFA-ს საერთაშორისო კონტრაქტების პროფორმებთან მუშაობაში, სპეციალიზირებულ არბიტრაჟებში მხარდაჭერის ჩათვლით.
უკაცრავად, ჩემს კოლეგებთან, ვისაც შესაძლებელია, რეკლამად მოეჩვენოს ჩვენი განცხადება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სერვისი, რომელსაც ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ, მართალია, საქართველოში არ არის მასიურად მოთხოვნადი, მაგრამ ამ სერვისის მიმწოდებელი სხვა იურიდიული კომპანია ამჟამად საქართველოში არ არსებობს.
– თქვენი აზრით, რა არის თქვენი კომპანიის წარმატების საიდუმლო?
– ჩვენი პრინციპია კლიენტებთან პატიოსანი და პროფესიონალური პარტნიორობა არა მხოლოდ არსებული პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის, არამედ ამ პრობლემათა მომავალში პრევენციის მიზნით.
გვაქვს სხვადასხვა წამყვან იურისდიქციებში ჩვენი პროფილის პრობლემათა გადაწყვეტისა და პრაქტიკული ინსტრუქციების სერიოზული ბანკი, რაც უდავოდ, ჩვენი სერიოზული აქტივია. ასევე, მნიშვნელოვანია აკადემიურ და პროფესიულ წრეებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა და სხვა, რაც საშუალებას გვაძლევს, მუდმივად ვიყოთ ჩვენს სფეროში მიმდინარე საკითხების საქმის კურსში.
– რამდენად რეალურია მოსალოდნელი შედეგების წინასწარ განსაზღვრა და არის თუ არა თქვენთვის კლიენტის ინტერესი პრიორიტეტული?
– შეუძლებელია, ზუსტად განსაზღვრო საქმის სავარაუდო შედეგი, თუმცა, პატიოსან და გამოცდილ ადვოკატს შეუძლია, მაღალი ალბათობით განსაზღვროს საქმის შესაძლო პერსპექტივა. მიუხედავად ამისა, ზოგადად, არასწორია, ადვოკატმა კლიენტი დაარწმუნოს შედეგის მიღწევის უტყუარობაში. ვფიქრობ, კლიენტს უნდა აუხსნათ მისი მიზნის მიღწევის შესაძლო პერსპექტივა და არჩევანი მან თავად გააკეთოს.
რაც შეეხება კლიენტის ინტერესის პრიორიტეტულობას, ის შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ კანონით და ეთიკის ნორმებით. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, კლიენტმა უნდა მიიღოს ის ობიექტური შედეგი, რისი მიღწევაც შესაძლებელია ადვოკატის კანონიერი, პროფესიული და გონივრული ძალისხმევით.
скачать dle 11.3