კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 ვინ იყო ქალი, რომელმაც შეურაცხყო ეგნატე ნინოშვილის მამაკაცური თავმოყვარეობა

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

„… მე არ შემიძლია, ვუთხრა საზოგადოებას – შენს სამსახურში დავავადმყოფდი-მეთქი. არა, წერის დაწყებამდე ჩემი ჯანი სრულიად გატეხილი იყო… არც ბევრი მიწერია: ოთხი წელიწადია აგერ, რაც ვწერ და ერთ მოზრდილ წიგნს კიდევ ვერ შეადგენს ჩემი ნაწერები…“ წერს ერთ-ერთ წერილში ეგნატე ნინოშვილი იაკობ გოგებაშვილს, რომელიც ახალგაზრდა მწერალს ფინანსურად დაეხმარა, რის გამოც ძალიან მადლობელია და ერთს დარდობს, მოახერხებს თუ არა, საზოგადოებას ვალი თავისი მოთხრობებით გადაუხადოს. ჭლექისაგან დასუსტებული და საწოლს მიჯაჭვული 35 წლის მწერალი თავის სოფელში გარდაიცვალა... ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს: ეგნატე ნინოშვილს პირადად არსად შევხვედრივარ და არც გამიცნია. მხოლოდ ერთხელ მომწერა წერილი და მთხოვა, მასალები მიმეთითებინა გურიის აჯანყების შესახებ. მე სიამოვნებით ავუსრულე ეს თხოვნა. ჯერ დავუსახელე ოფიციალური ცნობები, რომელიც სამხედრო შტაბში ინახებოდა (მაშინ სამხედრო შტაბში მუშაობდა ჩემი ძმა – ვარლამ თაყაიშვილი; იმისგან შევიტყე ნომერი საქმისა). ამას გარდა, ვურჩიე პირადად ენახა ბიძაჩემი ედიშელ თაყაიშვილი, რომელიც ამ ჯანყში ერია და დაჭრილი იყო მუხლის თავში, და მივსწერე დაწვრილებით, თუ როგორ ჩაბმულიყო ის ამ აჯანყებაში, ვის გადაერჩინა დაკოდილი და სხვა… მზადება ჩვენს სოფელში იმითაც გამოიხატებოდა, რომ ჯვარს ზემოთ (ჯვარი ერქვა იმ ადგილს, სადაც ეკლესია იყო) აჭის წყლის სათავეში მიმავალი გზა შეკრეს, რამდენიმე ხე აქა-იქ მოსჭრეს და მით გადახირეს გზა. მამაჩემს უკითხავს: „რად ჩადიხართ ამ საქმეს?“ იმათ უპასუხიათ: ამაზე რუსები ვერ გადავლენო; მამაჩემს კი უპასუხია (ბიძაჩემმა მითხრა): რუსებმა კავკასიის მთები გადმოლახეს და თხმელას ხეები დააკავებს მათო?!.“  
...რამდენჯერმე თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა; მთელი ცხოვრება თავგამოდებით შრომობდა, პარიზში სწავლის დროს ქალაქის ქუჩებსაც კი ალაგებდა, მაგრამ გაჭირვებას თავს ვერ აღწევდა... ავ ბედისწერას ეგნატე ნინოშვილი ვერც სიყვარულში ასცდა... (წყარო: „გურიის მოამბე“) სიღარიბის გამო ეგნატე იძულებული იყო, დროგამოშვებით, სკოლაში სიარულის ნაცვლად, საქონელი ემწყემსა. 1876 წელს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, თუმცა ორი წლის შემდეგ, მოსწავლეთა გაფიცვაში მონაწილეობისთვის სასწავლებლიდან „მგლის ბილეთით“ გარიცხეს. კლასგარეშე თავდაუზოგავი მეცადინეობის წყალობით ეგნატემ 1879 წელს საექსტერნო გამოცდების ჩაბარება და მასწავლებლად მუშაობის დაწყება მოახერხა, თუმცა უკიდურესი გაჭირვების გამო პედაგოგიური მოღვაწეობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამის შემდეგ მუშაობდა ბათუმის რკინიგზაში, მოგვიანებით – თბილისის სტამბაში ასოთამწყობის ხელფასით, რომელიც დღეში 7  კაპიკს შეადგენდა, ნინოშვილმა დედაქალაქში ცხოვრება დიდხანს ვერ შეძლო და გურიაში დაბრუნდა. მეგობრები იმდენად შეწუხდნენ მისი უიმედო მდგომარეობით, რომ ცოტაოდენი ფული შეაგროვეს და აგრონომის სპეციალობის დასაუფლებლად საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში გაამგზავრეს. როგორც სამშობლოში, ევროპაშიც სწავლისთვის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი მატერიალური სიდუხჭირე აღმოჩნდა. ცხოვრების ასეთ პირობებს დიდხანს ვერ გაუძლო და სამშობლოში გამოემგზავრა. საფრანგეთიდან დაბრუნებული ეგნატე წერს და მუშაობს, მუშაობს და წერს... ბათუმის ნავსადგურში, როტშილდის ქარხანაში, ზესტაფონის შავი ქვის კანტორაში და ბათუმის ნავთის ქარხანაში მძიმე ფიზიკური შრომის პარალელურად, იქმნებოდა მოთხრობები: „ჯანყი გურიაში“, „სიმონა“, „უცნაური სენი“, „პალიასტომის ტბა“, „არშიყნი“, „ქრისტინე“ და სხვა.  მწერლის ჯანმრთელობამ დიდხანს ვეღარ გაუძლო რთულ საცხოვრებელ პირობებს და არაჯანსაღ კვებას. მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო – ჭლექით დაავადდა. „ჩემი ჯანი და სიმრთელე დავღუპე ბათუმში და ამ კანტორაში მუშაობით“, – წერდა ეგნატე მეგობარს. უიღბლო გამოდგა სასიყვარულო ფრონტზეც – მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული იმედგაცრუებით დასრულდა… სოფელ ხიდისთავში, მეგობრების, გერონტი და ბესარიონ კალანდაძეების, ოჯახში სტუმრად მისულ ეგნატე ნინოშვილს მათი და, ნადასი კალანდაძე გაუცნია და შეჰყვარებია, თუმცა სასიყვარულო ბარათზე, რომელიც ეგნატემ ქალს გაუგზავნა, თავაზიანი უარი მიუღია. სავარაუდოდ, ეგნატეს ნადასისთან ურთიერთობას ქალიშვილის ძმებიც სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. მწერლის მეორე ბარათში ერთგვარი კმაყოფილება ჩანს, რომ საყვარელ ქალს მისი ტანჯული ცხოვრების გაზიარების მძიმე ხვედრი ასცდა, თუმცა იგრძნობა, რომ ნაწყენი და შეურაცხყოფილია. ეგნატე ნინოშვილი ნადასის სამუდამოდ ემშვიდობება, ბედნიერებას უსურვებს და ჰპირდება,
რომ მის ცხოვრებაში აღარასოდეს გამოჩნდება. ეგნატემ პირობა შეასრულა და საყვარელი ქალი აღარასოდეს უნახავს...
მწერლის პირველი და უკანასკნელი სიყვარულის შესახებ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ გოგოლაძე გვიამბობს: „მწერლის ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდი მის ერთადერთ და უკანასკნელ სასიყვარულო ისტორიას უკავშირდება. ეს გახლავთ ამბავი, რომელიც ისევე სწრაფად დამთავრდა, როგორც დაიწყო. 1892 წლის 20 თებერვალს ეგნატე ნინოშვილმა დაწერა საკმაოდ პატარა, მაგრამ კარგად გააზრებული სატრფიალო ბარათი თავისი მეგობრების, გერონტი და ბესარიონ კალანდაძეების დის, ნადასი კალანდაძისთვის: „თქვენთან შეხვედრამ დაბადა ჩემში ერთგვარი გრძნობა, რომელსაც სიყვარულს უწოდებენო“, – წერდა ეგნატე თავის წერილში და მოკლედ და სწრაფად ითხოვდა პასუხს კითხვაზე: თანახმა იყო თუ არა, მისთვის ცხოვრების მეგზურობა გაეწია. მწერალი დაბეჯითებით ითხოვდა, რომ დასტურის ან უარის პასუხი მეორე დღესვე მიეღო, მაგრამ ნადასი კალანდაძემ საპასუხო წერილი დაგვიანებით გაუგზავნა და ზრდილობიანად შეატყობინა, რომ უკვე დანიშნული იყო ნოე ჟორდანიას მთავრობის წევრ ისიდორე რამიშვილზე და პირობაზე უარის თქმის უფლება არ ჰქონდა. თუმცა ქალიშვილი წერდა, რომ ეგნატეს გრძნობა შეიძლებოდა, მეგობრობაში გადაზრდილიყო, რასაც სიხარულით მიიღებდა… ეგნატე ნინოშვილის მეორე წერილი 15 თებერვლით თარიღდება. ამ წერილში ჩანს ღრმა გულისტკივილი იმის გამო, რომ გაბედა და ნადასის სიყვარულში გამოუტყდა. ფაქტობრივად, ეგნატე ნანობს, რომ ეს წერილი დაწერა ადამიანმა, რომელიც, სიყვარულის სანაცვლოდ, მშვენიერ ქალბატონს ვერაფერს შესთავაზებდა; რომ მას არ გააჩნდა საცხოვრებელი, სამაგიეროდ, ჰქონდა ცუდი ხასიათი, რომელიც ხშირად იჩენდა თავს. ბუნებრივია, მატერიალური სიდუხჭირე, ტუბერკულოზი, მძიმე შრომა მის ხასიათზე აისახა. ეგნატე თავგამოდებით შრომობდა, მაგრამ შედეგს ვერ აღწევდა. მწერალს რამდენჯერმე ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. თავის მეორე წერილში ეგნატე წერს: „მართალი იყვნენ თქვენი ძმები, რომელთაც წინასწარ შევატყობინე ჩემი გრძნობის შესახებ და უკმაყოფილონი დარჩნენ, რადგან მე ვერაფერს შემოგთავაზებდით, რაც თქვენისთანა ქალბატონის შესაფერისი იქნებოდა. ამიტომ გავბედე და შემოგთავაზეთ საკუთარი თავი, რისი უფლებაც არ მქონდა“. მწერალი უარით პასუხობს მეგობრობის შეთავაზებას: „თქვენ ამბობთ, რომ მეგობრობას მთავაზობთ, მაგრამ ჩემი საქმეა, გავაგრძელებ თუ არა თქვენთან ურთიერთობას. მე თქვენთან მეგობრობაზე უარს ვაცხადებ“. ერთგან, ეგნატე აღნიშნავს: ამას ნინოშვილი კი არა, ინგოროყვა გწერთო, ანუ მწერალი კი არა, პიროვნება მოგმართავთო. ამ წერილიდან იგრძნობა ის უდიდესი ტკივილი, რომელიც მწერალმა მიღებული უარით განიცადა…  ჩვენთვის ცნობილი არ არის, როგორ იყო მის მიმართ განწყობილი თავად ნადასი. სავარაუდოდ, თბილად და კეთილად მიიღო და ამან ეგნატეს აფიქრებინა, რომ გრძნობის გამოხატვა უნდა გაებედა. მაგრამ გაბედა და ამით საკუთარ თავს შეურაცხყოფა მიაყენა. თავის მეორე წერილში ეგნატე ქალს სთხოვდა, ჩემი წერილები დაწვითო, მაგრამ ქალმა არ დაუჯერა და მწერლის ბიოგრაფს პეტრე გელეიშვილს გადასცა. ეს წერილები შეგიძლიათ, ეგნატე ნინოშვილის გამოცემათა (1935 წელი) მესამე ტომში იხილოთ. ის მართლაც გაჰყვა რამიშვილს ცოლად, მაგრამ მისი შემდგომი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია“.

скачать dle 11.3