კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1965 წლის 21 დეკემბერს. მინდა უცხოეთში წასვლა და რომელი ქვეყნებია ჩემთვის წარმატებული? ასევე, მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი:
თქვენი კოსმიური მისიაა ისეთი თვისებების შერწყმა, როგორებიცაა: აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოვლენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. სადაც შეხვალთ, სიმშვიდე, ჰარმონია, სილამაზე და იდილია შეიტანოთ. უნდა დაეყრდნოთ კომუნიკაბელურობას, სამართლიანობას, დიპლომატიას. უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია არ არის, თუმცა, იქ ძალების მოსინჯვა ღირს. ქვეყნებიდან კი, მისაღებია: იტალია, არგენტინა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, სან-მარინო, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია.
კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2006 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით, საღამოს 6 საათზე. რომელი პროფესიები იქნება მისთვის წარმატებების მომტანი, გაუმართლებს თუ არა უცხოეთში და რომელი ქვეყნებია მისთვის კარგი?
პასუხი:
უცხოეთი მისი კარმული მისია არ არის, თუმცა, არც ეკრძალება, ის მისთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი მისაღებია გერმანიის ბავარიის მხარე, მალაიზია, ალჟირი, მაროკო, კუნძულები – სიცილია და კორსიკა, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, ტაჯიკეთი, შვედეთის დასავლეთი ნაწილი, კუბა, მექსიკა, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ლიბია, ლიბანი. მოერიდოს ინდოეთის აღმოსავლეთ მხარეს, პორტუგალიას, ისლანდიას, მონღოლეთს, ჩინეთის ცენტრალურ ნაწილს, ფილიპინებს, ტაილანდს, ისრაელს, ახალ ზელანდიას, კუნძულ შრი-ლანკას, ურუგვაის, კუნძულ მალტას, ბანგლადეშს. დანარჩენ ქვეყნებთან კი ურთიერთობა საშუალოა. რაც შეეხება წარმატებულ პროფესიებს, ასეთებია: მედიცინიდან – სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა; ასევე: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პარაფსიქოლოგია, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროება და ზოგადად, ძალოვანი სტრუქტურები, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, მაკონტროლებელი ორგანოები, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო საქმიანობა და პედაგოგიკა.
კითხვა: მინდა, ოჯახისთვის ახალი ავეჯი და ნივთები შევიძინო. მთვარის რომელ ფაზაშია კარგი?
პასუხი:
მთვარის აღმავალ ფაზაში, ანუ, ახალმთვარეობიდან სავსემთვარეობამდე პერიოდში, დაახლოებით, 12 დღის განმავლობაში.
კითხვა: დავიბადე 1996 წლის 27 იანვარს, დილის 5 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ პროფესიებში გამიმართლებს და რომელ უცხო ქვეყანაშია სასურველი ჩემი მოღვაწეობა?
პასუხი:
თქვენი კარმული მისია უკავშირდება ისეთი თვისებების წინ წამოწევას, როგორიცაა ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, დისციპლინა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება. უნდა ისწავლოთ დამოუკიდებლად მოქმედება. გამოავლინეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. იყავით მაქსიმალისტი, ერთგული, მოწესრიგებული. ამავდროულად, უნდა შეგეძლოთ ინიციატივის გამოვლენა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. პატივი ეცით ტრადიციებს და იერარქიულ სისტემას. ეს თქვენი კოსმიური მისიაა. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატების საწინდარი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, მედიცინა, პოლიტიკა, იურისპრუდენცია, საათების ბიზნესი, უშიშროების სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, მშენებლობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია; უცხოეთიდან თქვენთვის მისაღები ქვეყნებია: ბოსნია-ჰერცოგოვინა, ისლანდია, ბულგარეთი, მექსიკა, ლიტვა, საბერძნეთი, ინდოეთი, ბოლივია, რუსეთიდან – მხოლოდ ციმბირის მხარე, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, ტიბეტი, გერმანია, ბელგია, ალბანეთი, თურქმენეთი, მაკედონია, იაპონია, ხორვატია, ესპანეთიდან – ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი ნაწილი.
скачать dle 11.3