კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორ უშლის ზოგიერთი ქალი ხელს საკუთარ ბედნიერებას

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

ადამიანი თავად არის საკუთარი ბედის პატრონი. ძირითადად ის საზღვრავს თავისი ცხოვრების გზას. რჩევა ყოველთვის არ არის სიტუაციაზე მორგებული. რაღაცას ჩვენთვის ვიტოვებთ და სწორედ ეს რაღაცა აღმოჩნდება ხოლმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ სიტუაცია სწორად შეფასდეს და გაანალიზდეს. ვერავინ მოგცემთ მზა რეცეპტს ბედნიერებისთვის და ვერც ვერავინ იტვირთებს თქვენს შეცდომებს. მით უმეტეს, როცა საქმე საკმაოდ დელიკატურ და ინტიმურ საკითხს, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას ეხება.

თიკა  (39  წლის): მომხდარში, ძირითადად, მე ვარ დამნაშავე. ვიცოდი, ჩემს საქციელს რა მოჰყვებოდა. ვერ დავიჯერე, რომ სიყვარული არსებობს, რომ შეიძლება ისე ძალიან შეგიყვარდეს, რომ ძილი და მოსვენება დაკარგო. უკვე მესმის ჩემი ქმრის, რომელიც ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ძალიან ვუყვარდი. ექვსი წლის წინ გავთხოვდი.  შევხვდი მამაკაცს, გავიცანი, მომეწონა და ჩავთვალე, რომ მიყვარდა და ცოლადაც გავყევი. მინდა, გითხრათ, რომ ჩემი ქმარი ძალიან დადებითი პიროვნებაა, ყურადღებიანი, მზრუნველი, მშვიდი, გაწონასწორებული. ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს ჩემთვის. იმას ნამდვილად ვუყვარვარ, ამაში უკვე დავრწმუნდი. ძალიან ბევრი რამე გვაკავშირებს ერთმანეთთან. საერთო მეგობრები, პროფესია, ოჯახი, ნათესავები.
– მიუხედავად ამისა, მაინც სულ გინდათ მისგან წასვლა.
– ეს ასე მარტივად არ არის. საქმე იმაშია, რომ ვერსადაც ვერ მივდივარ. ზოგჯერ სერიოზულად ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში კარგი აღარაფერი მოხდება. ჩემი მეუღლე არ არის ის მამაკაცი, რომლიც მიყვარს. ეტყობა, ძალიან სულელი ვარ, ან რაღაც სულელურ მიზეზებს გამოკიდებულმა, რეალურად ვერ შევაფასე სიტუაცია, რასაც ახლა ვნანობ. ექვსი წლის ერთად ცხოვრების შემდეგ, უცებ აღმოვაჩინე, რომ ქმარი არ მიყვარდა. ამ აღმოჩენამდე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხარ. არანაირი ლტოლვა აღარ მქონდა ქმრის მიმართ. მან, როგორც მამაკაცმა, ჩემთვის არსებობა შეწყვიტა. ვუთხარი ის, რასაც ვგრძნობდი. არ მივეკუთვნები ქალების იმ კატეგორიას, „სიყვარულობანას“ რომ თამაშობენ, ქმართან მოვალეობის მოხდის ან მისი დაკარგვის შიშით წვებიან და თავს აჩვენებენ, ვითომ ამით დიდ სიამოვნებას იღებენ. თუ ამას აკეთებ, მაშინ არაფრით განსხვავდები მეძავისგან, რომელიც თავის სხეულს ფულზე ყიდის და ფაქტობრივად, სამუშაოს ასრულებს.
– ოჯახის შესანარჩუნებლად ზოგჯერ მსხვერპლის გაღებაც საჭიროა.
– ამიტომ არის ჩვენ გარშემო ამდენი გაღიზიანებული და ნევროზიანი ქალი. ყველანაირი ფარსის წინააღმდეგი ვიყავი. ჩემს ქმარსაც ეს ვუთხარი, თუ გინდა, დავშორდეთ, იმიტომ, რომ შენ მიმართ აღარაფერს ვგრძნობ-მეთქი. ძალიან ინერვიულა. საშინელებაა, როცა საყვარელი ადამიანი ამას გეუბნება. ადვილი  არ იყო ჩემთვისაც იმის გაკეთება.  ექვსი წელი რომ ცხოვრობ ადამიანთან, მის მიმართ სიყვარული თუ არა, შეჩვევის მსგავსი გრძნობა ხომ მაინც გაქვს, მით უმეტეს, როცა ფიქრობდი, რომ სიყვარულით შექმენი ოჯახი. ოფიციალურად არ დავშორებულვართ. უბრალოდ, ჩემი ქმრის წინადადება მივიღე, რომ ცალ-ცალკე გვეცხოვრა და საკუთარი გრძნობები შეგვემოწმებინა.  მთხოვა, ჩემი მშობლებისთვის არაფერი მეთქვა. რატომ უნდა ვანერვიულოთ ხალხი, არასწორად გაიგებენო. ექვსი წელი არ არის ცოტა დრო. ჩემმა ქმარმა იცოდა, ჩემი სუსტი მხარეები და ამიტომ მითხრა: ღირს კი შენი ცვალებადი ხასიათის გამო დაანგრიო ოჯახი. ჩვენ ისე კარგად ვართ ერთად. მე არაფერში გზღუდავ, არაფერს გთხოვ, არ ვარ ტირანი ქმარიო. უცებ შემეშინდა. საკუთარ თავს ვუთხარი, იქნებ, შენ მართლა არ იცი, რა არის სიყვარული და უბრალოდ, ილუზიებს ხარ აყოლილი. რა მოხდება, თუ ერთ დღეს გაიღვიძებ და აღმოაჩენ, რომ შენი ქმარი არ გიყვარს და ისიც ზურგს შეგაქცევს. ღირდა კი ოჯახის მიტოვება, ცხოვრების თავიდან დაწყება?  ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, ქმართან ვრჩები-მეთქი. თუ ახლა წახვალ, ინანებო, მითხრა. მე ვიცი, რომ გიყვარვარ. ამას შენს თვალებში ვხედავ. მოგინდება ჩემთან ყოფნა, მაგრამ გვიან იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარხარ, უკან ვეღარ დაბრუნდები, მე არ გაპატიებო. ისე გამოვიდა, რომ არჩევანი მაინც ქმრის სასარგებლოდ გავაკეთე. თავიდან ყველაფერი თითქოს კარგად იყო. თითქოს მეორე სუნთქვა გაგვეხსნა, მაგრამ რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. სიზმრებმა გამაგიჟა. ვხედავ ვიღაც კაცს, რომელსაც ვეფერები და ეს ჩემი ქმარი არ არის. მოსვენება დავკარგე. არანორმალურად მინდა, მყავდეს გვერდით მამაკაცი, რომელიც მომენატრება და რომლის გულისთვისაც შეუძლებელს შევძლებ. ყველაფერი ჩემი ბრალია. სიყვარულის არ მჯეროდა და დავისაჯე. ახლა უსიყვარულოდ უნდა ვიცხოვრო და რაც ყველაზე საშინელია, არასოდეს მეყოლება შვილი საყვარელი ადამიანისგან. მეეჭვება, ჩემი ქმრის მიმართ გიჟური გრძნობა გამიჩნდეს. ის უფრო კარგი მეგობარია, ვიდრე საყვარელი მამაკაცი.
  скачать dle 11.3