კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 მარშლის განაჩენი

ვატერლოოზე მარშალ მიშელ ნეის ოთხი ცხენი მოუკლეს. მეხუთედ ამხედრდა, იღრიალა: „შეხედეთ, როგორ კვდებიან საფრანგეთის მარშლები!“ და უკანასკნელად უწინამძღვრა ჯარისკაცებს. ვერ მოკვდა. დააპატიმრეს.
კანონით, როგორც „ასი დღის“ პერიოდში ნაპოლეონის მხარეზე გადასულ სამხედრო მინისტრს, დახვრეტა ეკუთვნოდა. რუსეთის, პრუსიის, ავსტრიის, ბრიტანეთის მონარქებსა და თვით, ლუი მეთვრამეტეს ენანებოდათ გმირი მარშალი და გამოსავალი მოძებნეს:
როდესაც ნეი ქალაქ საარლუისში დაიბადა, მაშინ საარლუისი გერმანიის ნაწილი იყო და, შესაბამისად, გემანიის მოქალაქედ დაბადებული პირი საფრანგეთის კანონით ვერ განისჯებოდა.
მონარქების მითითებით, პროკურორმა ეს არგუმენტი გაახმაურა და სასამართლო პროცესის შეწყვეტა მოითხოვა, მაგრამ ამაზე თავად ნეიმ თქვა უარი – მე ფრანგი ვარ და ფრანგული კანონებით გამასამართლეთო.
დახვრეტა მიუსაჯეს. ნეის ბოლო თხოვნა იყო, თავად ეხელმძღვანელა საკუთარი სასჯელის აღსრულებისთვის!
მარშალმა მიშელ ნეიმ უკანასკნელად გასცა ბრძანება: „ჯარისკაცებო, ცეცხლი!“.
და აი, ასე დახვრიტეს...скачать dle 11.3