კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№4 რა მაგიური გავლენა აქვს წლის ფავორიტ ფერს ადამიანზე

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი


ფერებს რომ მაგიური ძალა აქვს, ყველამ იცის და ალბათ, ხშირადაც გაგიგიათ: „მწვანე მამშვიდებს, წითელმა გამაღიზიანა, ყვითელი ჩემი ფერია“... და მსგავსი რამ. მაგრამ, რას ნიშნავს „ჩემი ფერი“? – რომელ ფერს რა ძალა და თვისებები აქვს, რა გავლენას ახდენს ეს თქვენზე და მათგან რომელია თქვენი ცხოვრების „ფეხბედნიერი“ თილისმა – თუ ამ ყოველივეს ამოხსნით, ესე იგი, საკუთარი ფერისთვისაც მიგიგნიათ. ამის უტყუარი დასტური კი ის დადებითი გავლენაა, მისი აღმოჩენისთანავე რომ იგრძნობთ. თუმცა, გამორიცხული არც ისაა, ფერთა კომბინაცია იქცეს თქვენს თილისმად. ამიტომ, რაც მეტი გეცოდინებათ ფერთა მაგიის შესახებ, მით უფრო სწორად შეარჩევთ თქვენს ბედნიერ ფერს. გამომდინარე იქიდან, რომ წელს ყვითელია ყველაზე აქტუალური, ფერთა მაგიურ პალიტრას სწორედ ამ ტონით გავხსნით. თუმცა, შევეცდებით, პერიოდულად, დანარჩენ ფერებზეც მოგაწოდოთ საინტერესო ინფორმაცია. ამჯერად კი, ყვითელ ფერზე სასაუბროდ მოვიწვიეთ, პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნანი დ.
– რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ყვითელ ფერს?
– მთლიანობაში ყვითელი დაკვირვებისა და ანალიზისფერია და ასტიმულირებს გონებრივ შესაძლებლობებს. ხარისხით კიისეთ ცნებებთან ასოცირდება, როგორიცაა: სიმდიდრე, ოცნება, ფანტაზია, სიმამაცე, სიხარული, სიახლოვე, სიჭაბუკე და ამასთანავე, შურიც და ეჭვიც. ასე რომ, სანამ ყვითელს რაიმე სახით შეეხებით თუ გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რისი ხაზგასმა გჭირდებათ იმ დროს. ეს, რაც შეეხება ზოგადად ყვითელს, თუმცა, მოგეხსენებათ, ნებისმიერი ფერი და მათ შორის ყვითელიც, სხვადასხვა ტონალობით გამოიხატება. შესაბამისად, განსხვავებულია სიმბოლიკაც: მღვრიე ყვითელი სევდას, ნაღველსა და განშორებას გამოსახავს; მუქი ყვითელი – ღალატს, სიძუნწესა და უნდობლობას. ამის დასტურია ისიც, რომ ქრისტიანულ მხატვრულ ნიმუშებში ამ ელფერითაა გაჯერებული იუდა ისკარიოტელის სახე. თუმცა, ისიცაა ცნობილი, რომ ბევრ ქვეყანაში ქალები ყვითელი ფერის სამოსს ანიჭებდნენ უპირატესობას და არც თუ იშვიათად, ეს ფერი სახელოვანი პირებისა და მაღალი წრის წარმომადგენლებისთვის გამორჩეულობის ნიშანიც კი გახლდათ. მაგალითად, მონღოლი ლამები ატარებენ ყვითელ ტანსაცმელს წითელი ქამრით.
– ალბათ, ცალკე აღნიშვნის ღირსია ოქროსფერი ყვითელი?
– რა თქმა უნდა, ის ხომ ოქროს, ყველაზე კეთილშობილი და ძვირფასი ლითონის ფერია, რომელსაც ძველად გაცივებული მზის სხივის ნატეხად მიიჩნევდნენ და ასევე, მსუყე შემოდგომის, მწიფე თავთავისა და დამჭკნარი ფოთლების ფერიცაა. ამიტომაც გახლავთ ოქროსფერ-ყვითელი – სიმბოლო სულიერების, სიბრძნისა და სიწმინდის, ხოლო მისი მზისფერი სიყვითლის ბრწყინვალება მოიცავს: ძველი აღთქმის კიდობანსაც, წარმართულ ოქროს კერპსაც, აპოლონის არწივსაც, ბუდის აურასაც და მათ შორის, ქრისტეს შარავანდედსაც.
– ყვითელი ფერი გონების მუშაობას ასტიმულირებსო და ეს რით გამოიხატება?
– უპირველესად იმით, რომ ინტელექტუალი ადამიანის თავს გარს აკრავს ოქროსფერი ნათება, ანუ, აურა. ის ასტიმულირებს რა ტვინს, ადამიანს ინტელექტუალურ ინტერესს უჩენს ობიექტური სამყაროსადმი. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი ყვითელი ფერი უნდა ჩართოთ მსგავსი მიმართულების პროცესებში, რომ მისი გავლენით გრძნობებმა სისხარტე შეიძინოს და ინტელექტიც მეტად გაიხსნას. ასეთივე სტიმულატორია ის სიხარულისა და ნაზი გრძნობების აღსაძვრელად.
– მაგრამ, ხომ არის, რომ რომელიღაც ფერს ვერ იტან და თუ ეს ყვითელს ეხება, რისი ნიშანია?
– მართალია, გონებას ასტიმულირებს, მაგრამ ყვითელი ფერი ამასთანავე, აფორიაქებს და აღაგზნებს წარმოსახვას, რაც საბოლოო ჯამში, ფსიქიკაზე დამთრგუნველად მოქმედებს. მაგალითად, თუ შენობაში, სადაც კელდები მკვეთრი ყვითელი ფერისაა, დიდხანს მოგიწიათ დარჩენა, შეიძლება, ძლიერი თავბუხვევა იგრძნოთ. თუმცა, იგივე ასპექტს დადებითი მხარეც აქვს – ყვითელი ამცირებს პაციენტის შიშს სამედიცინო შემოწმების წინ. დეპრესიაში მყოფისთვის კი მისაღებია ნებისმიერი ტონის ყვითლი და ეს კანონზომიერიცაა: ყვითელი ხომ ტონუსს ამაღლებს. რაც შეეხება, ვინ ერიდება ამ ფერს ან კატეგორიულად ვერ იტანს, მათ სიაშია: ალკოჰოლიზმით დაავადებული, რადგან ყვითელი აუხდენელ „ოცნებებს“ ახსენებს. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქორწინების გარეშე ორსული ქალები, რომლების მუცლით არასასურველ ბავშვს ატარებენ, კატეგორიულად ერიდებიან ყვითელ ფერს. საერთოდ კი, ვინც ყვითელ ფერს ვერ იტანს, იმედგაცრუებულია, გარშემო სიცარიელეს გრძნობს და მიაჩნია, რომ სხვებისგან იზოლირებული და გარიყულია. თუმცა, აქვე, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ, ამ ფერის სამკურნალო თვისებებიც. ყვითელი მართავს საჭმლის მომნელებელ პროცესებს, წმენდს ღვიძლსა და ნაწლავებს. საერთოდ ორგანიზმის მთელი სისტემის გამწმენდად მიიჩნევა, მაგრამ, განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს კანზე. საბოლოო ჯამში კი, გაწონასწორებულობისა და ოპტიმიზმის ჩანერგვით, ადამიანს ცხოვრებაში ჰარმონიას უქმნის.
– იმის მიხედვით, ყვითლის რომელი ტონი ან ელფერი იზიდავს, თუ შეიძლება ადამიანის ტიპის განსაზღვრა?
– რა თქმა უნდა და ამით, შეგიძლიათ, განსაზღვროთ ყვითლის რომელი ტონია თქვენი თილისმა. მაგალითად, ყვითელში, რომელსაც მოწითალო ელფერი დაჰკრავს, ყვითლის გავლენაა წონადი და სტიქიურობას, იმპულსურობასა და განადგურებას გამოხატავს. აქ ყვითელი მართავს წითლის ძალას. ლიმონისფერი ელფერი კი მას მკაცრსა და თავშეუკავებელს ხდის; ვინც ამ ფერს ანიჭებს უპირატესობას, არასტანდარტული აზოვნებისაა, გამჭრიახი, კრიტიკული, ყოველთვის აკონტროლებს თავს და გაურბის მაკომპრომეტებელ სიტუაციებს. ძირითადად, ამ ფერს ირჩევენ ფრიგიდული ქალები და იმპოტენტი მამაკაცები. შესაბამისად ნაწილდება ყვითლის სხვა ტონისა და ელფერის მოყვარულებიც: ღია ყვითლის – ყოველთვის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას და იხრება სიმულაციისკენ; ბაცი ყვითლის – თავისუფალია ჩარჩოებისგან; მოყავისფრო-ყვითლის (თაფლისფერი) – აერთიანებს ყვითლის სიმსუბუქესა და ყავისფრის სიმძიმეს, რაც აჩენს მოთხოვნილებას ბედნიერი და განცხომით სავსე სიტუაციისადმი. ცალკე გამოვყოფ, ოქროსფრის მოყვარულებს – კავშირისა და გარდაუვალი გამარჯვების ფერის მომხმარებელი არც თავად შეეწირება ვინმეს მხვერპლად და არც სხვისგან მოითხოვს ამას, ის ყოველთვის მარტო რჩება თავის თავთან (მას არაფერი უნდა) და ამ დროს გამოიკვეთება: დადებითი ასპექტი – მოწიფულობა, გამოცდილება, სიბრძნე, სიცოცხლისუნარიანობა, ამოუწურავი რესურსი; უარყოფითი ასპექტი – პესიმიზმი, შეზღუდულობა, უსინდისობა. დაბოლოს, ოქროს შარავანდედი თავის გარშემო სიმბოლოა საყოველთაო მიტევებისა და ყველა წინააღმდეგობის დაძლევისა. ოქრო აერთიანებს ბავშვურ სიმორცხვესა და ჭეშმარიტი ბრძანებლის სიბრძნეს. მაგრამ – მას შეუძლია კონფლიქტის პროვოცირებაც.
скачать dle 11.3