კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№3 ვინ გამოუტანა გიორგი გილიგაშვილს სიცოცხლეში განაჩენი და რა გახდა მისი დისთვის ქვეყნის დასასრული

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


გიორგი გილიგაშვილი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ კიდევ ერთი მხრიდან გაიცნო საზოგადოებამ. მას ცეკვამ ძალიან ბევრი გულშემატკივარი შესძინა. გიორგის ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე აქტიური გულშემატკივარი მისი და ნუცა გილიგაშვილი იყო.
გიორგი: ემოციების მთელი ეპოპეაა ამ პროცესში. მარლთმსაჯულებას ჰგავს – გარდაცვალებამდე აქ რომ გამოაქვთ განაჩენი. საოცარი შეგრძნებებია და მადლობა უფალს, რომ ეს განვიცადე. ნებითა ღვთისათა ხდება ყოველი.
ნუცა: მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, ყოველთვის გვპასუხობდა, რომ ლეგენდარულად იყო. ერთხელ მითხრა, რა ვიცი, არა მიშავსო და მე და დედა შეშფოთებულები ვუყურებდით ერთმანეთს (იცინის).
გიორგი: ვსაუბრობდით, რაღაც მკითხეს და ვუპასუხე, ლეგენდარულად-მეთქი. ამ დროს დამირეკა ნუცამ და ტავტოლოგია რომ არ გამომსვლოდა, არა მიშავს-მეთქი, ვუთხარი. თურმე სახლში ერთი ამბავია (იცინის). ნუცას ნატვრა რომ ასრულდა ცეკვებთან დაკავშირებით, ძალიან მიხარია.
– როგორი ძმა არის გიორგი?
ნუცა: ლეგენდარული. მაგარი ძმაა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენს ასაკს შორის სხვაობა შვიდი წელია, არც ისე ცოტაა, მაგრამ იდენად ბევრი საერთო აზრი გვაქვს, რომ ეს წარმოუდგენელიცაა. ბევრს ჰგონია, რომ მკაცრი ძმა არის. მოკლე კაბას გაცმევს?  უკითხავთ. მე ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები, თმაზეც ბევრი ცდა ჩამიტარებია და გიორგი ამას ყოველთვის დადებითად ხვდება. არასდროს უთქვამს რამეზე, არ ჩაიცვაო.
გიორგი: იმიტომ, რომ „სვეწკი“ და მყავს.
– გიორგის საზოგადოებისთვის ცნობილი იმიჯი რამდენად რეალური და ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია?
ნუცა:
ზოგს ჰგონია, ვარსკვლავი რომ გახდეს, რაღაც იმიჯი მოირგო. სინამდვილეში ეს ყველაფერი მისთვის ძალიან ბუნებრივი და ორგანულია. გიორგი ცდილობს, უკეთესი ადამიანი იყოს. ცხოვერებაში ყველას გვაქვს ჩვენი ნიღაბი და უკეთესობისკენ ვისწრაფვით. ამაში ხელოვნური არაფერია და გასაკვირი არაა გიორგიც რომ უკეთესობისკენ ისწრაფვოდეს. სხვა საქმეა, რამდენად მიგიღებს საზოგადოება და მე ვფიქრობ, ამდენ რამეს ადამიანი ვერ ითამაშებს. ღამის ოთხზე რომ გააღვიძო, მაშინაც ეგეთია? უკითხავთ და კი, მართლა ასეთია. ბევრი ცდილობს, ჩაუსაფრდეს, იქნებ რამე წამოსცდეს.
– კიდევ ერთი და გყავთ...
გიორგი:
მარის ძალიან დიდი როლი აქვს ჩემს ჩამოყალიბებაში. იგი ჩემს სახელს უფრთხილდებოდა, მე – მისას. ნუცამ კიდევ უფრო გაგვაერთიანა, მერე დათუნა შეგვეძინა...
– „სვეცკი“ ნუცა როგორია?
– ყველაზე ბუზღუნა, არაფრით კმაყოფილი არაა, მაგრამ თან, ყველაზე უდარდელი და ბედნიერია, „უსვეწკესია“ (იცინის). თითოეულ ნაბიჯზე ფიქრობს არა იმას, თვითონ როგორ ეამება, არამედ როგორ ეამება ის ოჯახს. ვეუბნები, ჩემი სინდისი და ნამუსი ხარ-მეთქი. მე რომ არ ვიყო, ჩემს საქმეს ძალიან თავისუფლად ჩავაბარებ. მარის რაც შეეხება, მისი და მისი მეუღლის, ლევანიკოს სიყვარულის ისტორია ცალკე საგიჟეთია.
– გოგოების ძმობა რთული პასუხისმგებლობა არაა?
– მშვენიერო, ამ სირთულეშია ზუსტად ცხოვრების მშვენიერება. აბა, მარტივი, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობენ, ფაფის ჭამააო. ფაფაც ძალიან მიყვარს (იცინის), მაგრამ კაცს ომი აწრთობს.
ნუცა: მე ვფიქრობ, ეს გოგოზეა დამოკიდებული. გააჩნია, ვისთან დაიჭერ ურთიერთობას, რამდენად ჩარევ შენს ძმას. ჯერ მე არ მქონია ასეთი შემთხვევა. მე თვითონ ისეთი ვარ, თუ არ მინდა, არ იქნება. „ვაიმე, ვიღაც მაწუხებს“ მომენტი არ მქონია. მე ცოტა ისეთი ვარ,  ვერავინ შემაწუხებს (იცინის). რთულია გიორგის და იყო და ბევრ რამეს სხვანაირად არ უყურებდე. იმდენად ბევრი აზრთა თანხვედრა გვაქვს,  ვეუბნები ხოლმე, ნეტა, ბიჭი ვიყო-მეთქი. ხანდახან მეკითხებიან, ამხელა გოგო ხარ და მეორე ნახევარი რატომ არ გყავსო? ორი ძმა და მამა მყავს. ეს ადამიანები ჩემთვის მაგალითები არიან. გიორგისგან ოცდასამი წლის განმავლობაში სიტყვა დებილოც კი არ გამიგონია არავისთან მიმართებაში და არცერთი ბილწი სიტყვა. დღეს, სამწუხაროდ, ცოტა ბიჭია ჩემ გარშემო, ვინც ამას ყურადღებას აქცევს. რაღაც თვალსაზრისით, შენი ძმების საზომით ზომავ სხვებს და შესაბამისად, ძალიან რთულია, ვინმე მოგეწონოს და შეგიყვარდეს. ვიღაცისთვის თუ ცისფერი თვალებია კრიტერიუმი, ჩემთვის ადამიანობა და სხვა ღირსებებია.
გიორგი: ნუცას თვალებში შევამჩნევ, როგორც მე შემამჩნევს ის, თუ ჩვენს მეორე ნახევრებს ვიპოვით.
– თუმცა, უფროსი დის შემთხვევაში ეს მომენტი ძალიან რთული იყო.
– მაშინ პატარა ვიყავი. მე და ჩემი და ყოველთვის განყენებულად ცალკე ვიყავით ჩვენი დაძმობის სიწმინდეში. სკოლაში და კარატეზეც კი ერთად დავდიოდით. მარი თავის წითელი მანიკურებით ჩემთან ერთად კარატეზე (იცინის). და უცბად ჩვენს დაძმობაში სხვა სახელი გაჩნდა.
ნუცა: წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი. მეორე დღეს სახლში შუქი არ ამინთია, ტელევიზორი არ ჩამირთავს. ჩემთვის ეს ქვეყნის დასასრული იყო.
გიორგი: კრიჭა რომ შევკარი, როგორ? მეუბნება, გიო, ხომ იცი ლევანი და თან, ტირის. რა მოხდა, მოუვიდა რამე-მეთქი? ლევანიკოს ვიცნობდი, მანამდე ოთხი წლით ადრე გავიცანი და ვუთხარი, ძმაო, ერთი ბანი მითხარი-მეთქი, იმდენად მომეწონა მხარბეჭიანი ძმა, „ხარება და გოგია“ ვიმღერეთ ერთად. ის ამერიკაში წავიდა და ოთხი წელი არ მინახავს. უცბად ჩემი და მეუბნება, ის ბიჭი მიყვარსო და თან, ცხარე ცრემლით ტირის. რა-მეთქი? წავედი, დავიწყე ლევანიკოს მოძიება, სად არის, უნდა ვნახო-მეთქი და აღმოჩნდა, რომ ამერიკაში იყო. ვიზისთვის ვამზადებდი საბუთებს, რომ ამერიკაში ჩავსულიყავი და მე ვიცი, რასაც ვეტყოდი (იცინის). ხომ ხდება, გოგონა მიდის სხვა ოჯახში, ჩვენთან – პირიქით, ლევანიკო გახდა ჩვენი ოჯახის წევრი. თავიდან სხვანაირად წარმომედგინა – ბავშვურად მეგონა, რომ დას დავკარგავდი. გარშემო ხშირად ხდებოდა ასე და ალბათ, ამიტომ.
ნუცა: რეალურად, ადამიანს წუნი არ ჰქონდა, უბრალოდ, ფაქტმა დაგვცა თავზარი.
– არ ყოფილა მომენტები, როცა გოგოების გამო ფიზიკური ძალის გამოყენება გამხდარა საჭირო?
გიორგი:
ანუ, ვინმე გამილახავს თუ არა? რამდენიც გინდა, მშვენიერო. იმდენი ათლარიანი რომ მქონდეს... (იცინის) ოღონდ ეს მარიამს ეხება. იმ ასაკში ვიყავი, როცა ვიღაცის მზერა თუ არ მომეწონებოდა, ვსო. ახლა მაგრად ვნანობ და საკუთარ თავს ვეკითხები, რატომ, ძმაო? მაგრამ მაშინ მართლა საგიჟეთი იყო ამ თვალსაზრისით.
ნუცა: გიორგის შიშით ვერც ვერავინ გაუბედავდა რამეს. მეორე ძმა მყავს – დათუნა, ცხრამეტი წლის. გიორგის გარეგნობიდან გამომდინარე, ხომ ჰგონიათ, რომ ყველაფერს მიშლის. დათუნაზე პირიქით, საპირისპიროს ფიქრობენ, მაგრამ რეალურად, ის არის თუ არის აზიატი. თავისი გაგებები, სხვანაირი სამართალი აქვს და ძალიან საინტერესო ადამიანია.
скачать dle 11.3