კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 იმის გამო, რომ ახალ წელს ძმაკაცებთან ერთად შევხვდი, ცოლი სახლიდან წავიდა

ყოველთვის მეგონა, ცოლი ქმრის ერთგული და დამჯერი უნდა ყოფილიყო, ყველაფერი ეპატიებინა და მოეთმინა. ასე გამზარდეს და ოჯახურ ურთიერთობებს მეც ასე ვუდგებოდი. ჩემი ცოლი არასდროს წასულა ჩემ წინააღმდეგ, პირიქით, ცდილობდა ხელი შეეწყო, იტანდა ჩემს გვიან სახლში მისვლას, ხშირ ქეიფს და საძმაკაცოსთან გატარებულ დღეებს. ისეთი სამსახური მაქვს, ხშირად მიწევს მივლინებები, რესტორანში საქმიანი ვახშამი და სამეგობროც მოქეიფე მყავს. თუმცა, ცოლისთვის არასდროს მიღალატია – შემიძლია, დავიფიცო. შარშან, ახალი წლის დადგომამდე, ოჯახში ყველაფერი მივიტანე, საჩუქრებიც ვიყიდე და სურსათ-სანოვაგეც. 31 დეკემბერს ჩვენს ერთ მეგობარს, სოფლიდან მშობლებმა პურმარილი გამოუგზავნეს და გადავწყიტეთ, ახალი წლის დადგომამდე, ბიჭები იქ შევკრებილიყავით, ცოტა წაგვექეიფა და 12 საათს სახლში შევხვედროდით. მოკლედ, შევიკრიბეთ და დავიწყეთ ქეიფი. ისე გავერთეთ სმა-ჭამა-სიმღერაში, საათისთვის არც აგვიხედია. გარეთ რომ ფოიერვერკების ხმა გაისმა, მერე მივხვდით, რომ ახალი წელი დადგა და ქეიფი გავაგრძელეთ. მოკლედ, ის ღამე ბიჭებმა ერთად გავათენეთ. კი ვცადე სახლში დარეკვა, მილოცვა მინდოდა, მაგრამ სატელეფონო ხაზები გადატვირთული იყო და ვერ დავუკავშირდი. დილით, უთენია მივადექი სახლის კარებს. თან, ვფიქრობდი, მეკვლეც მე ვიქნები, კარგი ფეხი მაქვს და ცოლ-შვილს გადამალულ საჩუქრებს ჩამოვურიგებ-მეთქი. მაგრამ კარგა ხანი რომ არავინ გამიღო კარი, მივხვდი, შინ არავინ იყო. გასაღებით გავაღე და მართლაც, სახლი ცარიელი დამხვდა, მაგიდა კი – გაწყობილი. ახალი წლის ღამით რომ არ მივედი, ჩემს ცოლს მოუკიდია ბავშვისთვის ხელი, ჩაუსვამს მანქანაში და თავის მშობლებთან წასულა. მოკლედ, რომ მივაკითხე, მტრისას, მე ცოლმა ამბავი დამაწია. არ მოველოდი მისგან ასეთ საქციელს – იმის მაგივრად, მე მეთქვა საყვედური, იქით დამცხო: უნამუსო, უპასუხისმგებლო კაცი ხარ. არც ცოლი განაღვლებს და არც შვილი. ჰოდა, წაბრძანდი შენს ძმაკაცებთან, იმათ მოგიარონ, მე და ჩემი შვილი, როგორმე უშენოდ გავაგრძელებთ ცხოვრებასო. რომ მივხვდი, ძალიან იყო გაბრაზებული, ვიფიქრე, დავუყვავებ, ცოტას მოვეფერები, ტკბილ სიტყვას ვეტყვი და შემოვირიგებ-მეთქი, მაგრამ ჩემს ასეთ საქციელზე სულ გადაირია.  ამის მერე, ერთი წელი გავიდა და ვერაფრით შემოვირიგე. შორიდან სულ ვაკონტროლებ, ვადევნებ თვალს და მართლაც არ მაქვს საეჭვიანოდ საქმე. შვილსაც უვლის და სახლშიც, დროულად მიდი-მოდის. ფინანსურად ვეხმარები, მაგრამ მათ გვერდით ყოფნა მინდა. დავაშავე, მაგრამ მოვინანიე და მაინც არ მაპატია. ვიფიქრე, ამ ახალ წელს როგორმე შემოვირიგებ-მეთქი და რომ მივედი, მითხრა: შენი გამოსწორება არ იქნება, რაც შენგან წავედი, მშვიდად ვარ და თავი დამანებეო. ვიცი, ოჯახი ჩემი უაზრო საქციელით დამენგრა, მაგრამ ოღონდ დაბრუნდნენ და მათთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვხვდები, ცოლთან მიმართებაში ბევრი შეცდომა დავუშვი და ახლა ძალიან ვნანობ.
ნუგო, 37 წლის.скачать dle 11.3