კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როდის არის ქალი მარტოსული და რატომ არ უნდა აჰყვეს ის მამაკაცის ილუზიებს

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე


ამბობენ, რომ არსებობს ქალური ბედნიერება და ის ოჯახში, საყვარელი მეუღლისა და შვილების გვერდით უნდა იპოვო. მაგრამ იცის კი ვინმემ, რა არის ბედნიერება. მეცნიერებას აქვს მისი „მშრალი“ ფორმულირება: ყოფიერების სრული განცდით მიღებული სიამოვნება, როცა სიხარულისა და სიმშვიდის განცდა ერთმანეთს ერწყმის. მოდი და გაიგე რამე.   მეცნიერებმა ეძებონ ახალ-ახალი ფორმულირებები – ეს მათი საქმეა. ჩვენი საქმე კი ის არის, მოვიპოვოთ ჩვენი წილი ბედნიერების თუნდაც ერთი წვეთი. ის ერთი წვეთი, რომლისთვისაც ღირს სიცოცხლე.  თქვენ გგონიათ, რომ ეს ძალიან ცოტაა?! სულაც არა. გააჩნია, რამდენს დაიტევს წვეთი. მისი ტევადობა კი მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენ ხომ მარტო მატერიალურ სამყაროში მატერიალური ნივთების გარემოცვაში არ ვცხოვრობთ. გრძნობათა სამყარო, ნამდვილი იმპერიაა, რომელიც განცდებისა და ემოციის ისეთ ფოიერვერკს გვთავაზობს, მოსაწყენად დროს აღარ გვიტოვებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეხსიერებაც ჩვენს განკარგულებაშია. გაიხსენეთ, რამდენი ლამაზი წუთი გაჩუქათ ცხოვრებამ და ნუ შეგაშინებთ დროებითი წარუმატებლობა. გჯეროდეთ, რომ ხვალ, ყველაფერი ისევ კარგად იქნება! ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი მოიძებნება ბედნიერების ერთი წვეთი, რომელიც აუცილებლად გამოგიყვანთ ჩიხიდან. მთავარია, ამ წვეთის არსებობის გწამდეთ.
თეა (19 წლის): ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ისეთიც არაფერი დამიშავებია, ასე ვიტანჯებოდე. შემიყვარდა და ამ გრძნობამ გამაკეთებინა ეს.  სიყვარული, სწორედაც, არ სცნობს არავითარ ლოგიკასა და გონივრულობას. აწონილ-დაწონილი და გაზომილი სიყვარული აღარ არის სიყვარული. მეცნიერებას აქვს ბედნიერების  ფორმულირება – ყოფიერების სრული განცდით მიღებული სიამოვნება, როცა სიხარული და სიმშვიდის განცდა ერთმანეთს ერწყმის.
– ჰო, მაგრამ, როცა ის თავიდანვე არის შეცდომა და ეს იცი...
– დიახ, ვიცოდი, რომ ცოლიანი მამაკაცის სიყვარული კარგს არაფერს მომიტანდა, მაგრამ ადამიანი ისეა მოწყობილი, იმას იჯერებს, რისი დაჯერებაც თავად უნდა. იმედიც ბოლოს კვდება, ხომ გაგიგიათ? ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხელოვნურად ვაცოცხლებდი ამ იმედს. თავი კი მოვიტყუე, მაგრამ ძალიან რთულია ეს ყველაფერი. მე მშურს მისი, ვისაც საკუთარ გულზე ძალადობა შეუძლია. რა ვქნა, ვერ მოვერიე სიყვარულს. ჩემს ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრა და სხვა ყველა გრძნობა დააჩლუნგა. მაშინ მოვიდა, როცა ყველაზე  მარტოსულად ვგრძნობდი თავს და შინაგანად მციოდა. რაღაც მომენტში ბოროტიც გავხდი – ახალ წელს ჩავიფიქრე, ჩემი საყვარელი მამაკაცი ცოლს გაშორებოდა. იცით, როგორი მწველი სურვილი მქონდა, ოჯახი დაენგრეს, რაღაც უბედურება დაემართოს-მეთქი. გონება მქონდა არეული და საკუთარ თავს საერთოდ არ ვეკუთვნოდი. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, მოიძებნება ბედნიერების ერთი წვეთი, რომელიც აუცილებლად გამოგიყვანთ ჩიხიდან
– რამ მოგხიბლათ ცოლიან მამაკაცში?
– უბრალოდ, შემიყვარდა – ეს იყო და ფაქტობრივად, დამღუპა. ხომ ვიცოდი, არასოდეს მიატოვებდა  ცოლს. თუმცა, მეუბნებოდა, მე მასში ქალს ვეღარ ვხედავ და ამ ურთიერთობას აუცილებლად დავამთავრებ, იმიტომ რომ მომავალი აღარ გვაქვსო. ყველა მამაკაცი ერთნაირია.  მათი ნდობა არ შეიძლება. ნეტავი, რა სინდისით ცხოვრობს საკუთარ ცოლთან იმ სიტყვების მერე, რაც მასზე აქვს ნათქვამი. მე მარტო ერთი რამ მინდოდა – სულ მის გვერდით ყოფნა. ვუსმენდი, როგორ ყვებოდა საშინელ ქალებზე, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ – გათხოვდნენ და იშოვონ ქმარი. ამბობდა, ჩემი ცოლიც ამ კატეგორიის ქალების რიცხვშიაო.
– და ასეთი კაცი გიყვარდათ?
– მართლა ვფიქრობდი, რომ ცოლი არ გამოადგა. ქალი მაინც სულელია და ადვილად იჯერებს იმას, რისი დაჯერებაც უნდა. მეც მალე დავიჯერე, რომ ჩემზე გიჟდებოდა, რომ ყველაფერი აწონ-დაწონა და მიხვდა, ჩემთან უნდოდა ყოფნა. როცა დავიჯერე ჩემი ბედნიერების, მაშინ გაქრა. უკანასკნელი ნაძირალასავით მოიქცა. მერე გავიკითხე და მომიყვნენ, რომ  გიჟდებოდა ცოლზე, ყველანაირ პირობას უქმნიდა.  ყველა სურვილს უსრულებდა. წარმატებულია და მისი ქმრის კარიერაშიც საკმაოდ დიდი წვლილი აქვსო. ეს ყველაფერი მოვისმინე ქალზე, რომელსაც ჩემს პირად, ყველაზე დაუძინებელ მტრად მივიჩნევდი. რეალობას ძალიან მწარედ შევეჯახე. საყვარელი მამაკაცისგან უკვე მტრის ხატი შევქმენი. დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, რომ შემეძულებინა.
– იქნებ მართლა ჰქონდა მცდელობა, მოეგვარებინა ურთიერთობები.
– ამ ნაძირალამ დრო იხელთა, ყველაფერი შესანიშნავად გამოთვალა და პრინციპში, გამოუვიდა კიდეც. მე გავიგე სიმართლე, თორემ მაინც შემეცოდებოდა და ვიფიქრებდი იმაზე, რომ კაცმა თავისი სცადა. რომ იწვალა და შვილის სიყვარულმა გადასძლია. არამზადაა  და არავინ უყვარს. მე რომ შურისმაძიებელი ქალი ვიყო, მივიდოდი და მის ცოლს ყველაფერს მოვუყვებოდი. ალბათ, ჰკიდია ქმარი, თორემ ისიც ხომ   მასთან  ცხოვრობს. რატომღაც არ მჯერა, რომ „რაინდი“ მარტო ჩემთან მოიქცა ასე. ისე ოსტატურად მოქმედებდა, მსგავსი საქციელი ადრეც ექნებოდა ჩადენილი. თუმცა, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. რატომ წარმოვიდგინე, რომ სხვისი ქმარი მე გამომადგებოდა. კაცი, რომელიც შეჩვეულია ტყუილს და ამაზე აგებს თავის ცხოვრებას, ვერასოდეს შეძლებს გულწრფელ ურთიერთობას. ყველაფერი ჩვენზე, ქალებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვაძლევთ მამაკაცებს უფლებას, სიცოცხლე ჯოჯოხთად გვიქციონ.
скачать dle 11.3