კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 დიმიტრი ბერიძის წარმატების გზა და კომპანია „გვირაბის“ წარმატებული პროექტები

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

ჰიდროელექტროსადგურებისთვის აშენებულ გვირაბებს შორის მსოფლიოში სიდიდით მეორე „შუახევჰესის“ გვირაბია, რომლის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია  მსოფლიოში, რაც უახლესი ტექნოლოგიითა და მშენებლობის მაღალი ხარისხით, რეკორდულ დროში განხორციელდა.
„შუახევჰესის“ მშენებლობის დასრულების შემდეგ, საქართველოს 185 მგვტ  სიმძლავრის მქონე სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება, რომლის  გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში სრულად მოხმარდება საქართველოს მოსახლეობას, ხოლო ზაფხულის პერიოდში, როდესაც ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში ჭარბია, ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთის მიმართულებით განხორციელდება.
მშენებლობას გამოცდილი ინჟინერი, საუკეთესო პროფესიონალი, პატრიოტი, მართლმადიდებელი ქრისტიანი, აღმსარებელი და მაზიარებელი, სურამის წმინდა მოწამე მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით ლომიძის სულიერი შვილი –  დიმიტრი ბერიძე ხელმძღვანელობდა.
 მისი კომპანიის მიერ განხორციელებულ  ამ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან  დაკავშირებით სწორედ ამ უზარმაზარი პროექტის უბადლო ოსტატს ვესაუბრეთ.

– ბატონო დიმიტრი, როგორ განვითარდა თქვენი კარიერა ამ მიმართულებით და რა საფეხურების გავლა მოგიწიათ პროფესინალად ჩამოყალიბებისთვის?
დიმიტრი ბერიძე: ტექნიკური უნივერსიტეტის მარგი წიაღისეულის მიწისქვეშა ბუდობების დამუშავების ტექნოლოგიისა და კომპლექსური მექანიზაციის ფაკულტეტი დავამთავრე, პარალელურად, ტყიბულის შახტაში მუშად ვმუშაობდი. მუშიდან კი ხელმღვანელის თანამდებობამდე ბევრი  საფეხური  გავიარე.
ახალგაზრდობაში იყო პერიოდი, როცა სამი წლის განმავლობაში ფეხბურთსაც ვთამაშობდი და გარკვეული წარმატებებიც მქონდა,  A კლასის მეორე ლიგაში
მოვხვდი, მაგრამ საბოლოოდ მუშაობა გადავწყვიტე და სპორტს შევეშვი.
ისევ ტყიბულის შახტას დავუბრუნდეთ, სადაც სამთო ოსტატის თანამდებობაზე დამაწინაურეს, გავხდი ცვლის უფროსი, რომელსაც შახტის კონტროლი ევალებოდა, მოგვიანებით უბნის უფროსის მოადგილე გავხდი, ბოლოს – თავად უფროსი.
– იყავით სამთო მაშველიც, რაც ძალიან სარისკო საქმეა.
– როდესაც შახტაში ავარია ხდება, მუშები სასწრაფოდ გამოჰყავთ და ავარიის ლიკვიდაციისთვის ადგილზე მაშველები მიდიან. ეს ყველაფერი დიდ
საფრთხეებთან იყო დაკავშირებული, საჭირო იყო კარგი ცოდნა და გამოცდილება, თუ როგორ გვემოქმედა რთულ სიტუაციაში. იყო ძალიან ბევრი რთული შემთხვევა, რომელთა მოყოლაც შორს წაგვიყვანს. მოკლედ, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავით.
იმ დროისთვის მევალებოდა ტყიბულის, ტყვარჩელის, ვალეს და ჟინვალის შახტების შემოწმება და ავარიის შემთხვევაში ლიკვიდაციის გეგმის შემუშავება. 1989 წელს კი თბილისში გადმოვედი.
– როდის დაარსდა შპს „გვირაბი“?
– შპს „გვირაბი“ 2012 წელს დამოუკიდებლად გავხსენით. მაქვს უფლება, ვაწარმოო ბურღვა-ფეთქებადი სამუშაოები გვირაბში და ღია კარიერებზე. შევიძინო ფეთქებადი საშუალებები როგორც საქართველოში, ისე თურქეთში და მოვახდინო მათი რეალიზაცია. მაქვს ჩემი საბურღი, მაგრამ დღეს ხელით ბურღვას აღარ აწარმოებენ, რამდენადაც საბურღი მანქანები ძალიან ძვირია – დაახლოებით ნახევარი მილიონი ევრო ღირს.
– სამწუხაროდ, დღეს ამ სფეროს ბევრი არაპროფესიონალი უდგას სათავეში, რა არის ამის მიზეზი?
– „საქნახშირი“ ადრე ენერგეტიკის სამინისტროს ეკუთვნოდა, შახტები გაყიდეს არასპეციალისტ ბიზნესმენებზე, რომლებიც მხოლოდ ქვანახშირის მოპოვებით
არიან დაინტერესებული და მეტი ქვანახშირის მოიპოვებისა და მატერიალური სარგებლის მიზნით დარღვევებსაც არ ერიდებიან. რისკზე მიდიან და  ელემენტარულ ნორმებსაც არ იცავენ. მეთანთან თამაში არ შეიძლება – როცა მეთანის გაზი დაგროვილია, მოსალოდნელია მისი აფეთქება, ამიტომ  საჭიროა განიავება. ჩამოყალიბდა სხვადასხვა შპს-ები, რომლებმაც მუშაობის უფლება უკანონო გზით მოიპოვეს და კარგი იქნება, თუ მთავრობა ამას სათანადო ყურადღებას მიაქცევს.
ამ სფეროში მუშაობის 50-წლიანი სტაჟი მაქვს და ჩემს ცვლაში უნმიშვნელო მარცხიც არ მოგვსლია.
– შემოთავაზების  შემთხვევაში, თქვენ თუ აიღებთ საკუთარ თავზე ჰესის მშენებლობის პასუხისმგებლობას?
– თუ ჩვენი ქართველი ბიზნესმენებიდან ვინმე გადაწყვეტს, მიიღოს ტენდერში მონაწილეობა და ჰესის მშენებლობაში ჩადოს საჭირო თანხები, დამიძახებს და გადამიხდის ხელფასს, მე შემიძლია, ჩემი ხელმძღვანელობით აშენებული ჰესი ჩავაბარო.
– ბოლოს რა პროექტი განახორციელეთ?
– შუახევში ვიმუშავე ჰესის გვირაბების მშენებლობაზე. 3 წელზე გათვლილი გვირაბის მშენებლობა 2 წელიწად-ნახევარში დავამთავრეთ.
– ოჯახი გაგვაცანით.
– მყავს ქალიშვილი – ნინო ბერიძე, რომელიც პროფესიით ექიმი-პედიატრია, ასევე, დამთავრებულ აქვს უცხო ენების ინსტიტუტი. მყავს ორი წლის შვილიშვილი ლილე, ნათლობის სახელია – მარიამი და სიძე – ზვიად სანაია.
P.S. აღნიშნული სფეროს შენარჩუნებასა და განვითარებას სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვისთვის აუცილებელია პროფესიონალი კადრები, რომლებსაც ყველა დეტალი საგულდაგულოდ აქვთ შესწავლილი.
скачать dle 11.3