კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (54)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

№2 რითი ანებივრებენ გათხოვილი გოგონები დათუნა მგელაძეს და რატომაა მისთვის ცოლის მოყვანის თემა მტკივნეული

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მომღერალი დათუნა მგელაძე, სადღესასწაულო დღეებში ყოველთვის ახერხებს ოჯახის წევრები საჩუქრებით გაანებივროს და სანათესაოს გარემოცვაშიც კარგად მოილხინოს. გასული წელი მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა, თუმცა ამ წლისგან კიდევ მეტ გამართლებასა და წარმატებას ელის.
დათუნა მგელაძე: გასული წელი საკმაოდ პასიურად დაიწყო, თუმცა, შემდეგ წარმატებულად განვითარდა – კონცერტები მქონდა, მათ შორის, უცხოეთში, დავიწყე ბიზნესი და შედეგებით კმაყოფილი ვარ. პროფესიის გარდა ჩემი ბედი ბიზნესშიც ვცადე და საკმაოდ წარმატებულად მიდის საქმე, გამიმართლა. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, 2018 წელი ნაყოფიერი და სიახლეებით სავსე იყო, თუმცა პატარ-პატარა გულის ტკენებიც შემხვდა. ამ წლისგან კი მეტ წარმატებასა და პოზიტივს ველი.
– რამდენად გიყვარს დღესასწაულები და როგორ ემზადები შობა-ახალი წლისთვის?
– შობა-ახალი წელი, ბავშვობიდან ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი დღესასწაულია. განსაკუთრებით მიყვარს ახალი წლის დილა, ის სურნელი, რომლიც სახლში ტრიალებს და მორთული ნაძვის ხე. არ მოგატყუებთ, მეც დიდ მონაწილეობას ვიღებ და ჩემი როლი მაქვს-მეთქი, უბრალოდ, ამ ყველაფრით ვტკბები (იცინის). ბოლო ცხრა წელია, კონცერტების, რეპეტიციებისა და გადარბენების გამო ვერც ნაძვის ხის აწყობასა და პროდუქტების ყიდვაში ვიღებ მონაწილეობას. ამას წინათ ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და მთხოვა, მინდა გადაგიღოთ, ვითომ ნაძვის ხეს ოჯახის წევრებთან ერთად რთავთო. არადა, იმდენი ხანია, ნაძვის ხეს არ გავკარებივარ, მისი აწყობა რომ გადაღების გამო დავიწყო, ძალიან ხელოვნური გამოვა.
– თოვლის ბაბუის არსებობის გჯეროდა?
– დიდი ვიყავი, დაახლოებით ცხრა წლის, როცა მივხვდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა და დღესაც ვსაყვედურობ ოჯახის წევრებს, ამდენი წელი სიცრუეში როგორ მაცხოვრეთ-მეთქი (იცინის). მახსოვს, სულ თოვლის ბაბუას ველოდი, როდის მოვიდოდა და მომიტანდა საჩუქრებს. ჩვენს კორპუსში ერთი კაცი ცხოვრობდა, გადაიცმევდა ფორმას, გაიკეთებდა თეთრ წვერს და დადიოდა მეზობლებთან კარდაკარ. მოკლედ, ერთხელ რომ მოვიდა, ვიცანი ჩემი კორპუსის მეზობელი, ფეხსაცმლით „გავშიფრე“ და იქ დაიმსხვრა მითი თოვლის ბაბუაზე (იცინის). წელს თავადაც მეცვა თოვლის ბაბუის ფორმა, სადღესასწაულო განწყობა შევიქმენი და საკმაოდ მომიხდა კიდეც (იცინის). დიდი ხანია, თოვლის ბაბუას საჩუქარი აღარ მოაქვს, ეს ფუნქცია ჩემმა მშობლებმა შეითავსეს, ზუსტად იციან, რა მინდა და მყიდულობენ. თუმცა, საჩუქარი ყოველ წელს მხვდება ნაძვის ხის ქვეშ და ეს რომ არ ვთქვა, ჩემი და მომკლავს (იცინის). სხვათა შორის, მეც ვყიდულობ საჩუქრებს, მიყვარს მოლხენა და ახალი წელი ჩემს ჯიბესაც ძალიან ეტყობა, ჩემს საქციელსაც და ჯანმრთელობასაც (იცინის).
– ოჯახში თუ გაქვთ ტრადიცია, რომელსაც ყოველი წლის დასაწყისში ასრულებთ და არ ღალატობთ?
– როგორ არა. 1 იანვარს მთელი სანათესაო იკრიბება ჩვენთან სახლში და ერთად ვილხენთ. ეს ტრადიცია ჩემი ბავშვობიდან მოდის.
– 2 იანვარს რომ ბედობა იყო, რა დაიბედე და თავად თუ გეძახიან მეკვლედ?
– სხვათა შორის, ძალიან კარგი ფეხი მაქვს და ბედობა დღეს ბევრი მეპატიჟება. გათხოვებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ჯერ ჩემი ფეხის უკმაყოფილო ადამიანი არ მინახავს (იცინის). ვხუმრობ ხოლმე, ჩემი ფეხი გათხოვებას ვერ „არტყამს“, თორემ აწყობილი საქმე გარანტირებული გაქვთ-მეთქი (იცინის). ასე რომ, ვისაც გათხოვება უნდა, მე არ გამოვადგები, ბიზნესის აწყობასა და საქმეში ჩემი ფეხი ნამდვილად ჭრის. თუმცა, რატომაც არა? გასათხოვარმაც უნდა დამპატიჟოს, რა იცი, როდის გაამართლებს ჩემი ფეხები და არ გახდება ჩემივე მოსატეხი (იცინის). წელს ჩემს დასთან ვიყავი მეკვლე, ესეც ტრადიციაა.
– პირად ცხოვრებაში თუ არის შენკენ სიახლე?
– ჯერჯერობით – არაფერი. რომ იყოს, არ დაიმალებოდა. უკვე 32 წლის ვარ და მეტად ვუკვირდები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. ამ ასაკში ასე თუ არ მოიქცევი, საკუთარ თავსაც მოატყუებ და სხვასაც. ტყუილზე აწყობილი ურთიერთობა კი, უბრალოდ, დროის კარგვა და გულის ტკივილია, მეტი არაფერი. ქუჩაში რომ გოგოს ნახავ, კაფეში დაპატიჟებ და ერთ კვირაში ხელს სთხოვ, ასეთი სიყვარულის არ მჯერა. ბევრი მეკითხება, რატომ არ მოგყავს ცოლიო და ამ დროს მოკლე პასუხით შემოვიფარგლები. ეს თემა ჩემთვის მტკივნეულია. ჩემი მეგობრები, საყვარელ ადამიანებთან ერთად, ხან უცხოეთში დადიან, ხან თოვლიან კურორტებზე, მე კიდევ მარტო ვარ. იცით, როგორ გოგოს არ გავეკიდები უკან? ძალიან ეჭვიანს. ამას ვერ ვაპატიებ, ვერც ავიტან და საყვარელი ქალის ეჭვიანობა ცუდად დასრულდება.
– გოგოებში დიდი პოპულარობით სარგებლობ. როგორ გგონია, რაშია შენი ხიბლი და რა მოსწონთ შენში?
– ვერ გეტყვით, რა მოსწონთ და რა ხიბლავთ ჩემში გოგონებს, მაგრამ ამას გულღიად გამოხატავენ. სიტყვა მიყვარხარ, ერთხელ მაქვს ნათქვამი, თან ადრეულ ასაკში და ისიც ჩურჩულით (იცინის). თუმცა, როცა ადამიანს ხმამაღლა გამოუტყდები, მიყვარხარო, ეს დიდი სიამოვნებაა და მე ამით განებივრებული ვარ. საჩუქრებსაც არ მაკლებენ გულშემატკივარი, ფანი გოგონები. მათ შორის, ზოგი გათხოვილია. არ ვიცი, მათ ჩემში რა მოსწონთ, მაგრამ ვიცი, რა უნდა მოსწონდეთ.
– რა უნდა მოსწონდეთ?
– ჩემი შემოქმედება, თორემ ჩემი გარეგნობა და ხასიათი – ეს, მანქანისა არ იყოს, მხოლოდ და მხოლოდ „ნავაროტკებია“ (იცინის). ზოგადად, ადამიანში ნიჭიერება, გარეგნობა, ხასიათი – ყველაფერი ერთმანეთს ავსებს. წუნია არ ვარ, უბრალოდ, დაკვირვებული ვარ და მინდა, ერთხელ მიყვარდეს და ცხოვრების ბოლომდე, ამიტომ მიჭირს საყვარელი გოგოს არჩევა. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დროულად მოდის. რამდენჯერაც ავჩქარდი, ძვირად დამიჯდა. ფრთხილი ვარ და აქედან გამომდინარე, ჩემი ყოველი ნაბიჯი გამართლებულია. ასე რომ, სიყვარულში სიფრთხილე და ნაბიჯების აწონ-დაწონა მიწევს და დღეს მიყვარს და ხვალ არა, ეს ჩემთვის მიუღებელია. სიყვარული ბეწვის ხიდია და მასზე რომ გამომყვეს, ის ადამიანი ფრხილად უნდა ავარჩიო.
– შენთან ერთად ბეწვის ხიდზე სიარული რთული იქნება?
– ძალიან რთული იქნება. ამას სჭირდება ნებისყოფა, გააზრება, ნებისმიერი მოვლენის სწორად აღქმა. თუ გულით ვეყვარები, ჩემს თაყვანისმცემლებსაც გაუგებს და აიტანს და ჩემს საქმიანობასაც გონივრულად მოეკიდება.
– დათუნა, ერთხელ თქვი, დანა-ჩანგლის ჭახა-ჭუხში ვერ ვიმღერებო, ანუ, რესტორანში რომ დაგპატიჟონ, არ იმღერებ?
– ძალიან ბევრჯერ მიმღერია რესტორანში და ვიმღერებ კიდეც. თუმცა, ეს ჩემთვის კომფორტული არ არის. ბევრი ჩემი ძალიან მაგარი მომღერალი კოლეგა მღერის რესტორანში. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა რომ მქონდეს და ოჯახის უზრუნველყოფა მიწევდეს, მეც „გადავახტებოდი“ ჭიქებისა და დანა-ჩანგლის რახა-რუხს და რესტორანში ვიმღერებდი.
скачать dle 11.3