კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 მარსზე გასასახლებლები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

სანამ ჩვენ ისტერიკაში ვართ, ღორის გრიპი გვიტევსო (ამ ისტერიის შემხედვარე, თქვენი არ ვიცი და პირადად მე მიჩნდება კითხვა: ვითომ ეს ხალხი იდგა ამ სამყაროს უძლეველი არმიების წინაშე ბრძოლის ველზე და არ დრკებოდა?!), დასავლეთი პროექტზე მუშაობს, რომლის მიზანიც იმის დადგენაა, თუ რომელი ჯიშის ვაზი გაიხარებს, არც მეტი, არც ნაკლები, მარსზე.
კერძოდ, „ვაშინგტონ პოსტი“ წერს: „მკვლევარებმა უნდა დაადგინონ, რომელი ყურძნის ჯიში გაუძლებს რადიაციას, მტვრის ქარიშხალსა და მარსზე არსებული გარემოს სხვა გამოწვევებს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ვინ არ ისურვებდა მარსული ღვინით სავსე ჭიქას, როდესაც ახალ პლანეტაზე ახალ წელს შევხვდებით (ვაი რომ, მხოლოდ დალხენილების პრობლემაა, წითელ პლანეტაზე რომელი ღვინით სავსე სასმისით მიეგებოს ახალ წელს)?!”
მეცნიერების დაკვირვებით, მარსულ კლიმატს არა შავი, არამედ თეთრი ფერის ყურძენი უფრო არ შეეპუება და, რაც მთავარია, მარსზე ვენახების გაშენების პროექტში ქართველებიც ჩავრთულვართ.
ჩვენებურები წითელ პლანეტაზე „რქაწითელის“ მოშენების ვარიანტს განიხილავენ, იმიტომ რომ მისი კანი მარსის მტვრიან ქარიშხლებს იოლად გადაიტანსო, თუმცა საბოლოო ვერდიქტს (თუ რომელი ჯიშის ვაზი დაივანებს დედამიწიდან შორს) 2022 წელს შევიტყობთ.
რასაკვირველია, დიდად სასიხარულოა, რაკი „ჩაკრულო“ უკვე კოსმოსშია, თუ აწ უკვე „რქაწითელიც“ აიჭრება ზეცაში, ოღონდ ეს მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას კითხვას: სახელდობრ ჩვენ რით გამოვადგებით დედამიწას, თუ ჩვენს „რქაწითელთან“ ერთად „ჩაკრულოს“ ჰანგების ფონზე გასახლებას გვიპირებენ?!

скачать dle 11.3