კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 გზა უფლისაკენ

საიდუმლოებით ცხოვრება
გრიგოლ პალამა რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ნათლობის საიდუმლოს, ჩანს მისი ჰომილიიდან, სადაც იგი მთელ მსახურებას დეტალურად განმარტავს.
ნათლობა მჭიდროდ უკავშირდება სინანულს, რადგან „სინანული ქრისტიანული მოქალაქეობის დასაწყისი და დასასრულია“. სინანული წინ უძღვის და თან მოჰყვება ნათლობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიის საიდუმლოები არ არსებობს ისახასტური (მდუმარე) ცხოვრების გარეშე. ნათლობას რომ წინ უძღვის სინანული, კათაკმეველთა მსახურებიდან ჩანს, რომ ეს არის ჯვარცმა სურვილებისა და განწმენდა ადამიანისა. ნათლობას სინანული მოჰყვება, ეს ნიშნავს, რომ მონათლულმა ადამიანმა უნდა დაიცვას ქრისტეს მცნებები.
წმიდანს მოჰყავს კარგი მაგალითი იმისა, რომ ქრისტიანმა ნათლობის შემდეგ უნდა დაიწყოს ასკეტური ღვაწლი, რაც რეალურად ნიშნავს ცხოვრების განმავლობაში მუდმივ სინანულს. როგორც ყრმა მიიღებს მშობლებისგან მემკვიდრეობას, მაგრამ ვერ გამოიყენებს ასაკის გამო, ასევე, მონათლული ნათლობით იღებს შესაძლებლობას, რომ გახდეს ქრისტეს მემკვიდრე, მხოლოდ მაშინ, როცა სულიერად სრულყოფილი იქნება. როგორც მშობლების მემკვიდრე ყრმას შეუძლია დაკარგოს ქონება გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე მონათლული ადამიანიც მიიღებს „უკვდავ და საღმრთო მემკვიდრეობას საუკუნოდ, თუ გონებრივი სიკვდილით არ მოკვდება, გონებითი სიკვდილი არის ცოდვა“.                                                                                                                                                                  
ისიხასტური ცხოვრება
სულიერი სიჯანსაღის მოსაპოვებლად საჭიროა მდუმარებაში (ისიხიაში) ყოფნა.
რა არის ეს მდუმარება (ისიხია)? თავად ისიხასტი მამა აღწერს ამგვარ ცხოვრებას. მდუმარება (ისიხია) არის ის, რომ მივატოვოთ „ყველაფერი, რაც გრძნობებით შეგრძნებადია“, რომ ავმაღლდეთ „გულისთქმებზე, ფიქრებზე და აზრებზე“ და მოვიპოვოთ გრძნობის საპირისპირო გონებითი ენერგია, შესაბამისად, აღმატებული ცოდნა, ანუ სულიერი ცოდნა, რაც მეტია, ვიდრე ფილოსოფიური შემეცნება.
ვხედავთ ნათლად, რომ ეს მდუმარება (ისიხია) არის გონების სრული მართვა. გონება უნდა განეშოროს ქმნილ საგნებს, მიატოვოს ფიქრი და მიბრუნდეს გულისკენ, მდუმარება (ისიხია) არის გონების მდგომარეობა, დავიწყება მიწიერის, ზიარება ზეციურის. ცხოვრების ეს წესი არის ეგრეთ წოდებული, მოქმედება, რაც ჭვრეტის წინაპირობაა.
შესაბამისად, მდუმარება (ისიხია) პრაქტიკული ცხოვრებაა, რაც არის ადამიანის განწმენდის ეტაპი. ეს განწმენდა ნიშნავს სინანულს, რომელიც რეალურად გონების გულისკენ მიბრუნებაა.
ადამიანი არის „ღვთის ქმნილებათა გვირგვინი“. შეიქმნა მთელი სამყარო და ბოლოს – ადამიანი. ადამიანში მთელი სამყარო ერთ გონებად და ერთ შეგრძნებად გაერთიანდა. გონებასა და გრძნობას შორის არსებობს წარმოსახვა, ფიქრი და აზროვნება. ადამიანის გონება არის ღმერთის ხატი და მას ერთადერთს შეუძლია, შეიცნოს უფალი და გახდეს მადლით ღმერთი. „გონება, რომელიც არის ღვთის ხატი და ძლიერ ინებებს, შეუძლია, განიღმრთოს.“
აზროვნება არის ლოგიკური ძალა, რაც აღასრულებს ფიქრს. ამგვარ განმარტებას გვაძლევს წმიდა გრიგოლ პალამა, რათა გავიგოთ გონების უდიდესი ღირსება სულის სხვა ძალებთან მიმართებით. გრძნობა სულის უტყვი ძალაა და ამიტომ არ შეუძლია, ამაღლდეს და შეიცნოს ღმერთი. სხვა ორი ძალა, ანუ ფიქრი და აზროვნება, თუმცა კი არის ლოგიკური, მაგრამ არაა გათავისუფლებული წარმოსახვისგან, რაც თავისთავად გრძნობების საუნჯეა, ამიტომაც შეუსაბამოა ღმერთის შესაცნობად. პავლე მოციქულის სიტყვებით, „მშვინვიერი ადამიანი ვერ იღებს სულს“, ამიტომ მხოლოდ გონებაა ის ორგანო, რომელსაც შეუძლია, ღმერთის შეცნობა და მისი მადლით განღმრთობა. გონებაში იბადება ღვთისადმი ტრფიალება, ამიტომ წმიდანის სწავლების მიხედვით, ღმერთისადმი ტრფობას არ აქვს არანაირი კავშირი გრძნობასა და წარმოსახვასთან, არამედ ის დაკავშირებულია გონებასთან, რომელიც მანამდე განწმენდილია და იღებს ღვთის მოწყალებას. ამგვარად, გონება თუ გათავისუფლდება ქვემოთ მზერისგან და საკუთარ თავს ჩაუღრმავდება, მაშინ „ხდება უკეთესი და უმაღლესი ენერგია“, რომლითაც უკავშირდება ღმერთს. ამას, რა თქმა უნდა, წინ უძღვის სულის ლოგიკური და ულოგიკო ენერგიის მოკვდინება, ისე, რომ გონება არ ერევა გრძნობად სამყაროს და ქმნილებებს და უბრუნდება საკუთარ თავს ან გულს და გულით მაღლდება ღმერთამდე.скачать dle 11.3