კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ამ ბოლო დროს საკმაოდ მიუხეშდება ხელის კანი. რა არ ვცადე – სპეციალური საპონი, კრემი, მაგრამ არაფერი მშველის და იქნებ, რაიმე ისეთი ხალხური მედიცინის საშუალებები მირჩიოთ, რაც ძვირი არ დამიჯდება და იმავდროულად, მიშველის?
პასუხი:
ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ხელის კანისთვის განკუთვნილი ნიღბები, რომელიც არც ძვირი დაგიჯდებათ და მათი დამზადება სახლის პირობებშიც არ არის ძნელი. კერძოდ: 1 კვერცხის ცილა შეურიეთ 1 ცალი ლიმონის წვენს. წაისვით ხელზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით. ეს ნიღაბი არა მარტო არბილებს, არამედ ათეთრებს ხელის კანს. 1 სუფრის კოვზი ზეთი შეურიეთ 1 კვერცხის გულსა და 1 ჩაის კოვზ თაფლს. წაისვით ხელზე, ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და გაიჩერეთ 1-2 საათით. ასეთი ნიღბის შემდეგ, ხელის კანი აბრეშუმივით ნაზი ხდება. მოხარშეთ 2 ცალი კარტოფილი, გასრისეთ, დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა რძე. წაისვით ეს მასა ხელებზე და გაიჩერეთ სრულ გაგრილებამდე. ჩამოიბანეთ წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.
კითხვა: ყოველ დილა-საღამოს, დაბანის მერე, ტანზე სურნელოვან ლოსიონებს ვისვამ. მეგობარმა მითხრა, რომ რასაც კანზე ვისვამთ, ის ორგანიზმშიც შეიწოვება და ჯანმრთელობისთვის საშიშიაო. ეს სიამრთლეა?
პასუხი:
დიახ, რასაც კანზე ვისვამთ, პრაქტიკულად ყველაფერი ორგანიზმში შეიწოვება. ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ მოვლის საშუალების შემადგენლობას და მის შერჩევას ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ, როგორც კვების პროდუქტების. კანს გააზრებული ზრუნვა ესაჭიროება, მისი კვება კი უმჯობესია ბუნებრივი საშუალებებით. კანისთვის სასარგებლოა: ჟოჟობას ცხიმის, ალოეს წვენის, კაკაოს ცხიმის, ქოქოსის ზეთის შემცველი საშუალებები. ეს ინგრედიენტები ცალ-ცალკეც ძალიან კარგია, ხოლო ერთობლიობაში კანს არბილებს, ატენიანებს და ორგანიზმიც ზედმეტი ტოქსინებით არ იტვირთება.

скачать dle 11.3