კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ვინ არის მამაკაცი, ვისთვისაც ნინი ონიანი მთელი ცხოვრება „დაიტანჯება“ და რატომ მიაჩნია მას ქორწინება სიყვარულის დასაფლავებად

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

ნინი ონიანისთვის გასული წელი, რთულთან ერთად, ძალიან წარმატებული და ბედნიერი აღმოჩნდა. როგორც ყოველთვის, ის ახლაც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
– ქართველებო, აბა თქვენ იცით, ბევრი იჭორავეთ, ბევრი ბოღმა ანთხიეთო, – წერდი სოციალურ ქსელში. რატომ?
– ზოგადად, ქართველები ხომ ძალიან ბოღმა ხალხი ვართ, არაფერი გვიხარია და სულ მოწყენილები დავდივართ. ერთი სული გვაქვს, ვინმეზე ცუდი ვთქვათ, რაღაც მოვუგონოთ, დავაბრალოთ. რაც არ ვიცით, იმაზე ვილაპარაკოთ. ძირითადად, ამით ვართ დაკავებულები და ძალიან მწყინს, რომ ასე გაბოროტებულები ვართ. არადა, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ მართლა ძალიან კარგი ტიპები ვიყოთ.
– კონკრეტულად, შენ როგორ შეგეხო ეს ხასიათი?
– ყველა იბოღმება და საკუთარ თავზე ისეთი რამეები მესმის, გაოცებული ვარ. თუმცა, არ ვინტერესდები, ჩემზე რას ჭორაობენ და მოყოლას რომ იწყებენ, ვაჩერებ – საერთოდ არაფერში მჭირდება ეს ინფორმაცია. მაგრამ ხანდახან ისეთი რამეები მესმის, მართლა შოკში ვვარდები – ფანტაზიაცაა და ფანტაზიაც. ყოველი ახალი ფოტოს დადების შემდეგ მიდის განხილვა, რომ რაღაც გავიკეთე. არ შემარგეს საკუთარი სხეული. ხან ძუძუს მაწებებენ, ხან ტუჩს, ხან საჯდომს და ხან ყვრიმალს მიგდებენ. მართლა ყველაფერი ჩემი მაქვს, მაგრამ არაფრის მტკიცება არ მინდა. რაც უნდათ, ის დამაბრალონ. არის კიდევ მეორე უკიდურესობა, ვაიმე რამხელა ცხვირი აქვს, რამხელა ფეხი აქვს და ასე შემდეგ.
– წერდი: დავფიქრდი და ჩემს გარშემო რატომ არავინ თხოვდებით ან რატომ არ მოგყავთ ცოლი, მიხვდით, რომ არ ვარგაო?! რატომ არ ვარგა?
–  ქორწინება არის სიყვარულის დასაფლავება. რაც უფრო დიდხანს ვიქნებით შეყვარებულები, რაც უფრო დიდხანს გვექნება ადამიანის მონატრების საშუალება და ნახვის სურვილი, ვფიქრობ, რომ სიყვარული უფრო მეტად ცოცხალი და განვითარებადი იქნება. ასეთ მდგომარეობაში უფრო ბედნიერი ხარ, ვიდრე დაღდასმულ, ჩარჩოებში ჩასმულ რეალობაში. ეს ჩემი აზრია, ჩემივე გამოცდილებიდან გამომდინარე, თუმცა მხოლოდ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარეც არ ვამბობ, ამის ბევრი მაგალითი მაქვს. მაგრამ ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ზოგისთვის ოჯახი პირველ ადგილას დგას. მე ოჯახზე ცოტა სხვა წარმოდგენა მაქვს – იმისთვის, რომ ოჯახის წევრად ჩათვალო, არაა აუცილებელი, ადამიანთან იურიდიული მომენტი გაკავშირებდეს.
– კაცები, როდემდე უნდა იყოთ ასეთი სასაცილოები, არ მოგბეზრდათო? რატომ არიან სასაცილოები?
– ყველა კაცს ერთი და იგივე სინდრომი აქვს. რომ გაიცნობ, წინასწარ იცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ოდნავ გონება თუ გაქვს თავში, მის ყველა ნაბიჯს მიხვდები. ყველა ისე დაემსგავსა ერთმანეთს, რომ მათი ყოველი ქმედება ჩემთვის ძალიან ცნობილია და ზუსტად ვიცი, რის მერე რა უნდა გააკეთონ და მეცინება ხოლმე. პირდაპირ გეტყვი, შეძლებულ კაცებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ყველაფრის ყიდვა შეუძლიათ. ჩემთვის ეს ძალიან სასაცილოა და ძალიან მაღიზიანებს. ამას ნუ დამანახვებ, იქნებ მაგის გარეშეც მომწონხარ და თუ დაგჭირდება, ეგ მერე გამოიყენე. როდესაც ამით ცდილობ ჩემს მოხიბვლას, ეს ძალიან დიდ გაღიზიანებას იწვევს. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი მამაკაცია, რომელიც ზუსტად ამას აკეთებს. ზოგი – აბსოლუტურად ერთნაირად, ზოგი – ოდნავ განსხვავებულად, მაგრამ მე არ ვარ ის ტიპი, რომ რამეს დავხამდე. ასე იწყებენ და მერე მე რომ ცუდი რეაქცია მაქვს, სურვილი უჩნდებათ, რომ ძალიან ცუდად მოიქცნენ. იმიტომ, რომ ეგეთ კაცებს არ უყვართ უარი. მერე აგრესია უჩნდებათ და საბოლოო ჯამში, ყველა ერთმანეთს ემსგავსება.
– ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– არაფერი, მაგრამ რომც ხდებოდეს, არ ვიტყვი. რამდენჯერაც გავასაჯაროვე, იმდენჯერ ცუდი მოჰყვა. ჯადო-შმადოების არ მჯერა, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც ადამიანის ბიოველს არღვევს და ამიტომ რაც უფრო ნაკლებს ეცოდინება შენ შესახებ, მით მეტად დაცული ხარ შენც და შენი საყვარელი ადამიანებიც. არაა აუცილებელი, გამოხვიდე და იყვირო. მე ვერ გავთვალე მაგდენი, გამოუცდელი და ბედნიერი ვიყავი, მინდოდა, ხმამაღლა მეყვირა, მაგრამ არ გაამართლა.
– სიყვარულზე შეგეცვალა წარმოდგენა თუ ისევ გჯერა?
– სიყვარულზეც ძალიან შემეცვალა წარმოდგენა. მგონია, რომ ისეთი სიყვარულით აღარ შემიყვარდება, როგორითაც ადრე, იმიტომ, რომ გონება ყოველთვის ფხიზლად მაქვს. შვილი მყავს და ჩემს თავს შეცდომის დაშვების უფლებას ვეღარ ვაძლევ. ჯერჯერობით იმის ფუფუნება არ მაქვს, რომ ემოციებში თავი დავკარგო. თუმცა, შეიძლება, ისე შემომეპაროს, რომ ვერ გავიგო. არავინ იცის...  (იცინის)
– რაც შეეხება შენს პატარას?
– უკვე ძალიან დიდია, ლაპარაკი დაიწყო, კითხვა უყვარს ძალიან და სულ წიგნებში აქვს თავი ჩაყოფილი. უსაყვარლესია, მაგრამ ცოტა ბრაზიანი. რამე თუ არ მოსწონს, ბრაზობს. მერე იბუტება და მისი შერიგება მთელი პროცედურაა.
– ერთადერთი მამაკაცი, ვის შემოსარიგებლადაც პროცედურების ჩატარება გიწევს...
– წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავვარდი? ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ მამაკაცის შემორიგებას დავიწყებდი და აი, ეგ დროც დამიდგა. სამყარომ შური იძია ჩემზე და მთელი ცხოვრება ასე უნდა „მტანჯოს“ (იცინის).
скачать dle 11.3