კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№3 ნინი გოგიჩაიშვილი: გათხოვება მეკრძალება და ყველა ამაზე ნერვიულობს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ცოტა ხნის წინ „მის საქართველო 2018“ ნინი გოგიჩაიშვილი გახდა. ნინი გარდა იმისა, რომ მშვენიერი გარეგნობით გამოირჩევა, ჭკვიანი, განათლებული და მიზანდასახული გოგონაა, რომელიც „მის საქართველოს“ ტიტულსაც, როგორც სხვა დანარჩენ საქმეებს, დიდი პასუხისმგებლობით მიუდგება. ჟურნალი „თბილისელები” კიდევ ერთხელ ულოცავს ნინის ამ ტიტულის მოგებას და კიდევ მეტ წარმატებას უსურვებს.
ნინი გოგიჩაიშვილი: ყოველ წელს, როდესაც ეს კონკურსი იმართებოდა, სულ მქონდა შემოთავაზება, რომ მონაწილეობა მიმეღო. ბაბუა განსაკუთრებით იბრძოდა ამისთვის, მაგრამ იმ პერიოდში დაკავებული ვიყავი, სწავლას დიდ დროს ვუთმობდი და ჩემი ინტერესებიც ყოველთვის სხვა იყო. ასე რომ, ეს თემა „გადადებულივით“ მქონდა. როცა ჩემი მიზნების რეალიზება მოვახდინე, პიროვნებად ჩამოვყალიბდი, მერე დავფიქრდი და ვთქვი: რატომაც არა! ეს კონკურსი საერთაშორისოა და არის დიდი პლატფორმა, რომელიც განიჭებს ხმას. ანუ შენ შეგიძლია, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალო, ჩაერთო საქველმოქმედო აქციებში. თუნდაც 120 ქვეყნა რომ გაიგებს საქართველოს შესახებ, რომელსაც ამხელა კულტურა და ისტორია, საკუთარი ენა და დამწერლობა აქვს, ესეც უკვე დიდ წარმატებად მიმაჩნია.
– მანამდეც მიგიღია სხვა კონკურსებში მონაწილეობა, მაგრამ ის აბსოლუტურად განსხვავებული სფერო იყო, განათლებას უკავშირდებოდა.
– დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, რომ მათ სწორი ინვესტიცია ჩადეს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ განათლება მიმეღო. გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი და როდესაც 15 წლის ვიყავი, გაცვლით კონკურსში გავიმაჯვე და სასწავლებლად გერმანიაში წავედი. მაშინ პირველად გავაცნობიერე, რომ შრომა აუცილებლად დაგიფასდება. რა თქმა უნდა, რთული იყო ოჯახისგან შორს, თან ვიყავი 15 წლის და ყველაფერი ჩემზე იყო. გერმანელები იმდენად თბილი ადამიანები არიან, თან, შრომას იმდენად გიფასებენ, რომ დიდ მოტივაციას მაძლევდნენ. ვიცოდი, ეს ჩემი მომავლისთვის კეთდებოდა და საკუთარ თავს ნერვიულობის საშუალებას არ ვაძლევდი. პლუს ამას, უდიდესი გამოცდილება მივიღე.
– შენი ოჯახის წევრები „მის საქართველოზე“, ალბათ, ძალიან ნერვიულობდნენ.
– გოგიჩა – განსაკუთრებით და მე კიდევ ამაზე უფრო მეტად ვნერვიულობდი. მისთვის ისედაც არ შეიძლება ნერვიულობა და ახლა ჩემ გამო ნერვიულობს-მეთქი. გოგიჩა ყოველთვის ყველაფერში მიჭერდა მხარს. კონკურსის უკან უამრავი ადამიანის კოლოსალური შრომა იყო ჩადებული, დღე და ღამე არ ეძინათ. ეს ყველაფერი რთული იყო, ფიზიკურად ძალიან ვიღლებოდი. მაგრამ გოგიჩაც და ჩემი ოჯახიც დიდ სტიმულს მაძლევდნენ. კონკურსის პერიოდში გვქონდა ჩვენება, სადაც ბრილიანტების კოლექცია უნდა წარგვედგინა. გადაღლილი ვიყავი, გოგიჩამ დამირეკა: დახმარება ხომ არ გინდა, წაგიყვანო. ყველაფრის მიუხედავად, სულ ცდილობდა, რომ წავეყვანე... მაშინ მითხრა: შენ ხომ გახსოვს, მთავარი ბრილიანტი შენ ხარო. სულ უსვამს ხაზს, რომ ის არის მნიშვნელოვანი, როგორი პიროვნება ხარ, და არა ის, ლამაზი თმა გაქვს, თუ გრძელი ფეხები. მეც მწერენ პატარა გოგონები, ზოგი სიმაღლეზე ნერვიულობს, ზოგი – წონაზე და მე სულ ვამბობ, რომ ბედნიერების გასაღები იმაშია, რომ საკუთარ თავთან იყო კომფორტულად და საკუთარი თავი შეიყვარო. ნათია ბოლომდე ცდილობდა, რომ მშვიდად ყოფილიყო. თან, ხედავდა, როგორ ვშრომობდი. 100 პროცენტი დავდე, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. ეს გამარჯვება ლანგარზე დადებული არ მოსულა. კვირაში ხუთი დღე ვვარჯიშობდი, ჩემი რაციონიც კი შევცვალე. ნათია, როგორც კი იგრძნობდა, გადავიღალე ან ვნერვიულობდი, ისეთ სიტყვებს მეუბნებოდა, ისე მამხნევებდა, რომ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდი, ამას რატომ ვაკეთებდი. მე ეს გადაწყვეტილება გააზრებულად მივიღე და ამ ნაბიჯის ყოველთვის მადლიერი ვიქნები, არასდროს ვინანებ. სულ ვამბომ, რომ ნანუკა ჩემთვის ღმერთის საჩუქარია. ქასთინგიდან მოყოლებული, ბოლო წუთებამდე ისე გაიარა გზა, როგორც მე გავდიოდი. ბევრ რჩევას მაძლევდა, ჩემთან ერთად ვარჯიშობდა... ბოლოს ისე ნერვიულობდა, რომ მრცხვენოდა. ნანუკა მთელი ბავშვობა დედასავით არის. მგონი, ნათია იმიტომ იყო მშვიდად, რომ ნანუკას ვყავდი ჩაბარებული.
– საოცარი ემოცია გექნებოდა, როდესაც გამარჯვებულად დაგასახელეს.
– არაფერი აღარ მახსოვს. ახალ წელს ბევრი ფოიერვერკი რომ იწყებს ერთად აფეთქებას, ეს ხდებოდა ჩემს გულში. იმდენად დიდი ემოცია იყო, რომ შეშდები, ვერაფერს აკეთებ. თან, ძალიან  ვინერვიულე. რადგან ეს იყო ყველა დახარჯული დროის, შრომის, სურვილების კომპენსაცია. ეს იყო ჩემი კიდევ ერთი პატარა გამარჯვება და იმის დასტური, რომ რასაც მოინდომებ, გულში ჩაიდებ, იმას აუცილებლად მიაღწევ – ამას სამყარო გასწავლის.
– როგორც ვიცი, „მის მსოფლიოზე“ ერთ წელში მიდიხარ. ამ ერთი წლის განმავლობაში რა გეკრძალება? ალბათ, უპირველეს ყოვლისა, გათხოვება.
– ეს ერთი წელი მინდა, ჰუმანიტარულ საქმიანობას, ქველმოქმედებას დავუთმო. რაც ჩემს ძალებში იყო, სულ ვეხმარებოდი სხვას, მოხუცთა თავშესაფარშიც დავდიოდი. ახლა ისე გამოდის, რომ ეს ყველაფერი ფართო არეალმა უნდა გაიგოს და მოხარული ვიქნები, თუ ამ საქმეში სხვადასხვა კომპანიები ჩაერთვებიან. დღეს ამ კუთხით ბევრი კარგი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი. რაც შეეხება გათხოვებას, მეკრძალება და ამაზე  ყველა ნერვიულობს. შეყვარებულიც არ მყავს, არ ვაპირებ გათხოვებას და არ ვიცი, რატომ ნერვიულობენ. იმხელა პასუხისმგებლობა ავიღე, რომ გათხოვებაზე არც ვფიქრობ. სიყვარულიც რომ მოვიდეს, აუცილებელი ხომ არ არის, მაშინვე გავთხოვდე. ახლა ჩემი მიზანია, მთელი დრო მოვახმარო იმ პასუხისმგებლობას, რაც დამეკისრა, დანარჩენი ყველაფერი გვერდით მაქვს გადადებული.
– შენ რომ ასეთი მიზანდასახული, წარმატებული და შრომოსმოყვარე ხარ, ალბათ, საპირისპირო სქესშიც ამ თვისებებს აფასებ.
– ურთიერთობა ორი ადამიანისგან შედგება და ამ ორმა ადამიანმა უნდა განავითაროს ერთმანეთი. ორივეს უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე, სადაც წარმატებულები იქნებიან. ასე არიან ბებოები, ბაბუაჩემი და ჩემი მშობლები. დედაჩემს ყოველთვის ისეთი სამსახური ჰქონდა, რომ სახლში არ უწევდა ყოფნა, ბევრი კაცი ამას ვერ აიტანდა. მაგრამ გოგიჩა, პირიქით, ხელს უწყობდა. ნანუკა დილის 6 საათზე იღვიძებდა, გადაცემა უნდა წაეყვანა, გოგიჩა 5 საათზე დგებოდა და საუზმეს უმზადებდა. ბებოებისა და ბაბუების როლიც კოლოსალურია, მათი გაზრდილები ვართ. ჩემი მშობლები არცერთ კრებაზე არ ყოფილან, კლასიდან კლასში ისე გადავდიოდით, რომ ვერ იგებდნენ, უნივერსიტეტში ისე ვაბარებდი, ვერაფერს იგებდნენ – ეს ბებოების და ბაბუების დამსახურება იყო, მაგრამ მშობლებისგან ერთი წამითაც არაფერი დამკლებია. გული მწყდებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ ხდებოდა, პირიქით, მადლიერების მეტი არაფერი მეთქმის.
скачать dle 11.3