კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რატი წითელაძის ფილმმა ტრანსგენდერ ქალზე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

რატი წითელაძის ახალმა ფილმმა – „სოციუმის პატიმარი“, რომელიც ტრანსგენდერი ქალისა და მისი ოჯახის ცხოვრების ამბავს გვიყვება, რეჟისორს არაერთი წარმატება მოუტანა.
რატი წითელაძე: „სოციუმის პატიმარი“ არის პირველი ქართული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ჩვენს ისტორიაში, პირველად იქნა ნომინირებული ევროპულ აკადემიაზე, ანუ ევროპულ „ოსკარზე“. გარდა ამისა, ის კვალიფიცირებულია „ოსკარზე“, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ნიშნავს იმას, რომ მანამდე ამ ფილმმა ორ ფესტივალზე გაიმარჯვა. ჩვენებები ლოს-ანჯელესში გაიმართა. ისევე, როგორც ევროპულ კინოაკადემიაზე, ფილმი ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანებმა ნახეს და საკმაოდ ბევრი პოზიტიური გამოხმაურება მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანი და წონიანი ადამიანებისგან მივიღე სასიამოვნო შეფასებები, მითხრეს, რომ ასეთი სიძლიერის ფილმი არ უნახავთ. თან, ეს ფილმი ყოველგვარი დაფინანსების გარეშე გავაკეთე. უბრალოდ, ავიღე კამერა და გადავიღე, რაც მის მინუსადაც შეიძლება ჩაითვალოს და პლუსადაც.
– როგორ გაჩნდა ამ ფილმის შექმნის იდეა?
– სოციალურ ქსელში ხშირად მწერენ ადამიანები, უნდათ საკუთარი ისტორიები გამიზიარონ. ბუნებრივია, რომ ყველას ვერ ვუპასუხებ. ყოველთვის არც ჩემი გრაფიკი მაძლევს ამის საშუალებას და თემებთანაც სიფრთხილეს ვიჩენ. რაც შეეხება ამ ფილმს, მისი მთავარი გმირი ადელინაა, თუმცა ის ერთ ადამიანზე არაა, ეს ფილმი არის მთელ ოჯახზე – დედაზე, მამაზე და შვილზე. ძალიან ხშირად მომდიოდა შეტყობინება ადელინასგან. მწერდა, რომ უნდოდა, საკუთარი ისტორია მოეყოლა. დავუკავშირდი და როცა მისი ცხოვრების შესახებ მოვისმინე, ჩავთვალე, რომ ეს იყო ისტორია, რომელიც საჯაროდ უნდა მომეყოლა. ვიცოდი, რომ კინოცენტრიდან თანხას ვერ მივიღებდი, რადგან მათ ჩემთვის არასდროს არაფერი მოუციათ და ყველაფრისთვის დამოუკიდებლად უნდა გამერთმია თავი. ასეც მოვიქეცი.
– როგორია ადელინას ისტორია, რა იყო მასში განსაკუთრებით საინტერესო?
– მითხრა, რომ არის ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სულ სახლშია და ფაქტობრივად, გარეთ არ გამოდის. როცა მის ოჯახში მივედი, მისი ისტორიით უფრო ღრმად დავინტერესდი, შევხვდი მის მშობლებს და მათთან საუბრის შემდეგ, მივხვდი, რომ ამ ამბავს მათ გარეშე ვერ მოვყვებოდი – ასე შეიქმნა სამი ადამიანის ისტორია.
– როგორც წესი, მშობლებს არამცთუ ფილმში, ანუ საჯაროდ ამბის მოყოლა, საერთოდ, მსგავს რეალობასთან შეგუება უჭირთ ხოლმე. როგორ დაგთანხმდნენ?
– კი, ჩვენთან ეს რეალობაა, მაგრამ ისინი უკვე ეკრანიდან მიცნობდნენ და აქამდე გაკეთებული პროექტებიდან გამომდინარე, ჩემდამი ნდობაც ჰქონდათ. ადელინას დედ-მამა ისე მივიღე, როგორც საკუთარი და ამიტომაც გადავწყვიტე, ფილმი ოჯახის გადმოსახედიდან გამეკეთებინა და მისთვის სექსუალური დატვირთვა არ მიმეცა.  დოკუმენტური ფილმია, რეალური ფაქტებით. საერთაშორისო ასპარეზზე უკვე ძალიან ცნობილი გახდა. თითქმის ყველა დიდ ფესტივალზე აჩვენეს და საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა ეს არაა სკანდალური ფილმი, რადგან სკანდალებს ვერიდები. ეს ფილმი უფრო არტისტული ფილმია ერთი ოჯახის ისტორიაზე.
– გარდა ამ ფილმისა, როგორც ვიცი, შენ, როგორც რეჟისორმა  „ოქროს გლობუსისგან“ მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღე.
– დიახ, „გოლდენ გლობუსის“ პრიზი მოვიგე და მათი საშუალებით ძალიან მნიშვნელოვან პროდიუსერებს და აგენტებს შევხვდები. უნდათ, რომ ამერიკული პროდუქტი გავაკეთო. „გოლდენ გლობუსი“ რომ ექვს საუკეთესო რეჟისორს შორის შეგარჩევს და ასეთ პრიზებს გაძლევს, ეს ნიშნავს, რომ შენში სერიოზულ ტალანტს ხედავს და ფიქრობს, რომ ამერიკის სახელით შენ რაღაც დიდს გააკეთებ. თუმცა, მე რაც უნდა გავაკეთო, ქართველი ვარ და მაინც ქართული სახელი ექნება. „გოლდენ გლობუსზე“ ძალიან მნიშვნელოვან ხალხს შევხვდები და რაღაც ძალიან მასშტაბურის გაკეთებას ვაპირებ, რაც საქართველოსთან იქნება დაკავშირებული. მათ პრიზს რაც შეეხება, პირველად „გოლდენ გლობუსის“ ისტორიაში გადაწყვიტეს, რომ მსოფლიოში ექვს რეჟისორს მისცემენ პრიზის სახით თანხას, მიიწვევენ „გოლდენ გლობუსზე“, ცერემონიებზე, შეახვედრებენ დიდ პროდიუსერებს და აგენტებს, რაც ძალიან დიდი შანსია. სამი რეჟისორი ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებულებიდან შეარჩიეს, სამი ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალიდან, მათ შორის მეც. თავად „გოლდენ გლობუსის“ პრეზიდენტმა დამასახელა საუკეთესო სამ რეჟისორს შორის, რაც განსაკუთრებით ემოციური იყო.
– სკანდალებს ვერიდებიო, თუმცა იყო პერიოდი, როცა საკმაოდ სკანდალური ცხოვრება გქონდა ან ამ ფილმში ტრანსგენდერ ქალზე საუბარი... ასევე, ჭორები შენთან დაკავშირებით, რომ იყავი „კაცი გამოძახებით“, ბევრს საუბრობდნენ ორიენტაციასთან დაკავშირებითაც. რამ გამოიწვია ეს?
– ჭორები ჭორებია, ძალიან დიდი ხნის წინ იყო ეს ამბავი და მიზეზი მართლა არ ვიცი. ჩემთვის წარმოუდგენელია მსგავს რამეზე საუბარი. ადამიანი ერთხელ ცხოვრობ და არა მგონია, რამის დამალვა სწორი იყოს. თუ ჰეტეროსექსუალი არ ვიქნებოდი, ვიტყოდი და ამაზე საუბარს თავს არ ავარიდებდი. ამასთან დაკავშირებით არავის აზრი არ დამაინტერესებდა და ეს არაფერს შეცვლიდა. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მოხდა. ეგ ყველაფერი შეიძლება ათი წლის წინ იყო. მაგრამ რაზეც მაშინ დიდი ამბავი იყო, ახლა ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იქნება, რადგან დროსთან ერთად ბევრი რამ იცვლება. თუ ვინმე ჩემს ორიენტაციაზე საუბარს დაიწყებს, მივხვდები, რომ ამ ადამიანს ჩემს ცხოვრებაზე წარმოდგენა არ აქვს.
– გქონია მამაკაცისგან ურთიერთობის  შემოთავაზება?
– ზუსტად ასეთ კითხვას მოჰყვა წლების წინ ეს ამბები. მე მაქვს პირადი ცხოვრება, მაგრამ მასზე არასდროს ვლაპარაკობ. თუ ვინმეს აინტერესებს, ჩემ გვერდით ნამდვილად ქალია. მოწერით ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება მოგწეროს. თუმცა თუ ფილმს არ ეხება, არ წავიკითხავ, რადგან ამისთვის, უბრალოდ, დრო არ მაქვს. წარსულს რაც შეეხება, ის წარსულია. მაშინდელ რატის რომ ვუყურებ, ვერც ვხვდები, რომ ის მე ვიყავი. ის სხვა ადამიანია, სხვა ღირებულებებით. ათი წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონობა მინდოდა, 15 წლის წინ, ბათუმში ვიყავი და არ ვიცოდი, რა იყო თბილისი, უფრო ადრე არც ბათუმის შესახებ მქონდა წარმოდგენა. ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი, ბევრი არასწორი ნაბიჯი გადავდგი, ალბათ, ბევრი – სწორი და სადაც ახლა ვარ, ამას  არაფერში გავცვლი. მადლობელი ვარ შეცდომების, რომელიც ცხოვრებაში დამიშვია. ზოგი სხვისი შეცდომებით სწავლობს, მე – სხვისითაც და ჩემითაც.
скачать dle 11.3