კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 სიძველის ნაკლი?!

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ უარესის უარესი არ დაილევაო

​თუმცა ჩვენ დღენიადაგ მოვთქვამთ და თავზე ნაცრის დაყრაც ლამისაა, ბუნებრივ მდგომარეობად იქცეს, ამ სამყაროში მაინც ბევრი რამ რჩება ჩვენებურ შრომის კოდექსზე საკვირველი.
მაგალითად, აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტენჯჟოუში ერთი კერძო კომპანიის მესვეურებმა თანამშრომლები წლიური გეგმის შეუსრულებლობის გამო დასაჯეს, კერძოდ, ქუჩაში ხოხვით. რაკი კომპანია პარფიუმერიას ჰყიდის, ოთხზე ძირითადად ქალები იდგნენ. პოლიცია საქმეში თვითმხილველების ძალისხმევით ჩაერია და ჩინელმა სამართალდამცველებმა დასჯის პროცესი ჩაშალეს.
მართალია, ჩინური კანონმდებლობა დამსაქმებლებს დასაქმებულების შეურაცხყოფით  დასჯას უკრძალავს, მსგავსი შემთხვევები ჩინეთში თავზე საყრელად ყოფილა. აი, მეთოდები კი მეტად მრავალფეროვანია: სახეში ხელის 100-ჯერ გარტყმა, ცხარე წიწაკის მირთმევა, 10 კილომეტრის გარბენა, შარდის დალევა, მწერების ჭამა (იმედია, ჩინელი ინვესტორები იმავე მეთოდებით არ სჯიან თავიანთ კომპანიებში დასაქმებულ ჩვენს თანამემამულეებს).
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთი, მართლაც, უდიდესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა, ცოტა არ იყოს, გაუგებარია ასეთი ვანდალიზმი (ვითომ სიძველე ყოველთვის არ ნიშნავს დაღვინებულს თუ სადიზმი მართვის, მართლაც, ეფექტიანი ფორმაა?!).
ხოლო, მეორე მხრივ, გამოდის, რომ არც მჯობნის მჯობნი დაილევა და არც უარესის უარესი, იმიტომ რომ დასაქმებულის მიერ საკუთარი შარდის იძულებით სმას, მგონი, ისევ ჩვენებური უმუშევრობა სჯობია.

скачать dle 11.3