კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როგორ ებრძვის ეშმაკი ადამიანს

წმიდა იოანე სინელი ამბობს, რომ გარკვეული დროით დემონები იმალებიან და არ გვებრძვიან, რათა მოვდუნდეთ და დიდი ვნებები პატარად მოგვეჩვენოს. ხდება ისეც, რომ დემონები შორდებიან ადამიანს და ეს უკანასკნელი არანაირ ბრძოლას არ გრძნობს. ეუფლება სხეულებრივი და სულიერი სიმშვიდე. ამ დროს თვითკმაყოფილების დემონი კმაყოფილია და სხვა დემონებს აღემატება.
***
დროთა განმავლობაში დემონები „იყოფიან“. ზოგიერთი მათგანი აწუხებს ადამიანს, სხვები კი, თუ მოუხმობ, ანგელოზის სახით მოდიან დასახმარებლად. ეს ხდება იმიტომ, რომ აცდუნონ ადამიანი, თითქოს ნამდვილად ანგელოზები არიან. ზოგჯერ დემონები აღძრავენ გულისთქმას ჩვენს წინააღმდეგ და ამავდროულად გვაიძულებენ ვილოცოთ, ვითომდა მათ წინააღმდეგ. ეს ხდება იმიტომ, რომ შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს დავიწყეთ მათი დამარცხება და აღარ გვეშინია. წმიდა ნიკიტა სტითატი ამბობს, რომ დემონები შფოთის აღსაძვრელად ძილს გვაცლიან წამწამებიდან. ვიცით, რომ უძილობის დროს ადამიანი ბრაზდება, როცა არ იცის, რომ ის მდგომარეობა შეიძლება, ლოცვისთვის გამოიყენოს. ზოგჯერ კი ეშმაკი, პირიქით, ძილს იწვევს და აწყვეტინებს ლოცვას, რადგან იცის, რომ ის მისი მტერია. აღვწერეთ წმიდანების ზოგიერთი სწავლება ეშმაკის მოქმედებების შესახებ. არსებობს კიდევ მეტი. ვინც ამ ღვაწლით იღვწის, ის აუცილებლად გამოიცდება ეშმაკის ხრიკებით და იგრძნობს მის ყოფნას. ხშირად მიეახლება მის ძალასაც. ბევრი ასკეტი აღწერს ამ მოვლენას. მათში არ იგულისხმება მათი ფსევდო შეგრძნებები, არამედ სინამდვილე, რადგან ეშმაკი არსებობს და არის ჩვენი ცხონების უდიდესი მტერი. ათონის წმიდა მთიდან ერთმა ბერმა მითხრა: „ვინმე ათი წელი თუ დარჩება წმიდა მთაზე, მაშინ გაიგებს, რა არის ეშმაკი“. ჩვენ, საერო სამყაროში მცხოვრებთ, არ შეგვიძლია ამის გაგება, რადგან ეშმაკი მცირე ძალითაც გვიმორჩილებს, განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება. ჩვენ დაგვიმონა გარეგნული ზეწოლით და ფსევდო შეგრძნებებით.
ვინც აღვწის ვნებებისგან განსაწმენდად და გონებითი ლოცვისთვის, არა მხოლოდ შეიცნობს ეშმაკის ცბიერ ძალას, არამედ გამოსცდის ღმერთის სიყვარულსაც. იმ დროსაც კი, როდესაც ეშმაკი ჩნდება, გრძნობს, რომ ძალიან უყვარს იგი ღმერთს. განსაკუთრებულია ეს სიყვარული და ესმის კარგად, რომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს ეშმაკმა, ის ვერ გახდება ჩვენი ცხოვრების დამაბრკოლებელი. იგი გვძულს განსაკუთრებით და ვებრძვით გამორჩეული ძალით. ამიტომ წერს წმიდა გრიგოლ პალამა: „ღმერთის ნების თანამოქმედია ეშმაკი მუდამ, მაგრამ ეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება“. ამიტომ ერთი ღმერთშემოსილი წმიდანი ამბობდა: „ცუდი კარგთან თანამოქმედებს“, ისე, რომ არ უნდა ეს და არ ესმის კარგად, ხდება ღვთის სურვილის აღმსრულებელი და ეს სურვილი არის ჩვენი განწმენდა და ცხონება. უნდა ვიცოდეთ, როგორ ვებრძოლოთ ეშმაკს. რა სულიერ საშუალებებს გვთავაზობს ეკლესია, რომლითაც დავშლით ეშმაკის ყოველგვარ ზემოქმედებას.
იეროთეოს ვლახოსიскачать dle 11.3