კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№4 შეშლილი მსოფლიო

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


ანუ დასაწვავია?!

მართალია, ყველანი შემოქმედის შვილები ვართ, მაინც განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რაც, ცხადია, ერთის ჩაგვრისა და მეორის გაღმერთების საფუძველი არ არის, მაგრამ განსხვავების ფაქტი ჯიუტია და არამც და არამც საწყენი.
ოღონდ ამ ბოლო დროს მსოფლიოც აირია (ან კი როდის იყო დალაგებული?!), იმდენადაც კი, რომ ლამისაა მასობრივად ამოიღონ შესაბამისი დოკუმენტებიდან სქესის მინიშნება და გოგონებს მანქანებითა და ავტომატებით თამაში აიძულონ, ხოლო ვაჟებს – თოჯინებითა და სამზარეულო მოწყობილობებით (მოტივით, თავად დაადგინოს, ვაჟობა უნდათ თუ ქალობაო).
სავარაუდოდ, ამავე პათოსით (რომელიც საბჭოურ „ურავნილოვკას“ დაემსგავსა), ნიუ-იორკის ლაბორატორიამ გაწყვიტა კავშირი ცნობილ მეცნიერ ჯეიმს უოტსონთან, არც მეტი, არც ნაკლები, დნმ-ის სტრუქტურის ერთ-ერთ აღმომჩენთან და ნობელის პრემიის ლაურეატთან, რომელსაც ყველა ტიტული და ჯილდო ჩამოართვეს, არც მეტი, არც ნაკლები, იმის გამო, რომ, მისი აზრით, რომელიც კვლევებს ეყრდნობა, თეთრკანიანებს ფერადკანიანებზე მაღალი ინტელექტი აქვთ (საშუალოდ, რასაკვირველია).
ოღონდ ამ ამბავს პრელუდიაც აქვს: ხსენებულმა ლაბორატორიამ მეცნიერი 2007 წელს კანცლერის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან უოტსონი პესიმისტურად უყურებდა აფრიკის პერსპექტივას (მომყავს მისი ციტატა: „ყველა ჩვენი სოციალური პოლიტიკა ემყარება იმ ფაქტს, რომ მათი ინტელექტი იგივეა, რაც ჩვენი, მაშინ როცა ყველა კვლევა ამბობს, რომ ეს ასე არაა“). იმხანად უოტსონი ბოდიშმა გადაარჩინა, თუმცა, რაკი სულ ახლახან იგივე გაიმეორა, რომ თეთრკანიანებსა და ფერადკანიანებს შორის განსხვავება გენეტიკურია (ანუ მაინც ბრუნავსო), მისი ბედის ბორბალიც უკუღმა დატრიალდა.
ფაქტია, რომ მხცოვან მეცნიერს აზრს ვერაფერი შეაცვლევინებს (ასევე, გასაშუალებული მაჩვენებლებიც ვერ შეიცვლება), ისევე, როგორც ფაქტი კვლავაც რჩება ყველაზე ჯიუტ რამედ დედამიწურ სამყაროში, ჯეიმს უოტსონს მაინც გაუმართლა, იმიტომ რომ, თუ თანამედროვე კაცობრიობის ბოლოდროინდელ პათოსს გავიხსენებთ, არც ისაა გამორიცხული, მალე კოცონზე დაწვის ტრადიციაც აღადგინონ.
скачать dle 11.3