კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№3 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1968 წლის 11 აგვისტოს, დილის საათებში. მინდა უცხოეთში წასვლა და იქ მუშაობა. ღირს თუ არა და განსაკუთრებით, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები?
პასუხი:
უცხოეთში თქვენთვის ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს და წარმატების მომტანიცაა. ქვეყნებიდან კი განსაკუთრებით კარგია ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი და პორტუგალია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2004 წლის 31 აგვისტოს, ღამის 2-დან 3 საათამდე. რომელი სფერო აირჩიოს სამომავლოდ, რომ წარმატებებს მიაღწიოს?
პასუხი:
მისთვის კარგია შემდეგი პროფესიები: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, პედაგოგიკა, საინჟინრო საქმე. ყველა ამ სფეროში წარმატება ელის.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1997 წლის 29 მაისს, ღამის 4 საათზე. რა პროფესიებია მისთვის წარმატების მომტანი და უცხოეთის რომელ ქვეყნებში ურჩევთ გამგზავრებას?
პასუხი:
უცხოეთის ქვეყნებიდან უმჯობესია: ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილო ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი; ავსტრია, ბულგარეთი, ისლანდია, მექსიკა, ლიტვა, საბერძნეთი, ინდოეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი და მაკედონია. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის მისაღები და წარმატების მომტანია: სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სახელმწიფო მაღალ სტრუქტურებში ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია ან ბიზნესი, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო სფერო, სამასაჟო საქმე, ჟურნალისტიკა, გასართობი ინდუსტრია, საგამომცემლო საქმიანობა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული სავაჭრო საქმიანობა და მშენებლობა.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 23 სექტემბერს. დრო რომ უქმად არ დავხარჯო ჩემთვის წარუმატებელი პროფესიის ათვისებაში, მაინტერესებს, რომელ  პროფესიაში გამიმართლებს?
პასუხი:
პროფესიებიდან თქვენთვის განსაკუთრებულად კარგია და წარმატების მომტანი: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმე, სცენარისტობა, რეჟისურა და დრამატურგია.
კითხვა: დავიბადე 1959 წლის 25 თებერვალს. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?
პასუხი:
თქვენი კოსმიურ-კარმული მისიაა, რომ გამოავლინოთ ხასიათში ისეთი შტრიხები, როგორიცაა: აქტიურობა, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, ოპტიმიზმი, გულღიაობა. ასევე, გამოავლინოთ უშიშარი მებრძოლის სულისკვეთება, იყავით იუმორით აღსავსე, ოპტიმისტი, დაეყრდენით ცოდნის ბაზას, იყავით დემოკრატიული პრინციპების გამტარებელი. შეძელით ნოვატორული, რეფორმატორული ტენდენციების გამოვლენა, სპონტანური იმპროვიზაციები, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება და დაეყრდენით უანგარო პრინციპებს ურთიერთობების დროს. ეს თქვენთვის წარმატების მომტანიცაა და ამით დედამიწაზე კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ.скачать dle 11.3