კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 მიზიდულობა – ცოლიანი მამაკაცები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

ნამდვილად  არსებობენ ქალები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ და იზიდავთ დაკავებული, ანუ ცოლიანი მამაკაცები. თავისთავად ჩნდება კითხვები – რა უნდა ასეთ ქალს, რატომ ცდილობს სხვისი საკუთრების მიტაცებას? პასუხად რამდენიმე ვარიანტია:
* ის ბუნებით მტაცებელია – საუბარია ისეთი ტიპის ქალებზე, რომელთაც უყვართ ნადირობა დაოჯახებულ მამაკაცებზე. ამით ისინი განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებენ. რისკიანები არიან და არანაირ გამოწვევას არ უფრთხიან. შესაბამისად, მიზანსაც  აღწევენ.
სასურველია ჭკვიანმა კაცმა მისგან თავი ძალიან შორს დაიჭიროს. გაავლოს ბარიერები და არ მისცეს ქალს მისი გადმოკვეთის საშუალება. დისტანცია საუკეთესო გამოსავალია, თუ, რა თქმა უნდა, არ სურს, შეცდომის შემდეგ დაჩოქილმა ცოლს პატიება სთხოვოს.
როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში ცოლი? ვითომ სხვათა შორის შეახსენოს კაცს, რომ ღალატს არ აპატიებს... და ქმრის თავისუფალი დრო მაქსიმალურად მიითვისოს.
* გასართობი გათხოვილისთვის – არსებობენ გათხოვილი ქალები, რომლებსაც თავისუფალი ურთიერთობები იზიდავთ. ეს ის ქალები არიან, ქმრის რომანტიკულმა სისულელეებმა რომ დაღალეს. საყვარლისგან სიყვარულის ახსნა სულაც არ სჭირდებათ და უბრალოდ,  კარგ სექსს ელოდებიან.
* თვითშეფასების ამაღლება – ისეთი მამაკაცის „გამოჭერა“, რომელსაც ცოლი ჰყავს, არც ისეთი მარტივია. დაოჯახებული კაცი თავის ვალდებულებებს კარგად აცნობიერებს და რთულად გადადგამს ნაბიჯს, რომელიც ოჯახს დაუნგრევს. თუ ქალი მის შეცდენას მოახერხებს, თავის ძალებში დარწმუნდება და უფრო თავდაჯერებული გახდება.
* ეგოიზმი – ამ ქალებს მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ, სხვაზე არასდროს ფიქრობენ. კაცს სიცხე აქვს? – დაე, ცოლმა მოუაროს, თავს თავად არ შეიწუხებს. ყურადღებიანი და მოსიყვარულე საყვარელი სურს, რომელიც მისგან არაფერს მოითხოვს.
*  შიში – ფსიქოლოგებს  მიაჩნიათ, რომ  ცოლიან მამაკაცებთან რომანს ხშირად ისეთი ქალები აბამენ, რომლებმაც წარსულში ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს. მათ სიგიჟემდე ეშინიათ ღალატისგან მიყენებული  ტკივილის. დაოჯახებულ კაცთან ურთიერთობისას კი, ერთი შეხედვით, ყველაფერი გარკვეულია: მომავალში ამ კაცთან არ იქნები, მას მეუღლე და შვილები ჰყავს. ქალი ასეთ დროს ცდილობს, უმომავლო ურთიერთობებით გაერთოს.

ერთად  სამუდამოდ

თუ ადამიანს თქვენთან უნდა ყოფნა, მას სიძნელეები ვერ შეაშინებს, მით უმეტეს, ისეთი უმნიშვნელო წვრილმანები, როგორიცაა... მოკლედ, ყურადღებით წაიკითხეთ ყველა პუნქტი:
* როდესაც ნაწყენი ხართ ან,  უბრალოდ, განწყობა არ გაქვთ, მის ესემესს სწრაფად უპასუხოთ, ეს უნდა გაგიგოთ და პრობლემად არ უნდა აქციოს. თუ ნამდვილად უყვარხართ, ასეთ წვრილმანზე არ „გამოგეკიდებათ“  და არასოდეს იჩხუბებს;
* ქალები ძალიან განიცდიან, როცა საყვარელი მამაკაცი  შეუფერებელ მომენტში ნახავს. მაგალითად, უმაკიაჟოდ...  გახსოვდეთ, მას ისეთი უნდა უყვარდეთ, როგორიც ხართ;
* ამბობენ, რომ მამაკაცები ქალის მხრიდან გადაჭარბებულ ყურადღებაზე  წუწუნებენ. თუ კაცს მართლა უყვარხართ, თქვენს ზედმეტ ყურადღებაზე არაფერს იტყვის. არც იმას იფიქრებს, რომ დამოკიდებული  ხართ მასზე, პირიქით, ამას დააფასებს;
* სიყვარული არ უნდა გზღუდავდეთ. არ არის აუცილებელი, რომ სანამ მას შეხვდებით, სარკესთან საათები გაატაროთ. თუ როგორიც ხართ, ზუსტად ისეთს არ გცემთ პატივს, მაშინ გაუშვით;
* საერთო მომავალზე საუბარი არ უნდა აღიზიანებდეს. ეს პრობლემა ნამდვილად არ არის. თუ ნამდვილად თქვენთან უნდა ყოფნა, თქვენთან მომავლის დაგეგმვის რატომ შეეშინდება?!
* საყვარელმა მამაკაცმა აუცილებლად უნდა გაგიგოთ, როდესაც ეუბნებით, რომ სერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დაფიქრდეთ  და ამისთვის დროა საჭირო.

პირველი  პაემანი
და მამაკაცი


მამაკაცები საკმაოდ დაკვირვებულები არიან. განსაკუთრებით, ნაცნობობის პირველ ეტაპზე. რა არის მნიშვნელოვანი, რაც მას მხედველობიდან არ გამოეპარება:
* ღიმილი – მაშინვე მიაქცევს ყურადღებას.   შეამჩნევს არა მხოლოდ ტუჩის ფორმასა და კბილების სისწორეს, არამედ იმასაც, როგორ საუბრობთ და იღიმით;
* სიცილი – გამჭრიახი მამაკაცი ეცდება, თქვენი ღიმილი სიცილად გადააქციოს. უმჯობესია, თუ სიცილი ლამაზი და გადამდები იქნება, აუცილებლად მოხიბლავთ მას. აი, მანერული ჩაცინება კი არაფერში წაგადგებათ;
* იუმორის გრძნობა – გაგაცინათ? ახლა თქვენი ჯერია. ყველაფერი, რაც აიძულებს მას, გაიცინოს, დაიმახსოვრეთ და ხშირად გამოიყენეთ;
* თვალები მნიშვნელოვანია – თვალებში აუცილებლად ჩაგხედავთ – თანაც არაერთხელ. აუცილებლად დააფიქსირებს მზერას, მის შინაარსს;
* ხმას  არც თუ ისეთი პატარა წვლილი შეაქვს საერთო შეფასებაში. ამიტომ ეცადეთ, შეკითხვებზე ღელვისგან წყვეტილი ტონით არ უპასუხოთ;
* თქვენი სხეული – ზოგიერთი მამაკაცისთვის ქალის წონას არა აქვს მნიშვნელობა, ვიღაცისთვის კი ის ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, ამას გადამწყვეტად არ მიიჩნევდეს. თუ იდეალური პარამეტრები მოითხოვა, დაემშვიდობეთ;
* თქვენი სურნელი – არის ის, რაც შეიძლება, დიდხანს ახსოვდეს. შეეცადეთ, არომატი ისეთი შეარჩიოთ, რომელიც თქვენს ინდივიდუალობას გამოკვეთს;
* შეიძლება, მამაკაცებმა არ იცოდნენ, ვინ არის თქვენი კაბის დიზაინერი ან სწორად როგორ გამოთქვან ფეხსაცმლის მარკა, მაგრამ შეამჩნიონ და შეაფასონ თქვენი პერსონალური სტილის თავისებურებანი;
* მაშინაც კი, როცა მამაკაცი ქალის სხეულზე მკერდის მნიშვნელობას უარყოფს, სხეულის ამ ნაწილზე მზერას ნამდვილად შეაჩერებს (თანაც არაერთხელ). ასე არიან ისინი მოწყობილები. თუ თქვენ გინდათ, გადაატანინოთ ყურადღება მკერდიდან – კი ბატონო, მაგრამ ის მაინც შეამჩნევს და შეაფასებს.
* მნიშვნელოვანი თვისებაა თავდაჯერებულობა, რომელსაც მამაკაცი  აუცილებლად შენიშნავს. თუ თქვენ დემონსტრირებას უკეთებთ საკუთარ პიროვნებას, მას ეს ნამდვილად მოეწონება, იმიტომ, რომ თავდაჯერებული ქალი მიმზიდველია.
скачать dle 11.3