კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 ვისთვის იქნება 2019 წელი იღბლიანი

თუ სიფრთხილეს და წინდახედულობას გამოიჩენთ, 2019 წელი სასიყვარულო თვალსაზრისით, საკმაოდ პოზიტიური იქნება. წელს კარგია დაოჯახება და შვილის გაჩენა. ეცადეთ, ნაკლები შეცდომა დაუშვათ, რადგან მათი გამოსწორება გაგიჭირდებათ.
ვერძი – წელს თქვენთვის სიყვარულის პოვნა ძნელი არ იქნება, თუმცა, კარგად უნდა დააკვირდეთ, რამდენად მისაღებია ის პიროვნება თქვენთვის, ვის გვერდითაც რომანტიკულ დღეებსა და სასიყვარულო რომანს გეგმავთ. არ არის გამორიცხული, გრძნობებმა აგიყოლიოთ და შეცდომა დაუშვათ. ეს თქვენს ცხოვრებაზე ცუდად აისახება.
კურო  – სიყვარულში ბევრი გამოცდა გელით. ეცადეთ, სიტუაცია კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ, თორემ გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდებით. თუ გსურთ, პირადი ცხოვრება მოიწყოთ, გარისკეთ – ყველა ძალა და ღონე იხმარეთ, იმ ადამიანის მოსახიბლად, ვინც გიყვართ და ყველაფერი გამოგივათ.
ტყუპები –  მოგიწევთ, მეტი ნდობა გამოიჩინოთ საყვარელი ადამიანის მიმართ. ემოციური გადაწყვეტილებების მიღება კარგ შეეგებს არ გპირდებათ. ეს წელი სასიყვარულო-რომანტიკული შეხვედრებით იქნება დატვირთული, იღბალი ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ.
კირჩხიბი – ვნებებს აყოლა და სასიყვარულო გატაცებები ბევრჯერ დაგიგებენ მახეს. ფლირტაობისა და ახალი სასიყვარულო გატაცების გამო, შესაძლოა, სწორედ ის ადამიანი დაკარგოთ, რომელიც ნამდვილი სიყვარულია და ამით, ცხოვრება დაინგრიოთ. ცდუნებებს არ აჰყვეთ. წამიერი სიამოვნების გამო ნუ დაინგრევთ იმ სასიყვარულო კავშირს, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
ლომი – სჯობს, თქვენი სიმპათია მხოლოდ იმ ადამიანის მიმართ გამოხატოთ, რომელიც სასიყვარულო სფეროში ერთგულია. მიუხედავად პრობლემებისა, შეგიძლიათ, თქვენი ცხოვრება თავადვე შემოაბრუნოთ უკეთესობისკენ. ამაში იღბალი და ვარსკვლავების კეთილგანწყობაც თქვენს მხარესაა.
ქალწული – მოსალოდნელია როგორც რომანტიკული შეხვედრები და სასიამოვნო სიურპრიზები, ასევე დაძაბულობა, კამათი და გაუგებრობები. ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებათ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, თავბრუდახვეულმა, თქვენი პირადი ცხოვრება არასწორად დაგეგმოთ.
სასწორი – მოსალოდნელია მთელი რიგი ცდუნებები, ღალატი, ვნებათაღელვა და ამავდროულად, სიყვარულში გამართლება. სიფრთხილე გამოიჩინეთ სასიყვარულო პარტნიორების გვერდით ყოფნისას. გაწონასწორებული, ცივი გონებით აწონ-დაწონეთ სიტუაცია და ისე იმოქმედეთ.
მორიელი – გააკონტროლეთ ემოციები, რადგან მოსალოდნელია სიტუაციების დაძაბვა საყვარელ ადამიანთან. სჯობს, ურთიერთობა გააღრმავოთ, წლის ბოლოს კი, მიიღოთ გადაწყვეტილება და სიყვარულში საბოლოოდ გადადგათ გაბედული ნაბიჯები.
მშვილდოსანი – ეს წელი სიყვარულის კუთხით, ცოტა პრობლემურია, თუმცა სტაბილური. ღორის წელიწადში კარგი შანსი გაქვთ, ისე მოაგვაროთ სიტუაცია, რომ რაიმე გართულებას არ ჰქონდეს ადგილი პირად, სასიყვარულო და რომანტიკულ ურთიერთობებში.
თხის რქა – გამოიყენეთ ყველა ის რეალური შანსი, რაც თქვენს ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის. არ თქვათ უარი რომანტიკულ შეხვედრებზე. მიმოიხედეთ ირგვლივ და აღმოაჩინეთ ის ადამიანი, ვინც მომავალში თქვენი ერთგული სასიყვარულო პარტნიორი გახდება და ყოველ წამს, სიყვარულით გაგილამაზებთ.
მერწყული – მოგიწევთ გააკონტროლოთ თქვენი ამბიციები. მოემზადეთ! დასაოჯახებელ მერწყულებს წინ ბევრი სასიამოვნო ნაცნობობა და შეხვედრა გელით. დაოჯახებულებს კი – ფლირტი და ფარული სასიყვარული შეხვედრები კატეგორიულად გეკრძალებათ.  
თევზები –  შეცდომებისგან არ ხართ დაზღვეული, ამიტომ მაცდუნებელ სიტყვებს ბრმად ნუ ენდობით. ბედში მოსალოდნელია რადიკალური ცვლილებები, სასიყვარულო სფეროში კი – მთელი რიგი დადებითი მოვლენები. ეს ქაოსი ისე უნდა მოირგოთ, რომ პირად ცხოვრებაში მოგებული დარჩეთ.
скачать dle 11.3