კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 აღიარებული ექიმი – რამაზ ჩარექიშვილი სხვა რაკურსით

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

რამაზ ჩარექიშვილი – რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი ოქროს ხელებით! ასე ახასიათებს მას პაციენტების დიდი ნაწილი. წლის ლოკალური გამოკითხვებითაც, ის მკითხველთა რჩეულ ექიმად დასახელდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება არაერთი უშვილო წყვილის ბედნიერება. თავადაც მიაჩნია, რომ არა მხოლოდ ქირურგი-გინეკოლოგი, არამედ, უპირველესად, რეპროდუქტოლოგია. „კარაპს მედლაინის“ ენდოსკოპიურ-გინეკოლოგიური დეპარტამენტის  ხელმძღვანელის, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელის, საქართველოს გაერთიანებული  ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტის, ბატონ რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება ლაპარასკოპიული გინეკოლოგიის განვითარება საქართველოში, რისთვისაც თავის დროზე, დიდი ბრძოლა და წინააღმდეგობების დაძლევა მოუხდა.
თუმცა ამჯერად, მკითხველთა თხოვნით, ბატონ რამაზს ცოტა სხვა ჭრილში, ექიმის ხალათით და ხალათის გარეშე წარმოგიდგენთ:

– ბატონო რამაზ, გვინდა თუ არა, თქვენი საქმიანობით უნდა დავიწყოთ. ძალიან საინტერესო და  რთული პროფესია გაქვთ. პირველი ოპერაცია გახსოვთ? ხელი  ხომ არ გიკანკალებდათ?
– პირველი ოპერაცია არასოდეს დამავიწყდება, პაციენტის სახელი და გვარიც კი მახსოვს, რასაკვირველია, ძალიან ვღელავდი. ეს იყო 1993 წელს – პირველი ლაპარასკოპიული ოპერაცია ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში. ამერიკელებმა ჩამოიტანეს შესაბამისი აპარატურა, ყველაფერი შეგვასწავლეს და ჩვენ დამოუკიდებლად დავიწყეთ მუშაობა.
– ბატონო რამაზ, მოდი, პირველი თქვენი ნაბიჯები გაიხსენეთ, რა წინაღობა გხვდებოდათ, როგორც დამწყებ ექიმს და როგორ იწყებოდა ლაპარასკოპიის განვითარება. თქვენ ხომ გინეკოლოგიაში ამ მიმართულების პიონერი ბრძანდებით, ლაპარასკოპიის დანერგვა თქვენს სახელს უკავშირდება.
– ბუნებრივია, პირველი ნაბიჯები საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან ლაპარასკოპიული მიმართულება ინოვაცია იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მედიცინა იმ მიმართულებით ვითარდება, რომ ადამიანებს მინიმალური ტრავმით  მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ. ზუსტად ამას პასუხობს ლაპარასკოპია და ამიტომ ითვლება 21-ე საუკუნის ქირურგიად. ტრადიციულ ქირურგიაში მოღვაწე  ცნობილი და წარმატებული ექიმები  სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები ლაპარასკოპიის მიმართ და მას „ჭუჭრუტანის ქირურგიასაც“ კი უწოდებდნენ. მაშინ ახალგაზრდა სპეციალისტებს  თითქმის 15 წელი დაგვჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ეს იყო მომავლი ქირურგია. დღეს გინეკოლოგიური ჩარევების 90 პროცენტი, რასაც ქირურგია სჭირდება, შესაძლოა ლაპარასკოპიულად გაკეთდეს.
ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოგვიწია. ერთმა ცნობილმა სპეციალისტმა ასეთი შედარებაც კი გააკეთა – თქვენ გდევნიდნენ, როგორც ქრისტიანებს დევნიდნენ თავის დროზეო. თუმცა, ჩვენმა ძალიან დიდმა მუშაობამ გამოიღო შედეგი და დღეს მე არ მეგულება თანამედროვე სამედიცინო დაწესებულება, სადაც ლაპარასკოპიული აპარატურა არ არის. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველო ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობით ვერ დაიტრაბახებს.
– არაერთხელ აკეთებთ ლაივ ოპერაციებს. სულ ახლახან პირდაპირ ეთერში მოხდა თქვენს რუს კოლეგებთან ერთად, თქვენ მიერ ჩატარებული  ოპერაციის ტრანსლირება...   
– ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც ოპერაციების პირდაპირი ჩვენება მიმდინარეობდა. რაც მთავარია, საქართველო არ იყო მაყურებლის როლში და ჩემს კოლეგა-მეგობრებთან ერთად მეც ვაკეთებდი საჩვენებელ ოპერაციებს. საოცარი გრძნობა იყო, როდესაც ამ რანგის სპეციალისტებმა ჩემი ოპერაციების დასრულებისას ათწუთიანი აპლოდისმენტებით დამაჯილდოვეს.
– ბატონო რამაზ, თქვენი საქმიანობის ძირითადი არეალი ქალბატონებია, მათ ჯანმრთელობას ეხება. როგორია თქვენი მიდგომები პაციენტებთან? როგორც წესი, ქალბატონებს ჭირვეულ კატეგორიად იცნობენ და თქვენ როგორ დაახასიათებდით მათ?
– ქალები, მამაკაცებისგან განსხვავებით, უფრო ემოციურები არიან, ამიტომ ექიმს უნდა ჰყოფნიდეს ნებისყოფა,  რომ დაუჯდეს და დეტალურად  მოისმინოს, რა აწუხებს ქალბატონს. პაციენტისთვის ყურადღება და გულისხმიერება უმთავრესია.  
– ბატონო რამაზ, თქვენი ოჯახის ქალბატონებზეც გვიამბეთ... თქვენი მეუღლე თქვენთან მუშაობს და ალბათ, გაგებით ეკიდება თქვენს დაძაბულ გრაფიკს...
– ჩემი მეუღლე – ქალბატონი ია შიუკაშვილი ჩემი ასისტენტია და წლების განმავლობაში მეხმარება ოპერაციებზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ
საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ასისტენტად ითვლება გინეკოლოგიურ ენდოსკოპიაში. სამსახურში მეუღლედ არ ვცნობ, ჩვეულებრივი კოლეგაა. თითქმის პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ, თუმცა მის გარდა მყავს სხვა ასისტენტებიც. ჩემი მეუღლე გაგებით ეკიდება იმას, რომ მე, პრაქტიკულად, ყველა ოპერაციაზე ვდგავარ, ასისტენტები იცვლებიან და ბუნებრივია, ჩემი დაღლილობა გაცილებით დიდია. ცდილობს,  მაქსიმალურად შემიწყოს ხელი როგორც სამსახურში, ისე სახლში. აქ რომ არ მუშაობდეს და თავისი თვალით არ ხედავდეს ყველაფერს, მისთვის, ალბათ, რთული გასაგები იქნებოდა ჩემი მოუცლელობა. მასზე უკეთესად არავინ იცის, რა ჯაფა და პასუხისმგებლობა აკისრია ქირურგს.
– ბატონო რამაზ, ოპერაციამდე – ჩაი თუ ყავა? და ოპერაციის შემდეგ, საღამოს, განტვირთვის რა რეჟიმი გაქვთ?
– დილა ყოველთვის ყავით იწყება. ჩემი პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ალკოჰოლურ სასმელებს თითქმის არ ვსვამ. არ ვიცი, პაციენტს რა დროს დავჭირდები.
– ისევ ოპერაციებს უნდა მივუბრუნდეთ. თქვენთან, საოპერაციოში რა ხდება - როგორი ხელმძღვანელი ხართ, ქირურგიული პროცედურებისას მკაცრი ხართ თანამშრომლებისადმი?
– ქირურგია გუნდური საქმეა და  ერთი ადამიანი არაფერს წყვეტს. თუ დისციპლინა არ არის და ყველა თავის საქმეს არ აკეთებს, ელემენტარულმა შეცდომამაც კი შეიძლება წყალში  ჩაყაროს ქირურგის შრომა და პაციენტის ჯანმრთელობას ზიანი მიადგეს. აქედან გამომდინარე, დისციპლინის შესანარჩუნებლად სიმკაცრე მიწევს, ბუნებრივია, კორექტულად.
– ისევ ოპერაციებს უნდა მივუბრუნდეთ. თბილისში ამბობენ, რომ ქალების უმეტესობას თქვენთან სურს გინეკოლოგიური ოპერაციების ჩატარება... რამე  განსაკუთრებული მიდგომა გაქვთ?
– განსაკუთრებული მიდგომა არ მაქვს, ორ რამეს ვეწინააღმდეგები: ერთი – ოპერაცია არ უნდა გაკეთდეს ოპერაციისთვის, მეორე – ოპერაცია თავიდან ბოლომდე მაღალკვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა შესრულდეს.
–  ბატონო რამაზ, უშვილობა განაჩენი არ არის – ეს თქვენი ცნობილი გამოთქმაა და რას ეტყვით ქალბატონებს, რას ურჩევთ ამ პრობლემით შეწუხებულ ადამიანებს?
– ბუნებრივია, დღევანდელი განვითარებული მედიცინის პირობებში უშვილობა არ არის განაჩენი, მთავარია, მკურნალობა იყოს დროული და პაციენტი ჩაეტიოს რეპროდუქციული ასაკის ფარგლებში. დღეს დიაგნოზის დასმისთვის ექიმთან რამდენიმე ვიზიტი აბსოლუტურად საკმარისია.
ლაპარასკოპია უშვილობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ოქროს სტანდარტია. ამიტომ, როდესაც თანაცხოვრებიდან ერთი წლის განმავლობაში წყვილი უშვილოა და იქ არანაირ ჰორმონალურ დარღვევას არ აქვს ადგილი, აუცილებლად უნდა ჩატარდეს სადიაგნოსტიკო კვლევები. ლაპარასკოპიულად შესაძლებელია ისეთი პათოლოგიების დადგენა, რისი გამოვლენაც კვლევის სხვა მეთოდებით შეუძლებელია.  
скачать dle 11.3