კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ვისი წყალობით გახდა ნათია თოდუა ავტომატურად თავადის ქალი და რატომ დაიწყება მისი სიყვარულის ისტორია ცაში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მომღერალი ნათია თოდუა ის ადამიანია, ვინც წარმატებას მხოლოდ საკუთარი შრომისა და ნიჭის წყალობით მიაღწია. ნათია გერმანიის „ახალი ხმა“ გახდა და ამან, მისი ცხოვრება იმდენად შეცვალა, თავადაც უკვირს. ახლა ის „საქართველოს ვარსკვლავის“ მეგა-პროექტის ჟიურის წევრია და როგორც თავად აღიარებს, ძალიან უჭირს, კონკურსანტებს რაიმე უარყოფითი შეფასება მისცეს. ხოლო, სად გაატარა მან ახალი წელი, რატომ დაიწყება მისი სიყვარულის ისტორია ცაში და როგორ გახდა ავტომატურად თავადის ქალი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნათია თოდუა: გასული წელი ძალიან გამორჩეული იყო ჩემთვის და ეს წელიც წარმატებულად დაიწყო. ახალ წელს ბერლინში, ჩემს დასთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად შევხვდი. იქ, ხელოვანთა ვილაში ვცხოვრობ და ახალ წელს მოკრძალებულად, ქართული ღვინითა და სიმღერით შევხვდით. არ მინდოდა პომპეზური და ხმაურიანი ყოფილიყო და ჩემს ახლობელ ადამიანებთან ერთად, პოზიტიურად გავატარე. საქართველოში 4 იანვარს დავბრუნდი, რადგან ზუგდიდში ჩატარდა  კონცერტი და გალის რაიონის სოფლიდან ჩამოსული ბავშვების თხოვნა იყო, მეც იქ ვყოფილიყავი და „მაფშალია“ მემღერა. მათთან შეხვედრა და მათთვის სიმღერა ძალიან გულისამაჩუყებელი და სასიამოვნო იყო. ასე რომ, ეს წელი ჩემთვის განხვავებული ემოციებით დაიწყო.
– მართალია, რომ ზუგდიდში შენს მოსასმენად სპეციალურად ამ დღეს აფხაზეთიდან ბებია და ბაბუაც ჩამოვიდნენ?
– დიახ, ასეა. ბებიას არ უნახავს, „ლაივში“ როგორ ვდგავარ სცენაზე და ვმღერი, სულ უნდოდა და ეს ოცნება აუხდა. ამის გამო გადმოვიდა აფხაზეთიდან. ბაბუას ჰქონდა მოსმენილი ჩემი გამოსვლა, მაგრამ რაღაც პრობლემების გამო ბებია ვერ გადმოდიოდა საქართველოს საზღვარზე და მისი დანახვა, ძალიან გამიხარდა.
–  თავადაც გინდოდა აფხაზეთში ჩასვლა და თუ მოახერხე?
– არა, სამწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე.
– ერთხელ თქვი, ჩემს ცხოვრებაში არის ქალი, რომელიც ჩემს შავ-თეთრ რეალობაში ცისარტყელასავით არისო. ვინ იგულისხმე?
– დედა, ლალი ანჯაფარიძე, არის ქალი, რომელიც ჩემს შავ-თეთრ რეალობაში ცისარტყელასავითაა. სხვათა შორის, დედა თავადის ქალია და ბაბუა სულ ხუმრობდა, თოდუები მეჯოგეები იყავით და ეს რა ქნა დედაშენმა, თავადის ქალი როგორ გაჰყვა მამაშენსო (იცინის). ერთი წიგნი იყო, სადაც ჩემი გვარის შესახებ ეწერა, ანჯაფარიძეების გლეხები იყვნენ თოდუები, მესაქონლეობას მისდევდნენო და ის წიგნი, ბაბუას სულ ბუხრის თავზდე ჰქონდა გადაშლილი, ამით შვილიშვილებს „გვებლატავებოდა“ (იცინის). ჰოდა, ერთ დღესაც, ის გვერდი აღარ დახვდა... მე ამოვხიე (იცინის). ახლა მეუბნება, დედაშენის დამსახურებით, შენც ავტომატურად გათავადდიო (იცინის). მოკლედ, იმ გარემოში გავიზარდე, სადაც არ იყო ნორმალურად ცხოვრების საშუალება და დედა ჩემთვის და ყველასთვის სტიმულის მომცემი იყო. არასდროს ნებდებოდა, არ კმაყოფილდებოდა იმით, რაც გვქონდა. ბავშვობაში ბავშვურად აზროვნებისა და მოქცევის უფლებაც კი არ მქონდა. დღეს კი სულ სხვა ადამიანი ვარ, ბრძოლა ვისწავლე და ამაში დედას დიდი წვლილი მიუძღვის. გარემო პირობები გასწავლის, რომ იყო სხვებთან შედარებით სერიოზული, პასუხისმგებლიანი, იცოდე და გააზრებული გქონდეს, რას აკეთებ, როცა ეს შენს ასაკთან შედარებით ჯერ ადრეა... ადრეულ ასაკში მომიწია ცხოვრების რთული გზის გავლა, მაგრამ მე ეს დამეხმარა, რომ მნიშვნელოვანი ეტაპები დამოუკიდებლად გადამელახა. ამ ყველაფრის გარეშე გამიჭირდებოდა თავის გატანა,  იმ გზის გავლა, რაც იქ გამოვიარე და რაც წინ კიდევ მელის, თავისი წინააღმდეგობებით. გერმანიაში ცხოვრება და შოუ-ბიზნესში იმ სიტყვის თქმა, რაც შევძელი და ვთქვი, გამიჭირდებოდა, რომ არა ჩემი განვლილი ცხოვრება. ამ გადასახედიდან კი, მიხარია, რომ ცხოვრებამ სწორად ბრძოლა მასწავლა საკუთარი შესაძლებლობებით. ხშირად ვამბობ ხოლმე, ნამდვილი გიჟი ვარ-მეთქი (იცინის).
– არადა, ადამიანი რომ შემოგხედავს, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ და ასე რატომ ამბობ?
–  ერთი შეხედვით მშვიდი ვარ, მაგრამ სახლში როგორც კი შევდივარ, ნამდვილი გიჟი ვხდები, არაადეკვატური და არაორდინარული (იცინის). როცა საყვარელი ადამიანების გვერდით ვარ და თავს კარგად ვგრძნობ, მაშინ ვარ არანორმალურად გიჟი, მაგრამ თუ დეპრესიული მდგომარეობა მაქვს, უფრო ჩუმი და მშვიდი ვარ. როცა ადამიანებისგან სიყვარულსა და პოზიტივს ვგრძნობ, მეც მინდა, მათდამი სიყვარული გამოვხატო და არანორმალური ვხდები (იცინის).
– ნათია, სატელევიზიო-მუსიკალური პროექტის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრი ხარ. არ გიჭირს კონკურსანტების შეფასება და იმის თქმა, რასაც რეალურად იმსახურებენ? შენ ხომ ეს ეტაპები ბევრჯერ გაიარე და გულის ტკენაც არა ერთხელ, ვფიქრობ, უსამართლოდ, იგემე.
– თავიდან, როცა შემოთავაზება მივიღე, ცოტა შევშინდი. მეგონა, ჩემი კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ვერ შევძლებდი კონკურსანტებისთვის იმის, თქმას, რასაც რეალურად იმსახურებდნენ. ის, რთული პერიოდები ახლაც მახსოვს, როცა კონკურსის მერე სტიმული დავკარგე და ვფიქრიბდი, სიმღერის გარდა სხვა რა უნდა მეკეთებინა. იქნებ, მე ვერ ვიპოვე ჩემი თავი და მუსიკას არ უნდა ვაკეთებდე-მეთქი... ეს რომ მახსენდება, დიდ პასუხისმგებლობას  ვგრძნობ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და კონკურსანტს გული არ დავწყვიტო. ამიტომ, შეფასებაში ცოტა ლმობიერი ვარ და ათასი კუთხიდან ვუვლი – ჯერ კარგს ვუსვამ ხაზს და მერე ვიწყებ შენიშვნებზე საუბარს. ვფიქრობ, მსგავსი ტიპაჟი, რაც ჩემი სახით დაამატეს პროდიუსერებმა, კარგია. როგორც შემიძლია, კონკურსანტებს ვეხმარები. რომ წამოვხტები ხოლმე და მათთან ერთად ვიწყებ სიმღერასა და ცეკვას, სხვა ჟიურის წევრები გაოგნებულები მიყურებენ (იცინის). ამით მათ ნერვიულობისა და კომპლექსების მოხსნაში ვუწყობ ხელს. არ დამავიწყდება „ვოისში“ რომ გამოვდიოდი და ერთი ჟიურის წევრი შემომიტრიალდა, მაშინ გავიხსენი, გავთამამადი და რაც შემეძლო, იმაზე მეტი გავაკეთე. რთულია კონკურსანტისთვის იქ ყოფნა და ვცდილობ, პოზიტიური გარემო შევუქმნა.
– წელს, „ევროვიზიის“ კონკურსზე აპირებდი გერმანიის სახელით გამოსვლას...
– არა. „ევროვიზიის“ კონკურსზე, გერმანიის სახელით მონაწილეობის მიღებაზე უარი ვთქვი. ახალი პროდიუსერი და მენეჯერი მყავს და მასთან ერთად იგეგმება ახალი ალბომის ჩაწერა, ტურნეები და კონცერტები გერმანიაში. ამიტომ, კონტრაქტიდან გამომდინარე, კონკურსისთვის ვეღარ მოვიცლი.
– ვიცი, გერმანიაში უკვე გაწერილია შენი კონცერტების გეგმა. „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრობას როგორღა შეძლებ?
– მომიწევს ყოველ შაბათ-კვირას ცაში ყოფნა და მიფრენ-მოფრენა. გერმანიაში სხვადასხვა ქალაქებში მაქვს კონცერტები. „საქართველოს ვარსკვლავის“ ლაივები კი შაბათსაა და ამიტომ, ამ დღეს ჩამოვფრინდები და კვირა საღამოს უკან გავფრინდები ხოლმე.
– ფაქტობრივად, ეს წელი სულ ცაში გიწევს ყოფნა...
–  ნამდვილად (იცინის). ბედობა დღესაც ცაში ვიყავი და დამებედა.
– ამბობენ, ქართველ ბიჭზე არის შეყვარებული და გერმანიაში დაბრუნება მის გარეშე უჭირსო. მართალია?
– კარგი იქნებოდა ქართველი ბიჭის შეყვარება, მაგრამ, ჯერ არ ჩანს ასპარეზზე. ალბათ,  ცაში, ღრუბლებში თუ გავიცნობ, თორემ დედამიწაზე იშვიათად ვარ (იცინის). სულ ვხუმრობ, ჩემი მომავალი ბედი ან თვითმფრინავში უნდა გავიცნო, ან აეროპორტში და ცაში დაიწყება ჩემი სიყვარულის ისტორია-მეთქი (იცინის).
скачать dle 11.3