კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როგორ გაიტაცეს თბილისის ერთ-ერთი შემნახველი სალაროდან მილიონ 200 ათასი მანეთი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


პრევენციული აცრები
1970 წელს თბილისში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა და დაავადება რომ არ გავრცელებულიყო, საქართველოს დედაქალაქში საკარანტინო რეჟიმი შემიოღეს. ქალაქში შესვლა და იქიდან გამოსვლა მხოლოდ სპეციალური ნებართვით იყო შესაძლებელი. ნებართვას კი პიროვნებას იმ შემთხვევაში აძლევდნენ, როდესაც ის სანიტარულ-ლაბორატორიულ შემოწმებას გაივლიდა და ინფექცია არ აღმოაჩნდებოდა. ამავდროულად, თბილისში პრევენციული აცრების ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობდა. სპეციალური ბრიგადები ყველა უწყებასა და დაწესებულებაში დადიოდნენ და აცრებს აწარმოებდნენ. 4 მაისს ¹4 შემნახველ სალაროში, დირექტორ პარმენ კოდუას კაბინეტში დარეკეს.
– ამხანაგ პარმენ კოდუას ველაპარაკები, მეოთხე შემნახველი სალაროს დირექტორს? – გაისმა ყურმილში მამაკაცის ბოხი ხმა.
– დიახ, – მიუგო 41 წლის კოდუამ, – ვინ ბრძანდებით?
– მე სანიტარული ექიმი რაჟდენ ბუაძე გახლავართ. უწყებებში ქოლერის საწინააღმდეგო აცრებს ვაკეთებთ. დღეს თქვენთან მოვდივართ და დასაზუსტებლად გირეკავთ.
– დიახ. გასაგებია. რისი დაზუსტება გსურთ? – იკითხა კოდუამ.
– ჩემს ხელთ არსებული ცნობების მიხედვით, თქვენს შემნახველ სალაროში ექვსი ადამიანი მუშაობთ: თქვენ, თქვენი მოადგილე, სამი მოლარე და მორიგე მილიციელი.
– დიახ. ასეა, – დაადასტურა კოდუამ.
– ყველანი ადგილზე ხართ?
– დიახ.
– მაშინ, ერთ საათში მოვალთ მე და ჩემი ექთანი გოგონა. როგორც ვიცი, პირველიდან ორ საათამდე შესვენება გაქვთ და აცრებს ამ დროს ჩაგიტარებთ, ამიტომ, არსად გახვიდეთ და საკვების მიღებისგანაც თავი შეიკავეთ.
– კეთილი. გელოდებით, – თქვა კოდუამ და ტელეფონი გათიშა. შემდეგ კი აცრების შესახებ თანამშრომლებს აუწყა.
რაჟდენ ბუაძე და მისი კოხტა თანაშემწე, „ექთანი“ ლიდა ბარამიძე შემნახველ სალაროში ზუსტად დღის პირველ საათზე მივიდნენ. სალარო დაკეტეს, თუმცა სიგნალიზაცია არ ჩაურთავთ. „მედიცინის მუშაკებმა“ ექვსივე თანამშრომელს აცრები ჩაუტარეს... სულ რაღაც ორიოდე საათის შემდეგ კი გაირკვა, რომ შემნახველი სალაროდან მილიონ 200 ათასი მანეთი გაიტაცეს. „სანიტარული სამსახურის წარმომადგენლები“, სინამდვილეში, ბოროტმოქმედები აღმოჩნდნენ. მათ ქოლერის საწინააღმდეგო აცრების ნაცვლად შემნახველი სალაროს თანამშრომლებს დასაძინებელი წამალი გაუკეთეს.
ორუცნობიანი განტოლება
მილიონ ორასი ათასი მანეთის გატაცება, თანაც ასეთი მარტივი ხერხით, არაორდინარული შემთხვევა იყო და შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე უკიდურესად გაღიზიანდა. ამ საქმეში გარკვევა თავისი უწყების საუკეთესო საგამოძიებო ჯგუფს დაავალა, რომელსაც პოდპოლკოვნიკი მიხეილ გაგუა ხელმძღვანელობდა. სკურპულოზურმა კვლევა-ძიებამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ბოროტმოქმედებს მცირედი სამხილიც კი არსად დაუტოვებიათ. ვერ მოხერხდა ფოტორობოტის მიახლოებული ვარიანტის შექმნაც, რადგან შემნახველ სალაროში „ექიმი და ექთანი“ პირბადეებით მივიდნენ. მრავლის მნახველი გაგუა აღფრთოვანებული იყო ამ მძიმე დანაშაულის შესრულების სიმარტივით და ჩიხიდან გამოსასვლელ გზებს ეძებდა. შევარდნაძესთან შეხვედრისას გაგუამ მინისტრს უთხრა:
– იმდენად სუფთა ნამუშევარია, რომ ამ ორუცნობიან განტოლებას ამოხსნის გზა ჯერჯერობით ვერ მოვუძებნეო.
მილიციას ვერც მთელი აგენტურული ქსელის ფეხზე დაყენებამ მოუტანა ხეირი და მძარცველთა ტანდემი მოუხელთებელი რჩებოდა. ერთადერთი იმედი ბედნიერი შემთხვევა ან ახალი დანაშაული იყო, მაგრამ წინსვლა ჯერჯერობით არ ხდებოდა. ერთადერთი, რაც მილიციამ შეძლო, ის იყო, რომ თბილისიდან შესვლა-გასვლაზე კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერდა და ის მაინც ნამდვილად იცოდნენ, რომ ნაძარცვი ფული კვლავ საქართველოს დედაქალაქში რჩებოდა.
გულმოდგინე ზემდეგი
ფანტასტიკური ძარცვიდან ერთი თვის თავზე, 5 ივნისს, თბილისის რკინიგზის სადგურზე 20 წლის ზემდეგი თაზო ქვარცხავა, მეტსახელად „კოდალა“ მორიგეობდა. ის იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებდა, თან, მილიციაში მუშაობდა. თაზო ძალიან დაკვირვებული, გულმოდგინე მუშაკი იყო და თავის მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებდა. ყველა სხვა მოვალეობებთან ერთად, ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ზემდეგ ქვარცხავას თბილისიდან მატარებლით მიმავალი მგზავრებისთვის ქალაქიდან გასვლის ნებართვის საბუთების შემოწმება ევალებოდა – ბაქანზე სპეციალური გამტარი პუნქტები იყო მოწყობილი. საღამოს 7 საათსა და 30 წუთზე „კოდალა“ პირველ ბაქანზე თბილისი-მოსკოვის მატარებლის მგზავრებს ამოწმებდა. მატარებელი ზუსტად 8 საათზე გადიოდა. თაზოსთან ერთად ამ პროცედურას მეორე ზემდეგი კაკო ხვიჩიაც ატარებდა. კაკომ ინვალიდის სავარძელში მჯდომი მამაკაცის საბუთები შეამოწმა. შემდეგ – მისი თანმხლები გოგონასი და რადგან ქალაქიდან გასვლის ნებართვა ჰქონდათ, მატარებლისკენ გაატარა. მგზავრები მამა-შვილი ქეთევან და გურამ ზედგენიძეები იყვნენ. მამაკაცს სხეულის ერთი მხარე თაბაშირში ჰქონდა ჩასმული და გოგონამ სინანულით უთხრა ხვიჩიას:
– ერთი თვის წინ ავარიაში მოყვა და მთელი მარცხენა მხარე დაელეწა. მოსკოვში მიმყავს სამკურნალოდო.
„კოდალამ“ ეს სიტყვები გაიგონა და გულში გაიფიქრა, – მაგარი ბედი ჰქონია ამ კაცსო. საბუთების შემოწმება 19 საათსა და 50 წუთზე დაასრულეს და მორიგე ზემდეგებმა ბაქანზე გაისეირნეს. 20 საათზე კი თბილისი-მოსკოვის მატარებელი ადგილიდან დაიძრა. თაზო ქვარცხავა მოძრავ ვაგონებს აკვირდებოდა, თან სიგარეტს ეწეოდა. მის წინ რომ ეგრეთ წოდებულმა, „საერთაშორისო ვაგონმა“ ჩაიარა, სადაც ორადგილიანი კუპეები იყო, „კოდალა“ შეცბა და ხვიჩიას ჰკითხა:
– „კალიასკაში“ რომ კაცი იჯდა, მთელი მარცხენა მხარე პარალიზებული ჰქონდა, ხომ?
– კი. მისმა შვილმა თქვა ასე, – მიუგო ხვიჩიამ.
– აქ რაღაც ამბავია. ახლახან მოვკარი თვალი, თუ როგორ ხსნიდა ის კაცი შამპანურს და ინვალიდი ამას შეძლებდა?
ხვიჩიამ მეწყვილეს დასცინა – გეჩვენებაო. ქვარცხავამ კი თავისი არ დაიშალა. სადგურის მილიციის განყოფილებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დარეკა და მორიგეს თავისი ეჭვები გაუზიარა. სპეციალურმა ოპერჯგუფმა მამა-შვილი ზედგენიძეები გორში დააკავა და ჩხრეკისას მათ შემნახველი სალაროდან გატაცებული მილიონ 200 ათასი მანეთი აღმოუჩინეს. ისინი მოსკოვში გარბოდნენ და ფული თან მიჰქონდათ. მძარცველები გაასამართლეს და ციხეში10-10 წლით ჩასვეს. თაზო ქვარცხავამ კი სოლიდური ფულადი ჯილდო და ავტომობილ „ფიატის“ რიგგარეშე შეძენის უფლება მიიღო. მოგვიანებით, „კოდალა“ „მურის“ (მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო) ერთ-ერთი წამყვანი თანამშრომელი გახდა და პენსიაზე პოლკოვნიკის ჩინით გავიდა. ის დღემდე მოსკოვში ცხოვრობს.
скачать dle 11.3