კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორ გაიშიფრა „ერმიტაჟის“ საქმე, რომელსაც ქართველები ახორციელებდნენ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური



მთავარი გმირების სახელეში შევცვალეთ და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
„შავი აუქციონი“
1969 წლის მაისში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (სუკი, იგივე „კაგებე“) ბრიტანეთში მომუშავე ერთ-ერთი საბჭოთა არალეგალი მზვერავისგან ინფორმაცია მივიდა. აგენტი „ტუზი“ იტყობინებოდა, რომ ერთ-ერთ ეგრეთ წოდებულ „შავ აუქციონზე“ გაიყიდა ოთხი ნახატი, რომლებიც „ერმიტაჟის“ კუთვნილებას წარმოადგენდა. ამ ტილოების საერთო ფასმა 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც იმ პერიოდისთვის ასტრონომიული თანხა იყო... საბჭოთა აგენტი სპეციალურ დავალებას ასრულებდა, „შავ აუქციონს“ ესწრებოდა და „ერმიტაჟიდან“ გამოტანილი ტილოების ამბავიც ამიტომ შეიტყო. „შავი აუქციონი“ არალეგალური აუქციონი იყო (დღემდე არსებობს), სადაც სხვადასხვა, უკანონო გზით მოპოვებული ხელოვნების შედევრებს ყიდიან და მისი კლიენტები კი, ძირითადად, ძალიან მდიდარი მანიაკი კოლექციონერები არიან. „ერმიტაჟი“ ლენინგრადში (სანკტ-პეტერბურგი) მდებარე, ყველაზე დიდი მუზეუმია მსოფლიოში და იქ საყოველთაოდ ცნობილი ქმნილებებია თავმოყრილი. „შავ აუქციონზე“, 6 მილიონ გირვანქად გაყიდული ტილოებიდან 2 ცალი ლეონარდო და ვინჩის, 2 კი ბოტიჩელის ფუნჯს ეკუთვნოდა.
ფარული რევიზია
„ტუზის“ ინფორმაციას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. „კაგებემ“, როგორც მას სჩვეოდა, „ერმიტაჟში“ ფარული რევიზია ჩაატარა და გაირკვა, რომ საქვეყნოდ სახელგანთქმულ მუზეუმში, ლონდონის არალეგალურ აუქციონზე გაყიდული ოთხი სურათის გარდა, კიდევ შვიდი, საერთო ჯამში კი, 11 სურათი იყო დაკარგული. რა თქმა უნდა, თერთმეტივე სურათი „ერმიტაჟში“ თავ-თავიანთ ადგილებზე ეკიდა, მაგრამ თერთმეტივე ასლი იყო – ისინი ვიღაცამ შეცვალა. ფარულმა გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ ყველა შეცვლილი ტილო სხვადასხვა დროს სარესტავრაციოდ იყო ჩატანილი „ერმიტაჟის“ სარესტავრაციო სახელოსნოში. ამიტომ, „კაგებეშნიკები“ რესტავრატორებს დაასხდნენ „კუდზე“ და დამნაშავის ძებნა მათ შორის დაიწყეს, რაც სავსებით რეალური იყო. „ერმიტაჟში“ 236 მაღალკვალიფიციური რესტავრატორი მუშაობდა. შეცვლილ სურათებთან უშუალო შეხება მხოლოდ 9 მათგანს ჰქონდა, რაც დამნაშავის ძებნას აადვილებდა. გამოძიებას კიდევ ერთი უპირატესობა ჰქონდა: ლოგიკურად, დამნაშავე ან თავად ხატავდა სურათს და ცვლიდა მათ, ან სხვას ახატვინებდა და შემდეგ ცვლიდა. მთავარი კი ის იყო, რომ დამნაშავეს წვდომა ჰქონდა როგორც რესტავრაციასთან, ასევე მომდევნო ექსპერტიზასთანაც. საქმე ის იყო, რომ რესტავრირებულ ტილოებს სპეციალური საექსპერტო კომისია ამოწმებდა და მხოლოდ ამის მერე ჰკიდებდნენ შედევრებს თავიანთ ადგილებზე.
დანაშაულებრივი ჯგუფი
„ერმიტაჟის საქმე“ პოლკოვნიკ ზვიად კეკელიძეს მიჰყავდა, რომელიც ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა. ქართველმა პოლკოვნიკმა სულ რაღაც სამ კვირაში გაშიფრა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც 11 ადამიანისგან შედგებოდა და მსოფლიო შედევრების შეცვლითა და მათი შემდგომი გაყიდვით იყო დაკავებული. თერთმეტეულის სამი წევრი ქართველი იყო: 32 წლის ექსპერტი ირაკლი ხერხაძე, 43 წლის ხელოვნებათმცოდნე ვარლამ ხურციძე და 44 წლის მხატვარ-რესტავრატორი მერაბ მონიავა. ჯგუფის თავკაცი ხურციძე იყო, რომელიც შეცვლილი სურათების საზღვარგარეთ გადაგზავნასა და ფულის უცხოურ ბანკში ჩარიცხვას უზრუნველყოფდა. ხერხაძე საექსპერტო კომისიას ქრთამავდა და ფალსიფიცირებულ სურათებს ამიტომ იღებდნენ. მერაბ მონიავა კი უშუალოდ შედევრების ფალსიფიკაციით იყო დაკავებული და ისე ოსტატურად ქმნიდა ასლებს, რომ გამოცდილ ექსპერტებსაც კი უჭირდათ მათი ორიგინალისგან გარჩევა. ჯგუფის დანარჩენი რვა წევრი  სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდნენ და ყველაფერი საათივით იყო აწყობილი. რომ არა საბჭოთა მზვერავის მიერ შემთხვევით მოპოვებული ინფორმაცია, ეს ჯგუფი, ალბათ, კიდევ დიდხანს გააგრძელებდა თავის საქმიანობას. ნიშანდობლივი ის იყო, რომ მერაბ მონიავა პოლკოვნიკ ზვიად კეკელიძის ბავშვობის მეგობარი და თანაკლასელი იყო.
გაქცევა
პოლკოვნიკ კეკელიძისა და ბრალდებულ მონიავას მეგობრობის შესახებ „კაგებეში“ არაფერი იცოდნენ და არც მათ უთქვამთ ამის შესახებ. ამიტომ გამოძიება ბოლომდე კეკელიძემ ჩაატარა და ხერხაძესა და დანარჩენ რვა ბოროტმოქმედს 15-15 წელი მიუსაჯეს. ხურციძეს დახვრეტის მუხლი ჰქონდა, მაგრამ ინფარქტმა დაარტყა და განაჩენის აღსრულებამდე გარდაიცვალა. მერაბ მონიავას კი 35 მილიონის ზარალის მიყენებისთვის უმაღლესმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და ის ლენინგრადის „კრესტებში“, სიკვდილმისჯილთა საკანში გამოამწყვდიეს. 44 წლის მერაბ მონიავა ერთი თვის განმავლობაში უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ 1969 წლის სექტემბერში სიკვდილმისჯილი მოულოდნელად გაუჩინარდა. მასთან ერთად „აორთქლდა“ ზედამხედველი პეტრო ზინჩენკო, რომელიც იმ ღამეს მორიგეობდა. ძებნამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო – ვერც სიკვდილმისჯილს მიაგნეს და ვერც ზედამხედველს.
P.S. როგორც 2015 წელს გახდა ცნობილი, მონიავას გაქცევა პოლკოვნიკ კეკელიძის მოწყობილი იყო. მან ზედამხედველს 30 ათასი მანეთი გადაუხადა და თავისი მეგობარი გამოიხსნა, რის შემდეგაც ისინი ფინეთში გადავიდნენ. მოგვიანებით კი მონიავამ შვეიცარიის ბანკიდან თავისი წილი 6 მილიონი დოლარი გამოიტანა და შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც 1995 წელს ოჯახი წაიყვანა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა პოლკოვნიკი კეკელიძეც, რომელიც 2015 წელს ფილადელფიაში გარდაიცვალა.
скачать dle 11.3