კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რა ტრადიციის დარღვევა უწევს შობა-ახალ წელს მაგდა ვასაძეს და რატომ ვერ გაცვლის ის დამოუკიდებელ ცხოვრებას მამაკაცში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ბოლო პერიოდში მომღერალი მაგდა ვასაძე საკმაოდ შეიცვალა – წონაში დაიკლო, ფორმაში ჩადგა და დამოუკიდებელი ქალი გახდა. როგორც თავად ამბობს, წარმატების მისაღწევად გვერდით საყვარელი მამაკაცი არ სჭირდება და არც უახლოეს მომავალში გეგმავს გათხოვებას. თუმცა, მასთან არის ცხოვრების მთავარი მამაკაცი, ვისზეც ზრუნავს, ვის გამოც იბრძვის და შესაბამისად, მისგანაც იგივე სითბოსა და სიყვარულს გრძნობს.
მაგდა ვასაძე: ერთ ადგილზე ვერასდროს ვჩერდები, ამიტომ გასულ წელს სხვა ეტაპზე გადავედი და ცხოვრება უფრო მეტად დამოუკიდებლად დავიწყე. შევქმენი ბენდი, რომელსაც „ფროჯექტ მაგდა“ დავარქვი და მიხარია, რომ წარმატებულად მიდის ჩვენი საქმე. წელს ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. ზოგადად, გასული წელი, არა მარტო კარიერის მხრივ, ისე ყველანაირად წარმატებული იყო - მე კმაყოფილი ვარ. ამ შობა-ახალ წელსაც, როგორც ყოველთვის სიმღერა დავიბედე და იმედია, მთელი წელი ასე სიმღერ-სიმღერით გავატარებ (იცინის). ახალ წელს, სულ კონცერტებზე ვარ და ამიტომ, ოჯახის წევრებთან ერთად ვერ ვხვდები. ქობულეთში რომ ვცხოვრობდი, 7 იანვარს, შობას, ტრადიცია გვქონდა – ვაცხობდით ღვეზელს, კვერებს... მოდიოდნენ მეზობლები, ვანთებდით სანთლებს და ერთად ვზეიმობდით. სამწუხაროდ, წელს ამ ტრადიციის დარღვევა მომიწევს, რადგან იქ ვერ ვიქნები.
– ბოლო პერიოდში საკმაოდ შეიცვალე იმიჯი, წონაში დაიკელი, თმის ფერიც და სტილიც რადიკალურად სხვანაირი გაქვს. ეს იმის ნიშანია, რომ ახლა შენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგას?
– ჩემი მეგობრბი სულ იმაზე „მეღადავებოდნენ“, ქრონიკულად დიეტაზე ხარო. წონის პრობლემა კი არ მაქვს, უბრალოდ, სასწორზე რომ შევდგებოდი და ერთი-ორი კილო  მომატებული მქონდა, ეგრევე დიეტას ვიწყებდი. სადღესასწაულო დღეებში კი განსაკუთრებულად გავდიოდი და გავდიოდი სიგანეში, ტანსაცმელს ვეღარ ვიხდენდი და დავიწყე ვარჯიში. ზოგადად, ჩვევა მაქვს – ვიწრო ტანსაცმელი უნდა ვიყიდო და მერე მის გამო დავიკლო. ახლა იმდენად დაკლებული ვარ, რომ ყველა მათგანში ვეტევი და კომფორტულად ვგრძნობ თავს. ძველი, დიდი ზომის ტანსაცმელი კი, თავიდან მოვიშორე. ბევრი კარგი ტანსაცმელი მქონდა, მაგრამ მათი გადაყრა ნამდვილად არ დამნანებია (იცინის). შარშან, ამ დროს „უგულავას დიეტა“ დავიწყე  და 3 თვეში 12 კილო დავიკელი. ჩიტივით ვიყავი, მაგრამ, რომ მივხვდი, დიეტის მერე, წონაში ისევ ვიმატებდი, სწორ კვებაზე და ვარჯიშზე გადავედი. მოკლედ, სწორ კვებას მივამატე ვარჯიში და ცხიმები დაიწვა, ფორმები გამოიკვეთა და კუნთები გამაგრდა. ახლა სასურველ წონაზე ვდგავარ, რასაც მინდა, იმას ვიცვამ და თავდაჯერებულიც ვარ. რაც შეეხება თმას, მიყვარს მისი ფერის შეცვლა. შავი თმა მქონდა და მივხვდი, ერთფეროვანი ვიყავი, ამიტომ წითლად შევიღებე. ზოგადად, მიყვარს ექსპერიმენტები, ადრე, ხან გვერდებზე მქონდა აპარსული და ხან სხვადასხვა ფერებში შეღებილი. „მერწყულებს“ ასეთი განსხვავებულობა გვჩვევია, მაგრამ ეს ჩემში ჭარბადაა (იცინის). ერთხელ, არ დამავიწყდება, გავიღიავე თმა, დავიდე იასამნისფერი საღებავი, ჩამამუქა, ჩამაჟამა, ცუდი აურა დამიტოვა. ავდექი და ისევ გავიღიავე, აურა გადავიხალისე და თმა დავიწვი. იმდენი ექსპერიმენტი ჩავატარე, მგონი, საკუთარი თმა სასამართლოში მიჩივლებს (იცინის).
– მაგდა, მამაკაცების მხრიდან გულის ტკენის მსხვერპლი ხშირად ყოფილხარ? თუ არის დღეს შენს გვერდში საყვარელი ადამიანი?
– ერთ რამეს დავაკვირდი: როცა პირადში კარგად ვარ აწყობილი, კარიერაში მოვისუსტებ. ან, პირიქით, კაერიერაში თუ წარმატებული ვარ, პირადში არ მიმართლებს. იმდენად ძლიერი ვარ იმისთვის, რომ წარმატებული და საქმეში რეალიზებული ვიყო, მამაკაცის სტიმული არ მჭირდება. რასაკვირველია, კარგია, როცა საყვარელი მამაკაცი ქალს გვერდში გიდგას, მაგრამ ამის ნაკლებობას არ განვიცდი. ხშირად დამიწყია ცხოვრება თავიდან და ეს არ მაშინებს. ამ დროს იღბალი ყოველთვის ჩემკენ იყო, რადგან, რომ მეგონა, რაღაც დამთავრდა, ახალი დაიწყო. მე მყავს ცხოვრებაში ჩემი მთავარი მამაკაცი – 12 წლის შვილი, ლუკა, რომლის გარეშეც ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ეს არის ადამიანი, ვისთვისაც ვიბრძვი, თავადაც მეხმარება და გვერდში მიდგას. უნდა ნახოთ, დილით ყავას მიკეთებს და საწილში მოაქვს (იცინის). ერთმანეთს მაქსიმალურად ვუვლით და ახლა მასთან ერთად ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს.
– თქვი, ექსპერიმენტები და ცვლილებები მიყვარსო. ეს პირად ცხოვრებაზე თუ აისახება?
– პირად ცხოვრებაში ძალიან თავისუფალი ვარ. მივხვდი, აქამდე იმდენად დამოუკიდებელი არ ვიყავი და არც თავისუფალი. ამიტომაც დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება. მე მყავს მეგობრები, რომლებიც ამბობენ, მინდა, გვერდით საყვარელი მამაკაცი მყავდესო. მე ამის მოთხოვნილება არ მაქვს, ასე მირჩევნია. კიდევ, იცით, რას დავაკვირდი? საქართველოში მამაკაცები ძალიან პატარები არიან და უნდა გაზარდო. რაღა ის გავზარდო, არ ჯობია, ჩემი ენერგია და ნერვები ჩემს შვილს მოვახმარო და ის გავზარდო? (იცინის) ისეთ სფეროში ვარ, ჩემს პირადზე ჭორებიც გამიგია, მაგალითად, ცნობილ მომღერალ მამაკაცთან დამაწყვილეს, მისი საყვარელი ვიყავი. თუმცა, ის ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. გამეცინა, ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ასე რომ, ენას ძვალი აქ აქვს და მზად ვარ გავიგო, რომ ვიღაცის საყვარელი ვარ ან ვიღაცის ცოლი გავხდი (იცინის).
– ესე იგი, შენგან თეთრი კაბის ჩაცმას ამ წელსაც არ უნდა ველოდოთ?
– არა, ჯერ არა. იმდენი გეგმა მაქვს, თეთრ კაბაზე ფიქრის დრო არ მრჩება. ან, ჯერ არ გამოჩენილა ისეთი მამაკაცი, რომელიც ამაზე დამაფიქრებს (იცინის). სხვათა შორის, ერთი დიდი მინუსი მაქვს – როცა ადამიანი მიყვარს, მასზე ვხდები დამოკიდებული და როგორც გითხარით, კარიერაში წინ წაწევა მიჭირს. ახლა იმდენი გეგმა მაქვს და ისეთ წარმატებებზე ვფიქრობ, ჩემს დამოუკიდებლობას სიყვარულზე ვერ გავცვლი (იცინის).
P.S. გარეკანის ფოტოს ავტორია ბექა ჯავახიშვილი.
скачать dle 11.3