კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 ნივთმტკიცება – თეთრი კბილები

აგათა კრისტი

​ერკიულ პუარო საკუთარ მეგობარს ერთ მეტად საჭირბოროტო საკითხზე ეკამათებოდა:
– მამაკაცები საკუთარი ჩვევების ერთგულები არიან. მრავალფეროვნება ქალებს უყვართ.
– რას გეუბნებოდით? – თქვა ვონინგტონმა, – ქალები აბსოლუტურად უტვინოები არიან, მე ხომ დიდი ხანია, ამ რესტორანში ვმუშაობ? შეხედეთ იმ  მოხუცს. ათი წელი ხდება, აქ სამშაბათობით და ხუთშაბათობით მოდის. არც მისი სახელი ვიცი, არც პროფესია და არც მისამართი.
– კი მაგრამ, დღეს რომ ორშაბათია? გაიღიმა პუარომ, – ეს ორშაბათი გამონაკლისია თუ რამე პრობლემა  აქვს?
– მგონი, მართალი ხართ,  როდესაც ათი წელი კლიენტს ემსახურები, იცი რა უყვარს.  ვერ იტანდა პუდინგს ცხიმით  და არასოდეს შეუკვეთავს კრემსუპი. დღეს კი ტომატის სოუსი, პუდინგი ცხიმში და თუთა შეუკვეთა! შეიძლება, გეფიქრა, თავადაც არ იცის, რას აკეთებსო!
– ჩემი აზრით, ამას ერთი ახსნა აქვს, – განაცხადა პუარომ, – ალბათ, ძალიან ღელავდა.
კვირის თავზე ის და ვონინგტონი ერთმანეთს მეტროში შეხვდნენ. ვონინგტონმა სხვათა შორის უთხრა, რომ ის  კაცი უკვე ერთი კვირა იყო, რაც  რესტორანში არ გამოჩენილა.
სახლში დაბრუნებული პუარო გაზეთში გამოქვეყნებულ გარდაცვლილთა სიას ჩაუჯდა. რაღაცას ეძებდა.
– „ჰენრი რასკოინი, 69 წლის“. შემიძლია, მისგან დავიწყო.
ცოტა მოგვიანებით ის უკვე ექიმ მაკ-ენდრიუს მისაღებში იჯდა, კინგ-როუდზე.
– რასკოინი? – გაიხსენა ექიმმა, – ექსცენტრიკული მოხუცი. ყოფილი მსახიობი. მე არ ვმკურნალობდი, მაგრამ როცა შემთხვევა მოხდა, გამომიძახეს და გავიგე, ვინც იყო. კიბიდან დაგორდა და კისერი მოიტეხა. ძველი ხალათი ეცვა, გრძელი ქამრით... ეტყობა, ფეხი ქამარზე დააბიჯა.
– ნათესავები ჰყავდა? – ჰკითხა პუარომ.
– კი, ძმისშვილი – ჯორჯ მეისმერი. იგი ბიძას თვეში ერთხელ აკითხავდა.  მგონი, ისიც ექიმია და   უიმბლდონში ცხოვრობს.
– გარდაცვლილი დილის ექვს საათზე ნახეს, მაგრამ ხალათის ჯიბეში წერილი აღმოაჩნდა, რომელიც იმავე დღეს 9. 20 წუთზე იყო მიღებული. კუჭის შიგთავსის გამოკვლევისას გაირკვა, რომ საჭმელი სიკვდილამდე ორი საათით ადრე ჭამა. მე რომ გამოვიკვლიე, სამოცი საათის მკვდარი მაინც  იყო.
– იმ კაცის გარდა, სხვა ნათესავი ჰყავდა?
– ტყუპისცალი ძმა. საინტერესო ისტორიაა: მათ ერთმანეთი წლების განმავლობაში არ ჰყავდათ ნანახი. მერე ენტონი რასკოინმა ცოლად მდიდარი ქალი მოიყვანა და მსახიობობას თავი დაანება. ამის გამო ძმებმა იჩხუბეს და  ერთმანეთი აღარ უნახავთ. თუმცა, საოცარი დამთხვევაა: ერთ დღეს გარდაიცვალნენ. მეორე ძმა იმავე რიცხვში სამ საათზე დაიღუპა. ბევრჯერ გამიგია, რომ ტყუპები ერთ დღეს კვდებიან. რატომ დაინტერესდით ამ საქმით, ბატონო დეტექტივო?
– თქვენთვის ეს უბედური შემთხვევაა, ჩემთვის კი – საინტერესო თავსატეხი. შეგიძლიათ მითხრათ, ჰენრი რასკოინს ხელოვნური კბილები ჰქონდა?
– არა. საკუთარი და მშვენიერ მდგოამრეობაში. ამას მეც მივაქციე ყურადღება, მოხუცებს, ზოგადად, კბილები ჩაყვითლებული აქვთ ხოლმე, ამას კი თეთრი ჰქონდა. არც ეწეოდა.
***
 პუარომ ნაცნობ რესტორანში ისევ ის მაგიდა აირჩია, რომელთანაც თავის მეგობართან ერთად იჯდა ხოლმე. მასთან  ოფიციანტი მივიდა.
დეტექტივმა  მოხუცს მისტერ რასკოინზე დაუწყო საუბარი.
– მან თქვენთან თავისი სიკვდილის დღეს ისადილა?
– კი, სამშაბათს, სამ რიცხვში.
– გახსოვთ,  რა მიირთვა?
– ვნახავ ჩანაწერს. აი, აგერაა – სუპი ბრინჯით, პუდინგი... ტორტი თუთით, ვაშლი და ყველი.
პუარომ გადაწყვიტა ამელ ჰილს, განსვენებული ენტონი რასკოინის სახლმმართველს  შეხვედროდა.  ეს ქალი – ამელი, მისტერ რასკოინთან 14 წელი მუშაობდა და ერთგულად ემსახურებოდა. მანამდე მოახერხა და ანდერძს გაეცნო,  ანდერძი მრავალი წლის წინ იყო დაწერილი, რომლის თანახმად, მისტერ რასკოინი მთელ ფულს ცოლს უტოვებდა. თუ ცოლი მასზე ადრე მოკვდებოდა, მაშინ – თავის ძმას ჰენრის. მის ჰილმა უამბო, როგორ არ ისურვა მისტერ რასკოინმა თავისი ძმის სახელის გაგონება.    
იმავე დღეს, სადილობის დროს პუარო დორეთ როუდზე, ექიმ ჯორჯ მეისმერის რეზიდენციაში გამოჩნდა. დეტექტივი კაბინეტში შეიყვანეს. ექიმი საშუალო სიმაღლის იყო, სუფთად გაპარსული, თმა შავი, ხოლო წამწამები თითქმის თეთრი ჰქონდა. პუარომ ექიმს თავისი სავიზიტო ბარათი გაუწოდა.
– ჩემი კლიენტურა, ძირითადად, ქალებისგან შედგება, – წარმოთქვა დეტექტივმა. – ქალები პოლიციას არ ენდობიან. მათ არ სურთ, რომ მათი საქმეები საზოგადოების განსჯის საგანი გახდეს. რამდენიმე დღის წინ ჩემთან ერთი ხანშიშესული ქალი მოვიდა. იგი დიდი ხნის წინ თავის ქმარს წაეჩხუბა და ამის გამო უბედური იყო. ეს ქმარი თქვენი გარდაცვლილი ბიძა, მისტერ რასკოინი იყო.
ექიმი  გაწითლდა.
– ბიძაჩემი? რა სისულელეა! მისი ცოლი დიდი ხნის წინ მოკვდა.
– საუბარი ენტონი რასკოინზე კი არა, ჰენრი რასკოინზეა.
– ძია ჰენრი? იგი დაქორწინებული არც ყოფილა.
–  არა, იყო, – დარწმუნებით წარმოთქვა პუარომ, ისე იტყუებოდა, რომ სინდისის ქენჯნასაც არ გრძნობდა, – ამის შესახებ არავინ იცოდა. იმ ქალმა საქორწინო მოწმობა მაჩვენა.
– ფალსიფიცირებულია! – წამოიძახა მემკვიდრემ. მას სახე შინდისფერი გაუხდა, – მე მაგის არ მჯერა. თქვენ მატყუარა ხართ!
– სამწუხაროდ, სიმართლეა, – თქვა პუარომ, –  რაო, მკვლელეობა სულ ტყუილად ჩაიდინეთ?
– რა  მკვლელობა? – ჩაიბურტყუნა ექიმმა.
– დიახ, – თქვა პუარომ, – ვხედავ, რომ თქვენ დღესაც ტორტი მიირთვით. ცუდი ჩვევაა. რა თქმა უნდა, ამ კენკრაში ბევრი ვიტამინია, მაგრამ შეიძლება, სასიკვდილოც აღმოჩნდეს. თუთა კისერზე თოკს ჩამოგაცვამთ, ექიმო...
პუარომ  მაგიდის მეორე მხარეს მჯდომ მისტერ ვონინგტონს გაუღიმა.
 – აბა, ისევ ვიდავოთ ადამიანების ჩვევებზე? მე დაგიმტკიცებთ, რომ აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არასოდეს აკეთებს იმას, რაც მას არ ახასიათებს. შეიძლება, ძალიან აფორიაქებული სადილზე პიჟამათი გამოცხადდეს, მაგრამ ეს მისი პიჟამა იქნება და არა სხვისი. ადამიანს  არ უყვარს სუპი და მას იმიტომ უკვეთავს, რომ იმ დროს სხვა რამეზე ფიქრობს? – სისულელეა. მე გეუბნებით: ფიქრით დამძიმებული ადამიანი ავტომატურად უკვეთავს იმას, რასაც ჩვეულებრივ უკვეთავდა. მენიუს არევამ მაშინვე დამაფიქრა. რასკოინი ბოლოს, სიკვდილამდე ორი საათით ადრე რესტორანში რომ ნახეს. ყველაფერი ემთხვევა: კუჭის შიგთავსი, წერილი... მკვლელს  იმ დროისათვის შესანიშნავი ალიბი ჰქონდა. ყველაფერი უბედურ შემთხვევაზე მეტყველებდა. მართალია, ძია ჰენრი აბსოლუტური ბანკროტი იყო, მაგრამ მას ჰყავდა ძმა, რომელმაც თავის დროზე მდიდარი ქალი მოიყვანა ცოლად. ცოლმა ფული ენტონის დაუტოვა, ენტონიმ – ჰენრის, მან კი – ახალგარდა ექიმს. ჯაჭვი შეიკრა.
ჰენრი სადილიდან ორ საათში მოკვდა ან იქნებ საუზმიდან ორ საათში? წარმოიდგინეთ: ჯორჯი სიმდიდრეს ელოდება. ენტონი რასკოინი სადაცაა მოკვდება, მაგრამ მარტო მისი სიკვდილი ჯორჯს არაფერს არ აძლევს. ჰენრიმ შეიძლება, კიდევ დიდხანს იცოცხლოს. ამიტომ ისიც რაც შეიძლება მალე უნდა მოკვდეს, მაგრამ მხოლოდ ენტონის სიკვდილის შემდეგ. ჰენრის ჩვევად ჰქონდა კვირაში ორჯერ, განსაზღვრულ დღეებში ამ რესტორანში ესადილა. ექიმი  ორშაბათს მოვიდა რესტორანში გადაცმული და შენიღბული, ისე რომ ბიძისგან ვერ გაარჩევდი. ერთი კარგი პანღური და მოხუცი კიბეზე დაგორდა. შვიდ საათზე მკვლელი გადაცმული, შენიღბული და წვერმიწებებული ისევ რესტორანში მოდის. შემდეგ კი უიმბლდონში გარბის, სადაც მთელი საღამო ბრიჯს თამაშობს. თუმცა მთავარი მაინც თუთაა.
– თუთა რა შუაშია?
– ჯორჯს დაავიწყდა, რომ მარტო გარეგნული მსგავსება საკმარისი არაა. საჭირო იყო, ის ეჭამა, რასაც  ბიძამისი მიირთმევდა ხოლმე. მან კი ის კერძები შეუკვეთა, რომლებიც  თავად უყვარდა. ჩვეულებრივ, თუთა კბილებს ღებავს. გარდაცვლილის კბილები კი ქათქათა თეთრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ საღამოს ჰენრი რასკოინმა თუთის ტორტი ჭამა. ვიკითხე და ისიც გავარკვიე, რომ მის კუჭში ეს ხილი არ აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ჯორჯი სულელი გამოდგა და ფალსიფიცირებული წვერი და ულვაშები სახლში შეინახა. მტკიცებულება საკმარისზე მეტია. მე ვიყავი მასთან  და ყველაფერი მოვუყევი.   სხვათა შორის, პოლიციასაც. ალბათ უკვე დააპატირეს. თუთის  ტორტმა  დაღუპა.
 თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3