კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 ვისი დაკარგვა იყო ლევან ყოჩიაშვილისთვის განსაკუთრებით მტკივნეული და რატომ გაწყვიტა მან წარსულთან ბოლო ძაფი

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონზე მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება ნინასა და დათოს ოჯახის მიმართაა. ნინას ჯანმრთელობის პრობლემებმა და რთულმა მდგომარეობამ ახალი, სადავო თემები და მაყურებლის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია.
ლევან ყოჩიაშვილი: მე მომეწონა დათოს საქციელი. მას რომ თავიდანვე დაემძიმებინა სიტუაცია, მერე როლს განვითარება აღარ ექნებოდა. ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ ჯობდა, თავიდან მძიმე ემოციური მდგომარეობა თავიდან აერიდებინა, თითქოს ტვინამდე არ უშვებდა – არ უნდოდა, ასე უცებ დაეჯერებინა, რომ ასეთ პრობლემასთან ჰქონდათ საქმე. მგონია, რომ ასეთ დროს ყველა ცდილობს, რეალობას გაექცეს და ასე იყო დათოც, სანამ საბოლოო დასკვნები არ დაიდო.  ადრე თუ გვიან მაინც დადგა ეგ მომენტი, როცა რეალობის აღიარება მოუწია.
– განსაკუთრებით იმ მომენტმა გამოიწვია კრიტიკა, როცა იმ მდგომარეობაში ნინასთან დარჩენას ძმაკაცებთან ყოფნა არჩია. მეუღლე ყველაზე რთულ მომენტში მარტო დატოვაო... არაერთი უაყოფითი კომენტარი წავიკითხე.
– ეგეც იმიტომ, რომ ჯერ არ უნდა, რეალობას თვალებში შეხედოს და ცდილობს, რაც შეიძლება, დიდხანს გაექცეს ამ სიტუაციას. მგონი, ამით ნინასაც უმსუბუქებს მდგომარეობას, იმიტომ რომ ასეთი დიაგნოზი განაჩენივით ისმის. დათო კი დამატებით აღარ უმძაფრებს, მისი წასვლაც და ნინას მარტო დატოვებაც ამის გამომხატველია, მაგრამ როცა უკვე დიაგნოზი დაზუსტდა და კითხვის ნიშნები აღარ დარჩა, მერე ხედავთ, როგორ უდგას გვერდით.
– თქვენს რეალურ ცხოვრებაში ძმაკაცები რა დოზითაა?
– ცხოვრებაში ყველას თავისი საქმე აქვს, სერიალში ყველაფერი უტრირებულია. ბავშვობაში, მოზრდილ ასაკში ბევრი დრო გაქვს მეგობრებისთვის, ძმაკაცებისთვის, მაგრამ როცა შვილები იზრდებიან და საზრუნავი იმატებს, ურთიერთობა არ ცივდება, მაგრამ ყველასთან ურთიერთობისთვის ძველებურად ბევრი დრო აღარ გრჩება. ეს, მგონი, ლოგიკურია და როგორც ყველასთან, ჩემს ცხოვრებაშიც ასეა.
– რთული წარმოსადგენია, მაგრამ დათოს ადგილას თქვენ როგორ მოიქცეოდით?
– პრინციპში, მსგავს სიტუციაში მეც დათოსავით მოვიქცეოდი. როცა შენთვის საყვარელ ადამიანს ასეთი პრობლემა აქვს, მაქსიმალურად ცდილობ, დაეხმარო და მდგომარეობა შეუმსუბუქო.
– მაშინ როგორი ხართ, როცა თქვენს ჯანმრთელობას ეხება საქმე?
– ხომ არიან ადამიანები, თავს რომ განსაკუთრებულად უვლიან და ჯანმრთელობის მდგომარეობას გამუდმებით აკონტროლებენ. მე არ ვარ ამაზე გადაყოლილი, პირიქით, ამ მხრივ ცოტა უყურადღებოც კი ვარ. მაგრამ როცა ცუდად ვარ, ძალიან მსიამოვნებს, ჩემი ახლობლები რომ ჩემი მდგომარეობის თანაზიარი ხდებიან. განსაკუთრებულ მოპყრობას ვითხოვ, ვჭირვეულობ და რაც უფრო დიდ ყურადღებას მაქცევენ, მით უფრო კარგად ვგრძნობ თავს (იცინის). საერთოდ, მგონია, რომ მსგავს სიტუაციებს ქალები უფრო ყოჩაღად ართმევენ თავს. ასეთ დროს ისინი ბევრად უფრო ძლიერები არიან. ქალს შეუძლია აქეთ გაგამხნევოს, მაშინაც კი, როცა თავად აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა. არა მხოლოდ ამ დროს, ბევრ სხვა მომენტშიც ქალები გაცილებით ძლიერები არიან.
– მოდი, 2018 წელი შევაჯამოთ. როგორი იყო ეს წელი თქვენთვის?
– საერთო ჯამში, კარგი წელი იყო, თუმცა რთულიც – ბებია გარდამეცვალა. კარგი გრძნობაა, როცა დიდი ხარ და თან შვილიშვილი გქვია. მის გარდაცვალებასთან ერთად ჩემი და ჩემი ძმების ბავშვობა დამთავრდა. აღარცერთი ბებია და ბაბუა აღარ გვყავს, ის იყო ბოლო ძაფი, რომელიც ლამაზ წარსულთან გვაკავშირებდა და ამიტომ მისი დაკარგვა განსაკუთრებით მტკივნეული იყო.
– თქვენთვის ახალი წელი რასთან ასოცირდება?
– ახალი წელი მაინცდამაინც არ მიყვარს. ბავშვობიდან მოწყენილი ვხვდები ამ დღესასწაულს. ძალიან მიყვარს აღდგომა, მაგრამ ახალ წელს ყოველთვის სევდიანი ვარ, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბავშვობიდან ასეა. სულ მოწყენილი ვარ ხოლმე, თუმცა,  მერე გარემო თავისას შვრება და საერთო მხიარულებას მეც ვყვები. ღმერთმა მრავალს დაგვასწროს, ახალი, კარგი ამბების იმედით და ცუდი ძველ წელში დაგვეტოვებინოს. როგორც ყველასთვის, ეს დღეები ჩემთვისაც ასოცირდება სასიამოვნო სუფრასთან, მოლხენასთან, ოჯახსა და მეგობრებთან. გადაბმული ნაბახუსევიც ამ დღესასწაულის შემადგენელი ნაწილია – როგორც ყველა ქართველისთვის, ისე ჩემთვისაც არანაირი თავშეკავება არ არსებობს ძველით ახალ წლამდე (იცინის).
– მეკვლე ხართ ხოლმე?
– მეკვლეობას ძალიან ვერიდები. ადამიანმა არ იცი, როგორი ფეხი გაქვს და ვის რას მოუტან. დიდი პასუხისმგებლობაა და ამიტომ თავს ვარიდებ. მსურველები არიან ხოლმე, მაგრამ მართლა ძალიან საპასუხისმგებლო ამბავია. ფეხის მჯერა და მეკვლე რომ ხარ, რამე ისე რომ არ გამოვიდეს იმ ოჯახში, უნდა იფიქრო, ვაიდა, ჩემი ბრალიაო. ჩემს ოჯახს რაც შეეხება, ახალ წელს მშობლებთან ვხვდებით ხოლმე და ოჯახის ყველაზე პატარა წევრები არიან მეკვლეები. ბედობისაც მჯერა და ვცდილობთ, ეს დღე მშვიდად, მხიარულად გავატაროთ და სიყვარული დავიბედოთ. იმედია, ყველასთვის ბედნიერების მომტანი წელი იქნება. მთავარია, ქვეყანაში გვქონდეს სიმშვიდე და ადამიანები ცოტა უკეთეს ხასიათზე იყვნენ.
скачать dle 11.3