კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როგორ გადაურჩა ბაჩო ჩაჩიბაია სიკვდილს პატრიარქის წყალობით და რა საოცრებები ხდება მის ცხოვრებაში

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

ბაჩო ჩაჩიბაია „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიებში გამოჩნდა. სიყვარულში მრვალგზის იმედგაცრუების შემდეგ კატო ოჯახის შექმნას გაცნობის საიტის მეშვეობით ცდილობს და ბაჩოს გმირსაც ოჯახის შექმნა და გამრავლება აქვს მიზნად.
ბაჩო ჩაჩიბაია:  ამ პროფესიაში მოვხვდი კითხვით... მეექვსე კლასში შატალოზე გავიპარეთ. დავინახე, კიბეზე მასწავლებელი ამოდიოდა და დერეფნის ბოლოსკენ, დასამალად გავიქეცი. უეცრად შევნიშნე, ერთ-ერთი დარბაზის კარი ღია იყო. შევედი და ვიკითხე:  აქ რა პონტია-მეთქი. მოდი, მოდი, კარგი პონტიაო, – მთხრეს და სკოლიდან გასაქცევად გამზადებული სცენაზე აღმოვჩნდი. სცენაზე რომ ამიყვანეს, რამდენიმე ლექსი წავიკითხე. ის გარემო ძალიან მომეწონა და მერე პიონერთა სასახლეში დავიწყე სიარული. რამდენიმე სპექტაკლში ვითამაშე, მერე  მივიღე გადაწყვეტილება, რომ თეატრალურში ჩამებარებინა. დედა პროფესიით ექიმია. მისმა პაციენტმა გაიგო, რომ მსახიობობა მინდოდა და დედას უთხრა: რეჟისორი მეგობარი მყავს და შევახვედროთო. იმ ქალბატონს მართლაც შევხვდი. ვისაუბრეთ, 2-3 კითხვა დამისვა და მითხრა: წელს ჯგუფი არ ამყავს, მაგრამ ასეც რომ იყოს, შენ არ მიგიღებდიო... მისგან გამწარებული წამოვედი. ჯერ ვიფიქრე, თეატრალურში აღარ ჩავაბარებ-მეთქი, მაგრამ 3 დღის შემდეგ აზრი შემეცვალა. ჩავაბარებ კი არა, დაგიმტკიცებ, რომ ყველაფერს შევძლებ-მეთქი – წარმოსახვაში მას ველაპარაკებოდი. ამ ქალბატონმა ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. ის რომ არ შემხვედროდა და ასეთი სიტყვები არ ეთქვა, შეიძლება, ჟინი არ გამჩენოდა და დღეს ასეთი რეალიზებული არც ვყოფილიყავი. ინსტიტუტში მაღალი ქულებით ჩავირიცხე. მერე იქაც ძალიან კარგად ვსწავლობდი. მესამე კურსის სტუდენტს მარჯანიშვილის თეატრში მთავარი როლი მომანდეს. ერთ დღეს თეატრში ვიღაც მოვიდა და მითხრა: ბაჩო, შვილო, მე ის ადამიანი ვარ, რომელმაც ინსტიტუტში მიღებაზე უარი გითხრა და ამისთვის ბოდიშს გიხდიო. ბოდიში კი არა, დიდი მადლობა თქვენ ჩემგან-მეთქი.
– შენი სტუდენტობა და უფრო გარდატეხის ასაკი ის პერიოდია, როცა ქუჩა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა.
– ცუდს ვამბობ, მაგრამ მაშინ ან შენ უნდა დაგეჩაგრა ვიღაც ან ის დაგჩაგრავდა. სხვა გზა არ იყო, თან, ისეთ უბანში გავიზარდე – წყნეთის ქუჩაზე... ბევრი ცუდი რამ ხდებოდა. მამა რომ გარდამეცვალა, ძალიან პატარა ვიყავი. ბიძებმა გამზარდეს და ერთ-ერთმა არც თუ ისე კარგ მომენტში დამინახა – ვხულიგნობდი. ძალიან სახელიანი ადამიანი იყო ბიძაჩემი „ჩახალა“ და მან ამიხსნა ქუჩური ცხოვრების დეტალები თავის ძმაკაცებიდან გამომდინარე, ვინც ჰყავდა და ვინც უკვე აღარ ჰყავდა. დაახლოებით მითხრა, როგორი შედეგი ექნებოდა ათი წლის შემდეგ ქუჩურ ცხოვრებას და მივხვდი, რომ მე ეს არ მინდოდა. უკვე გავლილი მქონდა რთული პერიოდი, ომიანობა. როცა თოთხმეტი წლის ხარ და შენი იარაღი გაქვს, ეს ბავშვობა არაა – სხვა თაობა ვიყავით. ოთხ ძმაკაცს გვქონდა ავტომატი და პისტოლეტები – ასეთი დრო იყო. ვიღაც უნდა დაგეჩაგრა, თორემ შენ დაგჩაგრავდა. მაგრამ 13-14 წლის ბავშვს არ უნდა გესმოდეს, როგორ იშლება „კალაშნიკოვი“, საერთოდ არ უნდა გქონდეს იარაღი. წრეში ბურთიდან „კალაშნიკოვზე“ არ უნდა გადახვიდე. ეს ყველაფერი ბიძაჩემმა რომ ამიხსნა, მე მივედი და საძმაკაცოს ვუთხარი, ჩემები ხართ, მიყვარხართ, მაგრამ ეს ცხოვრება ჩემი არაა. ჩემი ბავშვობის ძმაკაცი, რომელიც ახლანდელ თაობას შეიძლება, ახსოვდეს არის „ბადუკა“, გზაჯვარედინზე რომ ორი კაცი ჩაცხრილა მანქანაში. მეორე – გიორგი ჯიქია, რომელზეც, როცა დაიღუპა, გაზეთში დაწერეს: „ალბათ, დღეს ბევრი ბედნიერია, რომ გიორგი ჯიქია ცოცხალი აღარ არის“. ასეთ რამეს რომ იგებ, რწმუნდები: სწორი არჩევანი გააკეთე. მე ვერ ვიტყვი, რომელი ცხოვრება ჯობს, ჩემი თუ იმათი, ყოველ შემთხვევაში, მე ეს მირჩევნია. თან, ბიძაჩემი რომ მელაპრაკებოდა, უკვე ის მომენტი იყო, როცა მსახიობობაზეც ვფიქრობდი და ამანაც იქონია გავლენა.
– რუსთაველის თეატრში როგორ მიხვედი?
– თეატრალურში საკურსო ვითამაშე, რომელიც „თავისუფალ თეატრში“ გადავიდა. იქ მოვიდა სტურუა, სპექტაკლის შემდეგ დაგვპატიჟა რესტორანში. ვიქეიფეთ, დავიშალეთ და სამ დღეში რუსთაველის თეატრიდან მირეკავენ: იქნებ, ხვალ მოხვიდეთ და კონტრაქტზე ხელი მოაწეროთ, შტატში აგვყავხართო. მახსოვს, რომ მადლობა ძალიან მშვიდად გადავუხადე და ტელეფონი რომ გავთიშე, მერე უკვე აღარ მახსოვს, რა ხდებოდა. მგონი, ჭაღიდან მხსნიდნენ (იცინის). „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ იყო პირველი სპექტაკლი, რომელშიც მოვხვდი.
– შენი ცხოვრება გამორჩეულია სასწაულებრივი ისტორიებით. იყო პერიოდი, როცა სრულიად მოულოდნელად შენი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა.
– ახლა აქ არ უნდა ვიყო, უბრალოდ, ილია მეორე შემოვიდა ოთახში და... მას შემდეგ პრობლემებს ძალიან მარტივად ვუყურებ. რეალურად, თურმე, სამი პროცენტი იყო ჩემი გადარჩენის შანსი, მაგრამ მე ეს არ მიგრძნია. საუბარი იყო მენინგიტზე, მაგრამ სამედიცინო ენაზეც ვერ ახსნეს ჩემი დაავადება. ქობულეთში ხუთი საათი ფრენბურთს ვთამაშობდით მზეზე. მერე წყალში რომ შევედი, ცოტა შემცივდა. საღამოს სახლში ვიბანავე, გავთბი, მაგრამ რომ გამოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, ოდნავ რომ გაჟრიალებს. კარაოკე ბარში წავედი და კარგად გავერთე. დილით ვეღარ ადექი, თავი რომ ავწიე ყველაფერი დატრიალდა, ვიფიქრე, რომ ნაბახუსევის ბრალი იყო და ძილი გავაგრძელე. მეორედაც იგივე, მესამედ რომ გავიღვიძე, უკვე სასწრაფოს ექიმი მადგა თავზე. მეკითხებოდა, რა მოხდაო, დავიწყე წინა დღის აღწერა და რამდენიმე სიტყვის შემდეგ, მივხვდი, რომ ვეღარ ვლაპარაკობ, ყბა გვერდზე გამექცა. გავხედე ერთ ხელს ერთი მიქნევს, მეორე  ხელს – მეორე, ვფიქრობ, რატომ და მერე გავაცნობიერე, რომ ესენი კი არ იქნევენ ხელებს, მე ვხტუნაობ და მიჭერენ. მაშინვე ნემსი დამარჭეს, ყბა გასწორდა და დამეძინა. გამეღვიძა სასწრაფოს მანქანაში, შემდეგ – პალატაში. დედაჩემი ჩამოვიდა – აქ ვერ მეუბნებიან პასუხს, თბილისში ჩავალთ და გამოვიკვლევთო. სახლში მივედით, ხუთი წელია, ერთ ოჯახში ჩავდივართ ზაფხულობით და გადასარევად ვიცნობ მის ყველა წევრს. მივედი და ერთ-ერთი მათგანი მეკითხება, როგორ ხარო, კარგად ვარ, გიორგი, კი არადა, დათო, არა... შენ რა გქვია-მეთქი? ვუყურებ, ვიცი, ვინ არის ეს კაცი, მაგრამ სახელი არ მახსოვს. ვხვდები, რომ ირგვლივ არავის სახელი არ მახსოვს. თბილისში ჩამოვედი, ჩანთა დავდე და დავიძინე. გავიღვიძე საავადმყოფოში –  ჩამოსვლიდან ერთი თვე ყოფილა გასული. პირველი, რაც თვალში მომხვდა – ჩემს ოთახში მამაო ლოცულობდა. მეხსიერება ჩვეულებრივად მქონდა, უბრალოდ, სახელებს ვერ ვიხსენებდი. ეს რომ დედაჩემი იყო ვიცოდი, მაგრამ თავიდან იმასაც ვერ ვიაზრებდი, რომ დედაჩემს გიორგი არ ერქმეოდა. პირველი, ვინც ვიცანი, ილია მეორე იყო. ოთახში რამდენიმე ადამიანი შემოვიდა, ჩოჩქოლი ატყდა. შევხდე და ისიც ვიცოდი, ვინ იყო, ისიც – რა ერქვა. კითხვა დამებადა – ვეღარ მივხვდი, სად ვიყავი, რომელ სამყაროში. ილია მეორე ჩემთან მოვიდა და მითხრა, გამარჯობა, ბაჩო, როგორ ხარ? ეს ჩემგან შენო – სალოცავი მაჩუქა, მე შენთვის ვილოცებო. მისი გასვლიდან აღდგა ჩემს გონებაში ყველაფერი. ერთი წლის შემდეგ, როცა კიევში ჩავედით, ძალიან მაგარ ექიმს ვანახეთ ჩემი ტვინის ფოტოები: ერთი – ბათუმიდან რომ ჩამომიყვანეს, მაშინ გადაღებული და მეორე – სამი თვის შემდეგ. ამ კაცმა მკითხა: ნამდვილად ორივე შენი ფოტოა და ნამდვილად სამი თვეა სხვაობაო? კი-მეთქი. ერთი წლის შემდეგ რომ იყოს ასეთი განსხვავება, გეტყვი, რომ ყველაფერი სინათლის სისწრაფით, კარგად მიდის-მეთქი, მაგრამ, რასაც შენ მანახვებ, ეგ მედიცინაში არ არსებობს, ვერ ვხვდები, ამაზე რა უნდა დავწერო. მარტივად გეტყვი, ახლა აქ არ უნდა იყოო.
– შემდეგ ილია მეორეს შეხვდი?
– ამ ამბიდან ბევრი ხანი იყო გასული. მეგობარმა მითხრა, შეგახვედრებო. ავედით სამებაში – დირიჟორს შევხვდით, სიმონი ჰქვია, დღეს ჩემი მეჯვარეა, მან მიგვიყვანა პატრიარქთან. ვუთხარი, მე ვარ ის ადამიანი, რომლის ცოცხლად დარჩენის შანსი სამი პროცენტი იყო, თქვენ ჩემს ოთახში შემოხვედით, ხელი დამადეთ და მე ცოცხალი დავრჩი. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ-მეთქი. არ დაფიქრებულა, მითხრა: შვილო, ის მე არ ვიყავი. ჩემი სახით შენთან შენი მფარველი ანგელოზი იყო მოსულიო. მერე აღარაფერი მახსოვს, კი არ ვტიროდი, ვბღაოდი. ღმერთო, ძალიან დიდი ხანი გვიმყოფე ის ადამიანი მოკვდავებს. მე საავადმყოფოში იმ სართულზე მოვხვდი, სადაც ერთ-ერთი მამაო იწვა. მან გაიგო, რომ იმავე სართულზე პატარა ბიჭი იყო და როცა მასთან მამაოები სალოცავად მოდიოდნენ, ეუბნებოდა, იმ ბავშვთან შედით და ილოცეთო. გონს როცა მოვდიოდი, იმ ორ მამაოს ვხედავდი. მასთან მოვიდა ილია მეორე და ჩემ შესახებ უთხრეს. წამოსვლისას ჩემი ოთახი ისე გაიარა, ჩემზე აღარაფერი უთქვამთ, ვეღარც გაუბედეს. მანქანაში ვუკითხივარ, გადმოსულა და უკან მობრუნებულა. არ ვიცი, რამხელა ადამიანია. მერე კიდევ გავიდა დრო. მე და ჩემი მეორე ნახევარი მარიკა შევხვდით. ერთ თვეში ბავშვს ველოდით და გადავწყვიტეთ ჯვარი დაგვეწერა. მეჯვარეებს დავურეკეთ და ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ მეორე დილის ათ საათამდე ეცალა ყველას და ასეც გადაწყდა. ჯვარი დილით დავიწერეთ და დავიშალეთ. ხინკლის საოცარი მოყვარული ვარ და იქ წავედით მე, ჩემი მეორე ნახევარი, მისი ძმა და დედები. ცოტა ხანში სვიმონი მირეკავს, ჩქარა მოდით, ილია მეორე დაგლოცავთო. გავიქეცით, მივედით ხელზე ვეამბორეთ. მე ხელი მომიჭირა: შენ ჩემთან, ოთახში წამოდი, შენი ცოლიც წამოიყვანეო. შეგვიყვანა თავის ოთახში, მუხლებზე დაგვაყენა და დაგვლოცა. ეს ჩემგან – თქვენს ოჯახსო და ხატი გვაჩუქა. ჩემს მეუღლეს ზუსტად მისი ზომა ბეჭედი გადასცა, რომელიც დღემდე უკეთია და მე – კონვერტი. მივხვდი, რომ თანხა იყო. სახლში ვნახე, რომ სამი ასდოლარიანი იდო და დავიწყეთ ფიქრი, რაში უნდა გამოგვეყენებინა. სამი შვილი გვინდა, ჯერ ორი გვყავს, გადავწყვიტეთ, თითოსთვის თითო დაგვეხარჯა და შევინახეთ. წლები გავიდა და ხელი არ მოგვიკიდია. ერთ მშვენიერ დღეს მეგობარმა გვითხრა, ნაფეტვრებში სახლი იყიდებაო, ყოველთვის მინდოდა საკუთარი ეზო მქონოდა და არც კი დავფიქრებულვარ. მოკლედ, მეგობრებიან-ახლობლებიანად რაც შეიძლებოდა გავაკეთეთ, სესხი ავიღეთ, მაქსიმალუარდ ვეცადეთ, ფული შეგვეგროვებინა, მაგრამ არ გამოდიოდა. არ გვყოფნიდა, სამასი დოლარი გვაკლდებოდა  – ვეღარსად ვშოულობდით... და, აი, მანდ გაგვახსენდა, რომ ის სამასი დოლარი უჯრაში გვედო. არ ვიცი, იმაზეა დამოკიდებული, როგორ შეხედავ ადამიანი, თორემ იმის თქმაც შეიძლება, რომ უბრალოდ, გამიმართლა.
– კიდევ ერთი ისტორიაა ახალგაზრდა გოგოზე, რომელიც თვითმკვლელობას გადაარჩინეთ.
– მე და ჩემი მეუღლე ვგიჟაობთ ხოლმე – მე დღეს ცოლი არ მყავს, მეორე ნახევარი მყავს. იყო დრო, როცა ეს სიტყვები ერთი და იგივე მეგონა, მაგრამ, როცა მას შევხვდი, განსხვავებას მივხვდი. მაგრად გვიყვარს ქეიფები. იმ საღამოს სახინკლედან გამოვისეირნეთ, მეტეხის ხიდის ქვემოთ პატარა ადგილია და იქ ჩავედით, თან სასმელი წავიღეთ. ზემოთ ერთი კაცი შეგვხვდა, ჩავედით იქ გოგოს ელაპარაკება პოლიციელი, ვიფიქრეთ, რომ ჩხუბი იყო. ჩვენ დალევა გავაგრძელეთ. მეუღლემ მითხრა, იმ გოგოს მოვიყვანო. მოიყვანა, დავიწყეთ სიყვარულობანა, დავლიეთ ცოტა. პოლიციელმა მითხრა, ძალიან დიდ ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ ნუ დატოვებთ მაგ გოგოს მარტოო. ამასობაში თითქმის გათენდა და წამოსვლა გადავწყვიტეთ. იმ გოგომ – მე დავრჩები, რუსთავში ვცხოვრობ და ახლა ვერ წავალო. ჩემმა მეუღლემ – წამო, ჩემთან დარჩიო. არც ვიცნობთ, ხელი მოვკიდეთ და მანქანაში ჩავსვით, ხმაც არ ამოუღია. მეორე დღეს გვითხრა, გუშინ თბილისში ჩამოვედი, შეყვარებულთან ჩხუბი მომივიდა. მერე დედაჩემმა გამლანღა, სახლში არ შემოგიშვებო და იმ დონემდე მივედი, ხიდიდან ვხტებოდი, თავი უნდა მომეკლა. ვიღაც კაცმა დამიჭირა და პოლიციელს დაუძახა. მერე ვეუბნებოდი, თავი დამანებე, კარგად ვარ-მეთქი და ერთი სული მქონდა, რომ გასულიყო და თავი მომეკლა. უცბად ვიღაც ბიჭი და გოგო მოხვედით და აქ როგორ ვარ, არ მახსოვსო. ძალიან კარგი გოგო იყო. მერე დაგვირეკა, ჯვარს ვიწერო. უნდოდა, ჩემი მეუღლე ყოფილიყო მეჯვარე, მაგრამ ორსულობის გამო მგზავრობა სახიფათო იყო და ეს ამბავი ვერ გამოვიდა.
скачать dle 11.3