კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: დილით, კრემის წასმის წინ, სახის გასაწმენდად რაიმე სპეციალური პროცედურაა საჭირო თუ, უბრალოდ, ცივი წლით ჩამობანაც საკმარისია?
პასუხი:
სახის მხოლოდ წყლით დაბანა, არსებული დაბინძურებული გარემოს გამო, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი, ასე კანის ფორებში დაგროვებული მიკრობებისა და ჭუჭყის მოშორება, ძალიან გართულდება. კრემის წასმის წინ კარგია სახის ლოსიონით გაწმენდა. უმჯობესია ნეიტრალური PH-ის დასაბანი საშუალების გამოყენება.
კითხვა: ვარ 42 წლის. თანამშრომელმა მითხრა, აუცილებლად გჭირდება ბიორევიტალიზაციაო. მე ვერ ვერკვევი მსგავს რაღაცებში და კითხვაც მომერიდა. იქნებ მითხრათ, რა პროცედურაა ეს და რამდენად აუცილებელი?
პასუხი:
ბიორევიტალიზაცია კანის კოსმეტიკური ნაკლოვანებების, მისი ღრმა შრეების ჰიალურონის მჟავათი გაჯერების გზით პროფილაქტიკისა და კორექციის ერთ-ერთი მეთოდია. ის აცოცხლებს სახის კანს.  მისი გაკეთება კარგია ასაკოვანი ცვლილებებით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული კანის სიმშრალისა და გაუწყლოების, ელასტიკურობის დაქვეითების დროს. ასევე, წვრილი ნაოჭების გაჩენისას, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით, სიგარეტით, სტრესით გამოწვეული კანის მდგომარეობის ნებისმიერი ტიპის გაუარესების, დაბერების პირველივე ნიშნებისას. ბიორევიტალიზაცია რეკომენდებულია არა მარტო სიბერის უკვე არსებულ გამოვლინებებთან საბრძოლველად, არამედ პროფილაქტიკისთვისაც. კოსმეტიკური საშუალებების უმეტესობა, შეიცავს ჰიალურონის მჟავას, მაგრამ კანის ზედაპირზე წასმისას ის ღრმად ვერ აღწევს და მისი მოქმედება ეპიდერმისის რქოვანა შრით შემოიფარგლება. ბიორევიტალიზაციისას კი, მჟავა ეპიდერმისისა და დერმის ღრმა შრეებში შედის და როგორც ბუნებრივი კომპონენტი, უჯრედულ დონეზე მოქმედებს: ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის რეგენერაციას, აუმჯობესებს იმ უჯრედშორისი ნივთიერების შემადგენლობას, რომელიც კვებავს და ატენიანებს კანს.

скачать dle 11.3