კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ექიმის რჩევები

კითხვა: ანალიზმა აჩვენა, რომ ლეიკოციტები მაქვს მომატებული (ნორმა – 4.4-10.0, ჩემთან კი – 12.58). რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? გაციებული არ ვყოფილვარ. ზოგჯერ ფეხზე მაქვს გამონაყარი სხვა არაფერი მაწუხებს. ვის უნდა მივმართო?
პასუხი:
პირველ რიგში მიმართეთ ოჯახის ექიმს, რომელიც გასინჯვისა და გამოკვლევების საფუძველზე დაადგენს ანთების სავარაუდო მიზეზს და საჭიროების შემთხვევაში მოგცემთ დანიშნულებას.
კითხვა: ვარ 19 წლის და ძალიან ხშირად მემართება სტომატიტი. იქნებ, რაიმე მირჩიოთ ან რა საშუალებები არსებობს ამ დაავადების მოსარჩენად?
პასუხი:
სტომატიტი შეიძლება განაპირობოს მრავალმა ფაქტორმა, მათ შორისაა: იმუნიტეტის დაქვეითება, ჰიპოვიტამინოზი, ნერვული სტრესი, საკვები პროდუქტებით გაღიზიანება და აგრეთვე, მედიკამენტების ზემოქმედება. იმუნიტეტის ასამაღლებლად გირჩევთ იმუდონს, ლიზობაქტს, რომელიც ასევე პირის ღრუს იმუნიტეტის ამაღლებაში გვეხმარება და დაავადებაც ადვილად იკურნება. მტკივნეულ აფთებზე შეგიძლიათ წაისვათ ხოლისალის გელი ან მეტროჯილდენტა. საოჯახო პირობებში კი დღეში რამდენჯერმე პირში ათქვეფილი კვერცხის ცილა ჩაიგუბეთ. მოინახულეთ თქვენი სტომატოლოგი და გაიწმინდეთ კბილები ქვებისა და ნადებისგან, რაც სტომატიტის გენეზში მაპროვოცირებელი ფაქტორია. მკურნალობის პროცესში, სანამ დაავადება მწვავეა, აუცილებელია კვების რეჯიმის დაცვა. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ცხელი, ცივი, მწარე, მჟავე, ნიგვზიანი და ტომატიანი საკვები, რათა პირის ღრუ არ გავიღიზიანოთ.
კითხვა: ერთი თვის ბავშვს თვალში ვაწვეთებდი წამალს და ყიფლიბანდზე მიმეჭირა ხელი. საშიშია? როგორ უნდა მივხვდე ყიფლიბანდი წესრიგშია თუ არა?
პასუხი:
ყიფლიბანდი მტკიცეა და დაცული, ამიტომ ასეთი შეხება არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. საერთოდ კი, ჯანმრთელი ბავშვის ყიფლიბანდი უნდა იყოს ირგვლივ შემოსაზღვრული თავის ქალის ძვლების დონეზე ოდნავ მაღლა ან დაბლა და შესამჩნევად პულსირებდეს. ძალიან ჩაზნექილი ან ამოზნექილი ყიფლიბანდი საყურადღებოა და ექიმის შეფასებას საჭიროებს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3