კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: აგებს თუ არა პასუხს შთამომავალი წინაპრის ცოდვაზე?
პასუხი:
შთამომავალი წინაპრის ცოდვაზე პასუხს არ აგებს. თუმცა, მძიმე ცოდვები მაინც აისახება მის სულზე. წინაპრის ცოდვები აზარალებს და აბრკოლებს შთამომავლის სულს. ამიტომ, ადამიანმა უნდა იცხოვროს სიკეთით, რწმენით, სიყვარულით, უნდა ილოცოს და შეუდგეს ეკლესიურ ცხოვრებას, რათა გათავისუფლდეს წინაპრის ცოდვების ზემოქმედებისგან. ყოველ ადამიანს თავისი ჩადენილი ცოდვები თავადვე მოეკითხება.
კითხვა: როგორ განვიკურნოთ სიმთვრალის ცოდვისგან?
პასუხი:
ადამიანი სიმთვრალისგან რომ განიკურნოს, უპირველესად, უნდა დაფიქრდეს თავის მძიმე მდგომარეობაზე და თავად მოინდომოს ამ ცოდვისგან განკურნება. ერთი შეხედვით, სიმთვრალე, შესაძლოა, არ მოგეჩვენოთ მძიმე ცოდვად, მაგრამ ეს ის ცოდვაა, რომელიც ადამიანს ბევრად მძიმე ცოდვებს ჩაადენინებს, ამიტომ მისგან თავის დაღწევა აუცილებელია. სიმთვრალისგან გასათავისუფლებლად განუწყვეტლივ უნდა ევედროთ უფალს მარხვითა და სინანულით. უნდა განმარტოვდეთ და დაფიქრდეთ, თუ რა ტკივილს აყენებთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ახლობლებს, ოჯახის წევრებს. გადაიხადეთ პარაკლისი წმიდა ბონიფანტეს სახელზე, რომელიც ეხმარება მემთვრალეობისგან განკურნებაში. ასევე, ამ სენისგან განსაკურნებლად არსებობს საგანგებო ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც შეგიძლიათ, სთხოვოთ მფარველობა და განკურნება.
კითხვა: რომელი ლოცვები უნდა წავიკითხოთ ჩვენი სამშობლოსთვის და ქართველი ხალხისთვის?
პასუხი:
ჩვენი სამშობლოსა და ხალხისთვის შეგიძლიათ, წაიკითხოთ დილისა და საღამოს ლოცვები და „ფსალმუნები“. უნდა გახსოვდეთ, რომ დილის ლოცვებს ბევრად დიდი ძალა და მადლი აქვს, ვიდრე მოკვდავთ ჰგონიათ. ჩვეულებრივ ყოფაში ხშირად უძლურები ვართ, დავეხმაროთ მოყვასს და ხელი გავუმართოთ ყველას, ვისთვისაც სიკეთით ქმნა გვსურს, მაგრამ შეგვიძლია, ისინი ლოცვებში მოვიხსენიოთ და ამით შევეწიოთ. ილოცეთ ჩვენი სამშობლოსთვის და ქართველი ერისთვის, ამით მათ დიდ სიკეთეს მოუტანთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა, უფალს გამორჩეულად უყვარდეს ზოგიერთი ადამიანი, ზოგი კი მოძულებული ჰყავდეს და არაფერში უმართავდეს ხელს?
პასხუი:
ასეთი აზრი, რასაკვირველია, მხოლოდ მცირედმორწმუნეს ან რწმენაში გაუთვითცნობიერებელს შეიძლება, გაუჩნდეს. უფალი ყველა ადამიანს ანიჭებს ყველაზე სანუკვარს – სიცოცხლეს და მას თავისი შვილები განურჩევლად უყვარს. პატიობს, თუკი გულწრფელად მოინანიებს, დაეხმარება, თუკი მთელი გულით სთხოვს დახმარებას, შეეწევა განსაცდელში და აღადგენს დაცემულს. მაგრამ ყოველივე ამის წინაპირობა თავად ადამიანის სურვილი და რწმენაა, ასევე, მადლიერება იმისთვის, რომ მას ებოძა სიცოცხლე, შრომის უნარი, გონიერება და ბოროტისა და კეთილის გარჩევა. ყოველი ადამიანი უფლის შვილია – ეს ყველას უნდა ახსოვდეს და მან მადლიერებით, უფლისადმი და მოყვასისადმი სიყვარულითა და რწმენით უნდა იცხოვროს.скачать dle 11.3