კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 რატომ ვრცელდება საქართველოში ცრუ ინფორმაცია და ტყუილი წარმატებით და როდის დაიწყო ექსპერიმენტები ქართველი ერის ფსიქიკაზე

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

გრიპის ვირუსმა ისეთი პანიკა გამოიწვია მოსახლეობაში (იმის მიუხედავადაც, რომ სულაც არ წვიმდა ისე, როგორც პანიკამ დაიქუხა), პირადად მე გამიჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, მაგალითად, მუსლიმთა კოალიციური ლაშქრის წინ საბედისწერო ბრძოლაში სულ სხვა ხალხი იდგა საუკუნეების წინათ. ასეა თუ ისე, შიშისა და პანიკის საკმაოდ მაღალი დონე გამოვლინდა (და ეს პირველი შემთხვევა არ არის), რაც, სპეციალისტების თქმით, მხოლოდ გენეტიკური ცვლილების მიზეზი არ უნდა იყოს და უცხო სპეცსამსახურების მუშაობის შედეგიცაა მათთვის საინტერესო ქვეყანაში პანიკის გაღვივების მეთოდოლოგიების შემუშავება, მით უფრო მარტივი მისაღწევია ეს ამოცანა ისეთ ქვეყანაში, რომელშიც ემოციებით გონებადაბინდული მოსახლეობა ცხოვრობს. ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ პრობლემას: მომეტებული შიშიანობა, ისტერია და პანიკა გენეტიკას დავაბრალოთ, თუ მაინც უცხო ქვეყნის სპეცსამახურების ეფექტიანი მუშაობის ეფექტს.
ზაალ კასრელიშვილი: როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ქართულ მედია-სივრცეში ძალიან ბევრი პოსტსაბჭოური სპეცსამსახურის თანამშრომელი დარჩა, რა თქმა უნდა, ვერც შევარდნაძისა და ვერც სააკაშვილისდროინდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ისეთი კანონების მიღება, რაც ქვეყანას ცრუ ინფორმაციისგან, ცილისწამებისგან და ტყუილებისგან დაიცავდა. 1992 წლის სამხედრო გადატრიალება იყო საზოგადოების ფსიქიკაზე ზემოქმედებისა და მანიპულაციის პირველი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიხალხური მეთოდი. რა თქმა უნდა, ამას ხელს უწყობს ქართველი ხალხის ემოციურობა და ეს მხოლოდ ქართველებს არ ეხება. საერთოდ, სამხრეთელები ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები კავკასიასა და საქართველოში ამ ემოციურობას იმ ნიუანსს ამატებენ, რაც ტრადიციული ღირებულებების შემლახველია და ღირსებასა და თავმოყვარეობაზე მოქმედებს. დღეს გამოჩნდა ახალი ტერმინები: „ტროლები“ და „ბოტები“, თორემ ეს ჩვეულებრივი ცილისწამება და ტყუილების გავრცელებაა, რასაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირამდე მეფის რუსეთის ჟანდარმერია ახერხებდა. მაშინ ხომ არ არსებობდა მედიასივრცე და ამიტომ ზეპირად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია და ამის შესანიშნავი მაგალითებია „დათა თუთაშხიაში“ ასინეთა – ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი, შვანგირაძე – ზარანდიას სპეცცილისმწამებელი და ბანოვანი, რომელიც ვაჟკაც კაცთან ერთად ცხენების ნალს ჭედავდა და თან, ინფორმაციას აგროვებდა. ანუ სამი მიმართულება ჰქონდა ჭორებს: ერთი – ხალხში გასასვლელი, მეორე – სპეცსამსახურებისთვის საინტერესო კონკრეტულ ჯგუფებზე გასავრცელებელი და მესამე – შიდა დაპირისპირებისთვის საჭირო ცილისწამებები.
1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ რამდენჯერმე შევხვდი სერიოზულ დასავლელ პოლიტოლოგებს და მათ ძალიან შინაურულად და მეგობრულად ამიხსნეს: საქართველოში დაამხეს პრეზიდენტი, რომელიც აირჩია ამომრჩევლის 87-მა პროცენტმა და ცხრა თვეში ამომრჩევლის 92-მა პროცენტმა აბსოლუტურად საპირისპირო ტიპის პიროვნებას, შევარდნაძეს, მისცა ხმაო…
– მაშინ ასაკით ფრიად ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ მახსოვს 1992 წლის არჩევნები, რომელიც აფხაზეთის ომის ფონზე, გაგრის დაკარგვიდან, ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში ჩატარდა, მოსახლეობა პანიკაში იყო, ჩემი მაშინდელი დაკვირვებით, შევარდნაძის არჩევა და, ზოგადად, არჩევნების ჩატარება ხსნად შეირაცხა. მეც კი მივხვდი, რომ ეს ტექნოლოგიური თამაში იყო, თუმცა არც საამისო ასაკის ვიყავი და არც გამოცდილება მქონია.
– ინტუიციურად მეც მაშინვე მივხვდი, რომ ინფორმაცია, რომელიც მაშინ ვრცელდებოდა, ჩვენი ერის თავმოყვარეობით თამაშობდა. უცხოელებმა მითხრეს, რომ ამ ორი არჩევნების შედეგი იყო პირველი გზავნილი, რომ გამოუცდელი და ემოციური ხალხია ქართველები და მათ შეიძლება, თავიც დაიღუპონ და პროცესებსაც შეუშალონ ხელიო. პროცესები, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან დაიწყო, დღემდე არ დასრულებულა, უბრალოდ, ფორმა შეიცვალა. ეს გუშინ გამოჩეკილ ფსევდოპოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ დამთავრდა და რაღაც ახალ იდეოლოგიებს და ფორმაციებს ეძებენ, რომ პოლიტიკაში თავიანთი ყოფნა გაამართლონ. ეს არის პროცესი დასავლური ღირებულებების მქონე ქვეყნებს შორის კავშირის გაძლიერების, ურთიერთდახმარებისა და კაცობრიობის კარგებად და ცუდებად გაყოფის. ამიტომ დასავლეთი კვლავ დიდი გულისყურით ადევნებს თვალ-ყურს ამ მეთოდიკას. ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სპეცსამსახურების აქტიურობის ხარისხი იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროპასა და ამერიკაშიც გადაინაცვლეს. დასავლეთმა ეს უკვე საფრთხედ აღიარა და, აქედან გამომდინარე, საქართველომ აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მიიღოს კანონი ლუსტრაციის შესახებ, კანონი ცილისწამების შესახებ და კანონი სახელმწიფო ღალატის შესახებ. ამ კონტექსტში განვიხილავდით საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააქტიურებულ აგრესიულ ცილისწამებებსა და ტყუილებს და ახლაც იმავე კონტექსტში განვიხილავთ ისტერიული ინფორმაციის გავრცელებას იმის შესახებ, რომ ქვეყანა იქცევა, რომ საქართველო რუსეთს მიაქვს, რომ ეს ვირუსები დასავლეთიდან შემოგვიყარეს და ქართველი ერის გაჟუჟვა უნდათ. ეს არის ჩვეულებრივი ისტერია, ოღონდ ეს ისტერიაც ისევე ჩაცხრება, როგორც ჩაცხრა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიერ თითიდან გამოწოვილი თემებით მანიპულირება და ამით გამოწვეული ისტერიკა. აღარ აჰყვება ხალხი 1990-ანი წლების „ტროლების“ მიერ დატრიალებულ ისტერიას.
ჩვენ ადრეც ვურჩევდით და ახლაც ვურჩევთ ყველას, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერებს, კი ნუ ძველბიჭობთ, დედიკოს ბიჭებო და დედაკაცებივით აყრით ქოქოლას ოპონენტებს, პოლიტიკური მოვლენა შექმენით. ოპოზიციის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს დეპუტატის სტატუსი. ესე იგი, ნდობის მანდატი უჭირავს ხელში. ამის პარალელურად, ისინი ამბობენ, რომ მათ მხარს უჭერს ცივილიზებული დასავლეთი. ჰოდა, მაშინ ჩადით იმ თქვენს პატრონებთან დასავლეთში, ქვეყანაში სერიოზული ინვესტიციები შემოიტანეთ და სერიოზული ბრენდები შემოიყვანეთ. ამით თქვენ შექმნით მოვლენას და აღარ დაგჭირდებათ არც პროვინციული ჭორები, არც ისტერიკა და არც ის აგრესიული მენეჯმენტი, რომელმაც აშკარად არ გაამართლა. მაგრამ ინვესტორების შემომყვანები რომ იყვნენ ან რამის გამკეთებლები, აქამდეც გააკეთებდნენ და ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისტერიკითა და დეზინფორმაციით თვითდამკვიდრება არის მახინჯი ფორმა.
მით უფრო, რომ დასავლეთის სერიოზულ წრეებში საკმაოდ ცუდ ტონად ითვლება ცილისწამება, ჭორების გავრცელება და ისტერიკა. პირში რომ არ ეუბნებიან და უცინიან, ეს არაფერს ნიშნავს. არავინ ეტყვის, რა დედაკაცებივით ჭორაობთო. მით უფრო, იმ ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც დალაგებულია ცხოვრება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოში ოპოზიცია იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუ შექნის პოლიტიკურ-სოციალურსა თუ ეკონომიკურ მოვლენას, რომლითაც ხელისუფლებაზე უკეთესად წარმოჩინდება როგორც საკუთარი მოსახლეობის, ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალში.
– შეიძლება, ხალხის დაშინება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიზანი იყოს?
– ჩვენ არასდროს გაგვიყვია უცხო ქვეყნის ინტერესები და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები თავიანთთვის სასარგებლო ინტერესებს ვერ გაატარებენ, თუ აქ ინტერეს-ჯგუფები არ ეყოლებათ. ინტერეს-ჯგუფებს ააწევინებენ თემას ქვეყნის შიგნით და შემდეგ, ვითომ გარედან, საერთაშორისო საზოგადოების მოსაზრებებს ასმენინებენ. მასობრივი მცდელობაა, რომ საქართველოს მოსახლეობა „დააბოლონ“, პანიკაში ჩაყარონ და დაპანიკებული, სასოწარკვეთილი და უიმედოდ დარჩენილი კი დასახმარებლად ყოველთვის პატრონს ეძებს. მათაც ეს უნდათ. თუმცა 2003 წელს რომ „დაბოლდა“ საქართველოს მოსახლეობა, რასაც ხელი შევარდნაძის კორუმპირებულმა რეჟიმმაც შეუწყო, დღეს ხალხი ასე აღარ „დაბოლდება“.
– არ გეჩვენებათ, რომ „დაბოლებისა“ და პანიკის ხარისხი საკმაოდ მაღალია? იმდენ ხანს იმუშავეს, რომ ბოლოს და ბოლოს ხასიათიც შეიცვალა?
– ეს ხომ მეთოდიკებია, გათვლილი კონკრეტულ მიზანზე?! გულზე ხელი დავიდოთ ყველამ, თქვენი ჟურნალის მკითხველებმაც და ვთქვათ, ეს პროცესი მიმდინარეობს 1992 წლიდან, 27-ე წელი დაიწყო, შეძახილმა კი ხე გაახმოო და მთელი თაობები გაიზარდა ამ პანიკასა და ისტერიკაში. ამას დავამატებ მოთქმასაც, რომ ჩვენ, თურმე, არ ვვარგივართ, თურმე, არაფერი შეგვიძლია, არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს, თუ გარედან ვინმე არ მოგვეხმარა და საქართველოს მოსახლეობა 27 წელია, ფსიქოლოგიურ ტერორშია. ბუნებრივია, ვიღაც გატყდა, ვიღაცამ გაუძლო, ვიღაც დაბეჩავდა, ვიღაცამ არ დაიჯერა, ვიღაცას არაფერი აინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს განწყობები ცუდად მოქმედებს და ამას ემატება ჩვენი ემოციური ხასიათიც. თუ ბიზნესზეა ლაპარაკი, უცბად გვინდა გამდიდრება. თან, ისე, გუშინ რომ ათი ლარი ენატრებოდა, დღეს მხოლოდ ფული არ აკმაყოფილებს, უნდა, რომ ბოსიც გახდეს. ვიღაცები დაასაქმოს, თითი დაუქნიოს, რომ ვიღაცებმა ხელის გულზე ატარონ. ანუ ის ცრუ ინფორმაციაც, რომ შეიძლება, უშრომელად გამდიდრდე, საკმაოდ მნიშვნელოვან შავ ტენდენციადაა ჩანერგილი. მადლობა ღმერთს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც უცხოეთში იღებენ განათლებას, მიხვდნენ, რომ, თუ დიდი შრომა არ ჩაიდო, თანამედროვე სამყაროში ვერ გამდიდრდები.
– ხომ უნდა არსებობდეს ამისგან თავის დაღწევის მექანიზმიც?
– ვიმეორებ, მისაღებია კანონები ლუსტრაციის, ცილისწამებისა და ღალატის შესახებ. ამ სამ კანონზე დაყრდნობით უწყებები შიდა სამართლებრივ აქტებს მიიღებენ, რაც გამორიცხავს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ სიცრუისა და მავნებლობის გავრცელებას. ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ხელისუფლების მხრიდან მწყობრი და თანმიმდევრული საინფორმაციო სივრცის შექმნა „საზოგადოებრივი არხის“ მეშვეობით, სადაც უნდა გაშუქდეს, რა გაკეთდა 2012 წლიდან დღემდე, რა კეთდება და თუ რამე არ გაკეთდა, რატომ არ გაკეთდა. იმიტომ რომ 1992 წლიდან ასეთი ტენდენციაა: მოვლენ, გაძღებიან, წავლენ, თუ მოშივდებათ, ისევ მობრუნდებიან და ჭკუას ისე ასწავლიან პატიოსან ხალხს, თითქოს ხაზინის ქურდები არ იყვნენ. თან, საქმეს რომ ვერ გააკეთებენ, იმას კი არ ამბობენ, დაკისრებული მოვალეობა ვერ ან არ შევასრულეთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებითო.
– მაგრამ ამასობაში ეს პანიკა არის დესტაბილიზაციის წინაპირობა.
– როდესაც ცრუ ინფორმაცია, ჭორი, ტყუილი ვრცელდება, მას უნდა დაუპირისპირო პოზიტივი და არგუმენტი, როდის იწყებ ახალ პროექტებს, რამდენ ათას ოჯახს შეეხება, დამატებით რამდენი ასეული მილიონი შევა ბიუჯეტში. ვიცი, რომ 2019 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება, რის უკანაც მსოფლიო დონის ბრენდები დგას. მაგრამ მე ამაზე არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ჩემი კომპეტენცია არ არის. ვისთან ერთადაც ახორციელებენ ის უცხოური კომპანიები ამ ინვესტიციებს საქართველოში, იმათ უნდა თქვან. 2020 წლამდე ყველა დახურული თემა გაიხსნება. მათ შორის, ის თემებიც, რომლებიც შევარდნაძისა და მიშას დროს იყო ტაბუირებული.
скачать dle 11.3