კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რატომ დამორჩილდნენ აშოტ კურაპალატი და მისი ძე, ადარნასე გრიგოლ ხანძთელის მკაცრ გადაწყვეტილებას

ნინო კანდელაკი გიორგი მახობეშვილი

აშოტ კურაპალატი წლების განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდა არტანუჯის ციხეში, ცოლთან და შვილებთან ერთად. მაგრამ, ერთხელაც, ერთი ლამაზი ქალი შეუყვარდა კურაპალატს. ხელმწიფის ამგვარი ქმედება მიუღებელი იყო, რადგან ცუდად იმოქმედებდა ქვეშევრდომებზე. ეს სახელმწიფოსათვის ხიფათად ითვლებოდა, რადგან ქვეყნის მმართველისათვის ქვეყნის სამსახური უპირველესი უნდა ყოფილიყო და არა სიყვარული. წმიდა გრიგოლ ხანძთელმა გაიგო ამის შესახებ და გადაწყვიტა, ხელმწიფე, სამეფო ოჯახი და ქვეყანა განსაცდელისგან ეხსნა.
კურაპალატი შეჰპირდა, მაგრამ ვერ შეძლო საყვარელ ქალთან განშორება.
წმიდა გრიგოლ ხანძთელმა მარჯვე დრო გამოძებნა, როდესაც მეფე არ იყო შინ და საღამოს არტანუჯის ციხესთან მივიდა. წმიდა ადამიანის სტუმრობით გახარებულმა ქალმა სანოვაგე გაუგზავნა მამა გრიგოლს და მის მოწაფეებს. რომ გათენდა, გრიგოლ ხანძთელმა თავისთან დაიბარა ხელმწიფის საყვარელი.
გახარებული ქალი მივიდა წმიდანთან. მამა გრიგოლმა არ დალოცა და უბრძანა, მოშორებით დამდგარიყო. მერე კი უთხრა: „საწყალობელო, რატომ ჩადექი ცოლ-ქმარს შორის? რატომ წირავ სულს წარწყმედისათვის? რატომ იქეცი დიდი ხელმწიფისათვის საფრთხედ?“
ქალმა ტირილით მიუგო: „წმიდა მამაო, მე თავისუფალი არ ვარ ჩემს ქმედებებში, რადგან გარდარეული სიყვარული აქვს ჩემდამი კურაპალატს და არც ვიცი, რა ვქნა, რადგან შემაძრწუნა შენმა სიტყვებმა“.
 მამა გრიგოლმა მიუგო: „შვილო, დაემორჩილე ჩემ, ღვთის გლახაკის ნათქვამს, და თავმდები ვიქნები ღმერთთან, რათა გეპატიოს ცოდვები“. „შენს ხელთ ვარ, იზრუნე ჩემი სულისათვის“, – უპასუხა მორჩილად აშოტ კურაპალატის შეყვარებულმა. დალოცა მამა გრიგოლმა ქალი, ჯვარი გადასწერა. მოიხსნა ფეხსაცმლის თასმა, მისცა აშოტის საყვარელ ქალს და უთხრა, ქამრად შემოერტყა წელზე. ისიც დაემორჩილა.
გაემართნენ მერეს ქალთა მონასტრისკენ. მონასტრის წინამძღვარს, დედა ფებრონიას ჩააბარა მეფის საყვარელი ადამიანი და სთხოვა, ეზრუნა მასზე, რადგან ხედავდა, რომ  ქალს მორჩილი გული ჰქონდა, კურაპალატი კი ძებნას დაუწყებდა. როცა ხელმწიფე დაბრუნდა არტანუჯში და ვერ ნახა საყვარელი ადამიანი, ძალიან შეწუხდა. მიხვდა რაც მოხდა. იმდენად უყვარდა ის ქალი, რომ დაივიწყა თავმოყვარეობა და მერეს გაემგზავრა. რომ ილოცა, ჰკითხა წმიდა ფებრონიას: „იცი დედაო, რატომ მოვედი აქ?“. „ღმერთმა იცის, რისთვისაც მობრძანდი“, – უპასუხა მონასტრის წინამძღვარმა.
– „გვყავდა მეჭურჭლე ქალი, რომლის ხელშიც იყო მთელი ჩვენი ქონება და მამა გრიგოლს აქ წამოუყვანია. ბევრი რამ დაგვაკლდა. გამოუშვი, ერთხელ მოვიდეს, მოგვითვალოს ყველაფერი და უკან დაბრუნდება, როცა მოუნდება“, - იცრუა შეყვარებულმა ხელმწიფემ.
დედა ფებრონიამ მკვეთრად მიუგო ფსალმუნიდან: „მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“, რაც ნიშნავს ადამიანები ცოდვის გამართლებას ცდილობენო.
მხილებისაგან შერცხვენილმა ხელმწიფემ ვეღარაფერი მიუგო. მხოლოდ ეს წამოსცდა უიმედოდ შეყვარებულს: „ნეტავ იმას, ვინც ცოცხალი არ არისო!“ ადგა უიმედო სიყვარულისგან და სირცხვილისაგან დათრგუნული მეფე და წავიდა მონასტრიდან, მიუხედავად იმისა, რომ წმიდა ფებრონია სტუმრად დარჩენას სთხოვდა.
გავიდა ხანი. წმიდა აშოტ დიდმა მარტვილის სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე, 826 წლის 29 იანვარს.
აშოტ კურაპალატს სამი ვაჟი დარჩა, ადარნასე (ადარნერსე), ბაგრატი და გუარამი (გვარამი). ადარნასე აშოტ პირველის უფროსი ვაჟი იყო. თუმცა, სახელმწიფოს ძმები ერთად მართავდნენ. ადარნასეს მამაზე ნაკლები თავგადასავალი არ ჰქონია სიყვარულში. მას გაუჩენია საყვარელი და საყვარლის მოთხოვნით კანონიერ ცოლს გაშორდა. მისი მეუღლე იყო ბაგრატ შაროელის ასული, რომელიც ადარნასემ გაუშვა უკან, ოჯახში, აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში). ბაგრატ შაროელი მაშინდელი აფხაზეთის ერთ-ერთი „ხელმწიფე“ ყოფილა, ანუ ერთ-ერთი დიდებული მთავარი. ადარნასეს მეუღლე ძლიერი ოჯახიდან იყო, ამიტომ შეიძლება, ოჯახებსა და სამთავროებს შორის დაპირისპირება მომხდარიყო. თუ იმ დროს პოლიტიკური ქორწინებები მტრობის შეწყვეტის, დაზავებისა და შეთანხმების, მშვიდობის გამო ხდებოდა, ოჯახის შეურაცხყოფა შეიძლება, გამხდარიყო მტრობის დაწყების საფუძველი, დაპირისპირების დასაწყისის მიზეზი.
გრიგოლ ხანძთელმა მრავალგზის ამხილა ადარნასე. თუმცა ადარნასეზე არაფერმა გაჭრა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ახსოვდა მამამისის უიღბლო სიყვარულის ამბავი.
მაშინ ქართული ეკლესიის მნათობმა, გრიგოლ ხანძთელმა უწინასწარმეტყველა ადარნასეს: „ვინაიდან არ ისმინე ჩემი, ღვთის გლახაკის სიტყვა, მძიმე დაავადება შეგეყრება. შენი ძეებიც დაავადდებიან. ვერ განიკურნებით, ვერც შენ და ვერც შენი შვილები, სანამ უსამართლოდ გაძევებული ქალი არ შეგინდობს. თუ გარდაცვლილი იქნება, მის საფლავზე უნდა მიიღონ შენდობა შენმა შვილებმა...“
ადარნასეს შეეშინდა და ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს, შენდობის თხოვნით. მამა გრიგოლმა წამოაყენა და უთხრა: „ქრისტემ შეგინდოს. მაგრამ ეს იცოდე, ჩემი ნათქვამი აღესრულება თავის დროს, რათა ყველამ გულისხმა ჰყოს, რა ელის ურჩობის გამო“.
მართლაც, რამდენიმე დღეში ადარნასეს სახსრების დაავადება დაემართა, ნიკრისის ქარს რომ უწოდებენ და ტკივილებისგან მწარედ იტანჯებოდა. შეშინებულმა სასწრაფოდ გააგზავნა თავისი მსახური, სახელად კუპრა, ყოფილ მეუღლესთან, შენდობის სათხოვნელად.
ყოფილი დედოფალი მონაზვნად აღკვეცილიყო. ეცვა უბრალო მონაზვნის ჩოხა, ზურგზე ბლომად შეშა ჰქონდა მოკიდებული და მიჰქონდა. სახელად ბევრელი უწოდებიათ თავიდან, მერე კი ანასტასია. იცნო ადარნასეს წარგზავნილმა ყოფილი დედოფალი, ჩაუვარდა ფეხებში და შენდობა სთხოვა თავისი ხელმწიფის მაგიერ.
დედოფალყოფილმა უპასუხა: „გეფიცები ქრისტეს, არასდროს ამოსულა ჩემი პირიდან წყევლა და არც მას ვწყევლი. ქრისტემ შეუნდოს ყოველი ცოდვა და განკურნოს სულითა და ხორცით“.
კუპრა დაბრუნდა თავის ბატონთან. ადარნასე გამოჯანმრთელებულიყო ზუსტად იმ დღეს, როცა მსახურმა ყოფილი დედოფალი იხილა.
რამდენიმე წელიწადში ადარანასეს ძეები, გურგენი (რომელიც შემდგომში კურაპალატი გახდა) და სუმბატი დაავადნენ და ძალიან იტანჯებოდნენ. ადარნასემ გააგზავნა ისინი იმერეთში, სოფელ ფერსათში, დედათა მონასტერში. უფლისწულებმა ჩაიცვეს საგლახაკო ტანსაცმელი და თან წაიღეს დიდძალი შესაწირავი. ნეტარი ანასტასია უკვე გარდაცვლილიყო და უფლისწულები მის საფლავზე მივიდნენ სალოცავად. მართლაც, დედის საფლავზე ლოცვის შედეგად ისინიც გამოჯანმრთელდნენ და განკურნებული დაბრუნდნენ შინ.
скачать dle 11.3