კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როგორ გახდა ანი ამაშუკელი ესპანეთში პირველი ლედი და რის გამო მოსთხოვს ის გიორგი შერმადინს ალიმენტის გადახდას

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

კალათბურთელი გიორგი შერმადინი ულამაზეს ცოლთან, ანი ამაშუკელთან და უსაყვარლეს ოთხ შვილთან ერთად ესპანეთში, კერძოდ, მალაგაში უკვე ორი წელია, ცხოვრობს. დიდი, ხმაურიანი ოჯახი, საახალწლოდ განსაკუთრებულად ემზადება, თუმცა, მეკვლის დაპატიჟებას არ გეგმავენ.
ანი ამაშუკელი: გასული წელი ჩვენი ოჯახისთვის ძალიან წარმატებული იყო, საწუწუნო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მადლობა ღმერთს. გიორგისაც წარმატებებით დახუნძლული წელიწადი ჰქონდა და იმედი მაქვს, ამ წარმატებებს შეინარჩუნებს. ამაში, რასაკვირველია, ოჯახის წევრებიც, დიდიანპატარიანად, ვუწყობთ ხელს. როდესაც სპორტსმენი უცხოეთის კლუბში თამაშობს, მისთვის მთავარი და განმსაზღვრელი იქაური წარმატებაა, თუნდაც ანაზღაურებიდან გამომდინარე, მაგრამ გიორგისთვის, თავისი ქვეყნის ნაკრებში წარმატების მიღწევა კიდევ უფრო სხვა ღირებულებაა და დარწმუნებული ვარ, არა მარტო გიორგისთვის. ბოლო თამაშები მნიშვნელოვნად მოიგეს და გიორგი რომ საქართველოდან მალაგაში დაბრუნდა, ფრთები ჰქონდა გამობმული, დაფრინავდა და დედამიწაზე ვეღარ ეტეოდა (იცინის). პრინციპში, ყველა მოგების შემდეგ, გახარებულია, მაგარამ ნაკრების თამაშს როცა იგებს, ამას გამოხატავს და მართლა სიხარულით დაფრინავს.
– გიორგის საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. თქვი, ოჯახი ხელს ვუწყობთო, ეს რაში გამოიხატება?
– ფაქტობრივად, ყველა მის რეჟიმზე ვართ გადართული – ჩემიდან დაწყებული, ბავშვებით დამთავრებული. მისთვის სწორი კვება და დიეტა აუცილებელია, ამიტომ, ვცდილობ, ამ მხრივ შევუწყო ხელი. თან, ჩვენი შვილებიდან გამომდინარე, ხმაურიანი ოჯახი ვართ და  როცა გიორგის შუადღით სძინავს, ფეხის წვერებზე სიარულით ვუქმნით კომფორტს (იცინის). ამ დროს, ოჯახში სრული სიჩუმეა. გოგო შვიდი წლისაა, ბიჭი – 6-ის, ტყუპები კი – წლინახევრის. დიდებს ესმით სიტუაცია და ცდილობენ, მამას ხელი შეუწყონ, მაგრამ პატარებს ვერაფერი მოვუხერხეთ (იცინის). გიორგი ძალიან თბილი მამაა, თუმცა სიყვარულსა და სითბოს, გადარბენების რეჟიმში, ვერ გამოხატავს. ფაქტობრივად, სახლში კაცის როლიც მე გადმომაბარა (იცინის). ამიტომ, ახლა მოვიფიქრე – გიორგის დამატებითი ბონუსები უნდა მოვთხოვო და ალიმენტის გადახდა დავაკისრო (იცინის). რა ვქნათ, ხანგრძლივი ვარჯიშებისა და გასვლითი თამაშების გამო იშვიათად იცლის. თუმცა, დღესასწაულებზე სულ ჩვენ გვერდითაა. მისი ამ რეჟიმის გამო ვხუმრობ ხოლმე, გიორგის ჩემოდანი ამოლაგებული არ მაქვს, უკვე ჩასალაგებელია. მე კი მის მოლოდინში სულ ცაში ვიყურები-მეთქი.
– ახალ წელს როგორ ხვდებით და თუ გაქვთ ოჯახში რაიმე ტრადიცია, რასაც იცავთ და არასდროს ღალატობთ?
– ახალ წელს აუცილებლად სახლში ვხვდებით, ეს ჩვენი ტრადიციაა. დიდი ჟრიამულით, ცეკვებით, სიმღერებით და მერე გარეთ გავდივართ. სხვათა შორის, ესპანეთში ასეთი საახალწლო ტრადიციაა: თორმეტ საათს 1 წუთი რომ დააკლდება, 12 ყურძნის მარცვლის ჭამა უნდა მოასწრო და თან, სურვილი ჩაიფიქრო. თვლიან, რომ თუ მოასწარი, აუცილებლად ახდება და წელს, ჩვენც ასე ვაპირებთ სურვილების ახდენას.  თან, ყოველ ახალ წელს ველოდებით ლაპლანდიიდან თოვლის ბაბუას ციგით და იმდენად შევდივართ როლში, ვუცდით, როდის ჩამოიქროლებს და შემოგვიყრის საჩუქრებს. ბავშვებს ძალიან სჯერათ და ერთი სული აქვთ ხოლმე როდის მოვა.
– რეალურად, ვინ არის თქვენი თოვლის ბაბუა?
– შარშან, დედაჩემი იყო ახალ წელს ბავშვების გამრთობ-ანიმატორი და ისე შევიდა როლში და ისე ყვიროდა: აი, ირმის კუდი მოჩანს, აი თოვლის ბაბუს ფეხი დავინახე, აი საჩუქარი შემოაგდოო... მე და გიორგიმაც დავიჯერეთ და ოთახიდან – ოთახში დავრბოდით მის დასანახად (იცინის). ჩემი გოგო მეკითხებოდა: დედიკო, თოვლის ბაბუა რას ელოდება ახალ წელს, რით ვერ მოვიდაო. გიორგის ყაზანში ჰქონდა თამაში და მეც სერიოზულად ვუთხრი: აი, დედიკო, თამაშს დაასრულებს და მოვა-მეთქი. კი გაოგნდა ბავშვი, რა შუაშია თოვლის ბაბუა და კალათბურთის თამაშიო (იცინის). წელს, გიორგი-თოვლის ბაბუა მალაგაში იყო და ბავშვებს ლოდინი დიდხანს არ მოუწიათ. შარშან საკმაოდ დიდი ნაძვის ხე ვიყიდეთ და იმდენად კარგი წელი გვქონდა, წელსაც ის ნაძვის ხე მოვრთეთ. სასაცილო ის არის, ალბათ ასჯერ მაინც მომიწია მისი აწყობა და ვამბობდი: ნეტა, ეს მორთულ-მოკაზმული ხე, ამ სახლიდან არ გაგვექცეოდეს-მეთქი (იცინის). ავაწყობ, მოვრთავ სათამაშოებით და „ბანწიკებით“, მივლენ ტყუპები, დაგლიჯავენ და დაყრიან ძირს... მთელი ახალი წლის წინა დღეები ასე გავატარე, ნაძვის ხის დაშლა-აწყობა-გაწყობის რეჟიმში (იცინის). ოჯახის წევრებიც ერთვებიან სახლის სადღესასწაულოდ მორთვაში, თუმცა, ძირითადად, მე მიწევს. თუ დრო აქვს გიორგიც ყოველთვის მონაწილეობს საახალწლო მზადებაში. საახალწლოდ ორივე ერთად ვარჩევთ პროდუქტებს და სიამოვნებით მოდის საყიდლებზე. კი ამბობს, საყიდლებზე სიარული მიყვარს, მაგრამ მომზადება არაო, მაგრამ ეჭვი მაქვს, იცის და მიმალავს, რომ არ დავტვირთო (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში ვცხოვრობთ, საახალწლო სუფრაზე აუცილებლად ქართული ტრადიციული კერძები გვაქვს. ამას ყველაფერს თავად ვამზადებ. ძალიან მიყვარს ცხობა, კერძებისა და დესერტების კეთება. თავადაც მიყვარს გემრიელი საკვები და ვგიჟდები სტუმრების მიღებაზე. ასე რომ, ოჯახის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგია, მე – საშინაო (იცინის). ამას წინათ, თამაშის მერე, მისმა გუნდელმა დაგვპატიჟა ვახშამზე და იქ ვხუმრობდი: გიორგი პრეზიდენტივითაა, უნდა მიართვა სუფრასთან პირველი, მეორე, მესამე კერძი, პლუს დესერტი და ბოლოს მაინც მეტყვის-„ა, კომპოტ?“ (იცინის).
– ესე იგი, გიორგი თუ პრეზიდენტია, შენ პირველი ლედი გამოდიხარ?
– მართლა, გიორგის დამსახურებით, ჩემი ოჯახის პირველი ლედი ვარ და  ჩემს პრეზიდენტს კომპოტს როგორ მოვაკლებ (იცინის). ჩვენთვის ყველა ახალი წელი განსხვავებული და დასამახსოვრებელია. თუმცა, რომ გითხრათ, გიორგის ჩემთვის ფოიერვერკი გაუშვია ცაში წარწერით – „ანი, მიყვარხარ“ ან ბუშტები გადმომიყარა თვითმფრინავიდან-მეთქი, არა. იმდენად ბედნიერები ვართ, არც ფოიერვერკი და არც ბუშტები არ გვჭიდება. ჩვენს დიდ ოჯახთან ერთად ყოველი ახალი წელი ნამდვილი დღესასწაულია. სტუმრების მიღებისას ერთმანეთს სიმბოლურ საჩუქრებს გადავცემთ და ვცდილობთ, სიყვარულით გავანებივროთ.

скачать dle 11.3