კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

№3 როგორ დაისაჯა ჯაბა იოსელიანის ყოფილი „პაძელნიკი“, რომელმაც ყველა „ჩაუშვა“ და ფული გაიტაცა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


დღევანდელი ექსკლუზიური პუბლიკაციის მთავარი გმირია ჯაბა იოსელიანი, ხოლო დანარჩენების სახელები შევცვალეთ. მათი ვინმესთან მსგავსება კი შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს...
უპრეცედენტო დანაშაული
1966 წლის 11 ივლისს 40 წლის ქართველი კანონიერი ქურდი ჯაბა იოსელიანი და მისი ოთხი „პაძელნიკი“ მოსკოვში, წითელ მოედანთან მდებარე მალოკისელნი პერეულოკში მდებარე ¹9 სახლში ცხოვრობდნენ. კრიმინალური კვინტეტი საბჭოთა კავშირის დედაქალაქში უკვე სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ისინი ისეთი მსხვილი საქმისთვის ემზადებოდნენ, რომელიც ჯაბამ მოიფიქრა. ბოროტმოქმედთა ჯგუფიც მანვე შეკრიბა. ჯაბას წინა დღით შეუსრულდა ორმოცი წელი. ციხიდან კი ერთი წლით ადრე გათავისუფლდა, სადაც ინკასატორის ძარცვისთვის იჯდა და 17 წელი გაატარა. „კანონიერი ქურდის“ წოდება ჯაბამ საპყრობილეში მოიპოვა და ამ ხნის განმავლობაში თითქმის ყველა ცნობილი საპყრობილე ჰქონდა მოვლილი, მათ შორის ქალაქ სოლიკამსკის „ბელი ლებედიც“... მოსკოვში ცხოვრება ჯაბას ხუთი წლით აკრძალული ჰქონდა. ამიტომ, იოსელიანი კაკო ქამუშაძის ყალბი პასპორტით სარგებლობდა, რომელიც მას კოლეგებმა მოუტანეს და მასში მხოლოდ სურათი გამოცვალეს. საღამოს 9 საათი რომ შესრულდა, ინკასატორების უნიფორმაში გამოწყობილი ჯაბა და კამპანია „გუმის“ (მოსკოვის სახელმწიფო უნივერმაღი) შიდა ეზოში ფურგონიანი „მოსკვიჩით“ შევიდნენ. მეორე სართულზე ავიდნენ და უპრობლემოდ შეაღწიეს სალაროში, სადაც ამ უზარმაზარი სავაჭრო ობიექტის მთელი დღის ნავაჭრი ფული გროვდებოდა. სანამ დაჯავშნილ კარს გააღებდნენ, ჯაბამ და მისმა „პაძელნიკებმა“ მთავარ მოლარეს, კლარა პეტროვას სახელმწიფო ბანკის თანამშრომლების დამადასტურებელი პირადობები უჩვენეს და მხოლოდ ამის მერე მოახერხეს შიგნით შესვლა.
– მარშანია და მისი ბიჭები რატომ არ მოვიდნენ? – ჰკითხა პეტროვამ ჯაბას.
– ავარიაში მოყვნენ და ბოლო მომენტში ჩვენ გამოგვიშვეს, – მიუგო ჯაბამ „გუმის“ მთავარ მოლარეს.
37 წლის კლარა პეტროვა გამოცდილი თანამშრომელი იყო და ინკასატორების გადამოწმება სცადა. მაგრამ, როგორც კი ტელეფონის ყურმილს დასწვდა, რომ ბანკში დაერეკა, ჯაბამ მას „ტეტე“ მიუშვირა და უთხრა:
– ყურმილი დადე, თორემ მოგკლავ!
პეტროვას ყურმილი ხელიდან გაუვარდა. ჯაბამ და კამპანიამ ჯერ ფული საინკასაციო ტომრებში მოათავსეს, შემდეგ სახეზე აირწინაღები გაიკეთეს. სალაროში კი გაზი გაუშვეს, მოიცადეს, სანამ მოლარეები დაიძინებდნენ, აირწინაღები მოიხსნეს და მშვიდად გავიდნენ „გუმის“ სალაროდან, თან, 2 მილიონ 550 ათასი მანეთიც თან წაიღეს. ამ დროს კი ტიტე მარშანია და მისი ხელქვეითი ინკასატორები მოსკოვში, მცირე არბატზე მდებარე ერთ-ერთი სახლის სარდაფში გაკოჭილები იწვნენ...
მოღალატე გრიშაშვილი
„გუმის“ საქმე საბჭოთა კავშირში ურეზონანსულესი იყო და ჯაბა იოსელიანისა და მისი ბანდის წევრების ძებნაში ქვეყნის საუკეთესო მაძებრები ჩაერთნენ. ხოლო ის, რომ მთავარი მძარცველი ჯაბა იყო, „გუმის“ სალაროს თანამშრომელთა გამოკითხვის შედეგად შედგენილი ფოტორობოტის მეშვეობით დადგინდა. ბანდის დანარჩენი წევრები ალექსეი კოშკინი, იაკობ გასიევი, გივი ალასანია და ვახტანგ გრიშაშვილი იყვნენ. საქმე ჯაბას არსენ გულიევმა მისცა. არსენი საინკასაციო სამსახურში მუშაობდა და იაკობ გასიევის დეიდაშვილი იყო. სწორედ არსენ გულიევის მეშვეობით მოახერხეს ბოროტმოქმედებმა მარშანიასა და მისი ხელქვეითების დატყვევება და მათ მაგივრად „გუმში“ მისვლა.
ფული რომ გაიტაცეს, ფურგონიანი „მოსკვიჩი“ ბანდიტებმა რიგის გამზირზე დატოვეს, თავად კი მეტროთი განაგრძეს გზა და წინასწარ მომზადებულ, ორ სხვადასხვა კონსპირაციული ბინისკენ გაემართნენ. ჯაბა კი სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში მივიდა, ვინმე რიტა ჩანოვასთან, რომელიც საცხოვრებლის კომენდანტი იყო. ცალკე ოთახი ჰქონდა და ჯაბა იოსელიანი მასთან რჩებოდა ხოლმე. ჯაბას ადგილსამყოფელი მხოლოდ ვახტანგ გრიშაშვილმა იცოდა და გატაცებული ორმილიონ-ნახევარი მანეთიც მას ჰქონდა...
შეთანხმებისამებრ, მძარცველები ერთი კვირის მერე, ანუ 18 ივლისს კურსკის სადგურზე უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს და ნაძარცვი  ფულით თბილისში გამომგზავრებულიყვნენ. დათქმულ დროს ჯაბამ შეხვედრის ადგილზე რიტა ჩანოვა მიაგზავნა, თავად კი შორიახლო დადგა და თვალ-ყურს ადევნებდა ქალს. შეხვედრაზე მხოლოდ გივი ალასანია მოვიდა და ქალს უთხრა:
– ყველანი დაიჭირეს. მე კი ძლივს გადავურჩი სიკვდილს. ვახტანგ გრიშაშვილი მოღალატეა და მან ჩემი მოკვლა სცადა. წესით, თქვენც უნდა ჩაეშვით და როგორ გადარჩით?
– წუხელ ჩემს დასთან გავათენეთ ღამე, – მიუგო გაფითრებულმა ქალმა. გივი ალასანიამ კი უთხრა:
– დარწმუნებული ვარ, რომ „ძაღლები“ გვითვალთვალებენ. ვახო მათ ამ შეხვედრის შესახებაც აუცილებლად ეტყოდა და უნდა დავუსხლტეთ.
ალასანია წავიდა, მაგრამ ის ასიოდე მეტრში დააკავეს. დააკავეს რიტაც. ჯაბამ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა და იქაურობას სასწრაფოდ მოშორდა. ოთხი დღე მოსკოვის სხვადასხვა უბანში ათევდა და ნაცნობებს არ ეკარებოდა, რადგან  შეიძლება, იქ ჩასაფრება დახვედროდა. თან, „ტეტეს“ არ იშორებდა, რომელიც ქამარში ჰქონდა გარჭობილი. 24 ივლისს ჯაბა იოსელიანი მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში მალულად მივიდა და თავის ნაცნობს, ანტონ შჩუკინს შეეკედლა. თუმცა, მილიციას შჩუკინი უკვე გაშიფრული ჰყავდა და ჯაბას ელოდებოდნენ. ატყდა სროლა, რომლის დროსაც შჩუკინი დაიღუპა. მკვლელობა კი ჯაბას დააბრალეს და დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა, მოგვიანებით ეს განაჩენი შეუცვალეს. გრიშაშვილმა კი ნაძარცვი ფული მაინც ვერ შეირგო – ის სარატოვში ურთიერთსროლისას ჩაცხრილეს.
скачать dle 11.3