კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი 2003 წლის 11 ოქტომბერს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიბადა. რა არის მისი კარმული მისია, მომავალში რომელ სფეროში ელის წარმატება და რომელი უცხო ქვეყნებია მისთვის სასურველი?
პასუხი:
მისი კოსმიური მისიაა, წარმოაჩინოს ხასიათში დადებითი თვისებები. კერძოდ, უნდა იყოს აქტიური, ინიციატივიანი, შრომისმოყვარე, უნდა შეძლოს ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა, დაეყრდნოს უშიშარ მებრძოლ სულისკვეთებას. იმავდროულად, სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე, იდილია და არა აგრესია ან დეპრესია. უნდა იყოს მშვიდობის მტრედი. ურთიერთობაში გამოიყენოს დიპლომატია, კომუნიკაბელურობა, კეთილშობილება, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, სამართლიანობას. ამ თვისებების გამოვლენით თქვენი შვილი განვითარების სწორ გზას დაადგება, მიაღწევს წარმატებებს ცხოვრებაში და კოსმიურ მისიასაც შეასრულებს. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, მისთვის ასეთებია: სამხედრო სტრუქტურები, სპორტის ფართო სპექტრი, მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი ან დიზაინი, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, სახანძრო, სამაშველო საქმიანობა, სამართალდამცავი ორგანოები, სადაზღვევო ორგანიზაციები, პოეზია, ლიტერატaურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, გაზის ინდუსტრია ან ბიზნესი. რაც შეეხება უცხოეთს, მისთვის კარგია ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, როგორებიცაა: ინგლისი, დანია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ალასკის მხარე, კორეა, ავსტრალია, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამის აღმოსავლეთი ნაწილი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, იტალია ჩრდილო ნაწილის გამოკლებით, უფრო მისაღებია სამხრეთი ნაწილი, ასევე, არგენტინა, სან-მარინო, ესპანეთი, მონაკო, ლატვია, გვატემალა, ჰავაის კუნძულები, ავსტრია.
კითხვა: დავიბადე 1991 წლის 17 ივლისს. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელ სფეროში მოვსინჯო ძალები, რომ წარმატებებს ადვილად მივაღწიო?
პასუხი:
პროფესიებიდან თქვენთვის სასურველი და წარმატების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, პოლიტიკის სფერო, საათების ბიზნესი ან შემოქმედება, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობისა და მედიცინის ფართო სპექტრი, განსაკუთრებით ტრავმატოლოგია, ასევე, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ავტომატიკა, ტელემექანიკა, კავშირგაბმულობის ფართო სპექტრი. ყველა ამ ჩამოთვლილ სფეროში წარმატების შანსი გაცილებით დიდი გაქვთ.скачать dle 11.3