კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორ დავუბრუნოთ დაზიანებულ თმას ბზინვარება და რით მოვამზადოთ თმის ცვენის შესაჩერებელი ნიღაბი

ნინო კანდელაკი ანი რევია

ყველას სურს, მისი თმა ჯანსაღად გამოიყურებოდეს, სქელი ჩანდეს და ბზინავდეს. ბევრს, ეს მიუწვდომელი ოცნება ჰგონია, თუმცა, ასე ნამდვილად არ არის. საკმარისია, მარტივი რჩევები გაითვალისწინოთ და შედეგიც არ დააყოვნებს.
ასპირინის აბებზე დამზადებული თმის ნიღაბი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის თმისთვის და მას შედარებით ფუმფულასა და მბზინავს ხდის. ამისთვის დაგჭირდებათ 5 აბი ასპირინი, 120 მილილიტრი წყალი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. ყველა ეს პროდუქტი ერთმანეთში აურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. გაიჩერეთ, დაახლოებით, 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის გამოყენება სასურველია კვირაში ერთხელ. შესამჩნევი ეფექტის მისაღებად 4-5 პროცედურა დაგჭირდებათ.
თუ გსურთ თმის სტრუქტურა არ დააზიანოთ, მაშინ ქვემოთ მოყვანილი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:
* თმის პირსახოცით შეშრობა, თმის სტრუქტურას აზიანებს. უმჯობესია, დაბანის შემდეგ, თმა პირსახოცით შეიკრათ და რამდენიმე წუთი გაიჩეროთ, რათა სისველე პირსახოცმა შეიწოვოს;
* თუ თავს ყოველდღიურად იბანთ, არ არის საჭირო შამპუნის რამდენჯერმე წასმა. დიდი რაოდენობით შამპუნი სჭირდება მას, ვინც თავს კვირაში ერთხელ ან ორჯერ იბანს. ასევე, არ ვარგა თმაში შამპუნის ძალიან აგრესიულად შეზელა. ეს თმის ცვენას იწვევს. თავის დაბანის დროს, თითების მსუბუქი მოძრაობით გაიკეთეთ თავის ქალის მასაჟი;
* თმის ბალზამი არა მხოლოდ იცავს თმას, არამედ მას მბზინვარებასა და სირბილეს ანიჭებს;
* თავის დაბანის სიხშირე ყველასთვის ინდივიდუალურია. გააჩნია, რამდენად ცხიმიანი თმა გაქვთ. მშრალი თმის იშვიათად დაბანა, ისევე საზიანოა, როგორც ცხიმიანი თმის ხშირად დაბანა;
* ძალიან ცხელი წყალი, თმის ძირებსა და თავის კანს აშრობს. სასურველია, თავი თბილი წყლით დაიბანოთ და პროცედურა გრილი წყლით დაასრულოთ;
* უმჯობესია, სველი თმა ფენით არ გაიშროთ. ამგვარად, თმა მტვრევადი და მშრალი ხდება. დაელოდეთ თმის ოდნავ შეშრობას და ფენით შემდეგ ისარგებლეთ.
თუ თმა შესამჩნევად გცვივათ და შეგითხელდათ, ამ პრობლემის გადაჭრაში მარტივი ნიღაბი დაგეხმარებათ, რომელიც ნატურალურ ინგრედიენტებზე მზადდება, შედეგიც აქვს და საკმაოდ იაფიც ჯდება: 2 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს, დაამატეთ 1 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი თაფლი. აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ ჯერ თმის ძირებში, შემდეგ კი – მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ 2 საათი. თავი დაიბანეთ შამპუნით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ.скачать dle 11.3