კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 შეთქმულები?!

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


ანუ ცეკვა რკინიგზული

​ახალი, 2019 წელიც დედაქალაქმა „საცობებით“ აღნიშნა, ან კი როგორ არ აღნიშნავდა, როდესაც თბილისს უვარგისი მოქმედი გენგეგმა აქვს და საკრებულოში დასამტკიცებლად გამზადებულიც წინამორბედის ბედის თანაზიარია?! ან კი როგორ არ იქნება (უვარგისობაში თანაზიარი), როდესაც ახალი გენგეგმის პროექტის შემდგენელებს („სითი ინსტიტუტი საქართველო“) სატრანსპორტო კვლევა არც კი ჩაუტარებიათ (ეს ჩვენი საქმე არ არისო, ძვირი ჯდებაო, ბიუჯეტი ამის საშუალებას არ გვაძლევდაო), თუმცა იშველიებენ გერმანელი სპეციალისტების დასკვნას, რომლებიც თვალად არავის უნახავს, ცხადია, „სითი ინსტიტუტელების“ გარდა.
ეს კიდევ ნახევარი უბედურება იქნებოდა („საცობები“, ლამისაა, დედის რძესავით შევისისხლხორცეთ), რომ არა მორიგი სიურპრიზი, კერძოდ, რკინიგზის გადატანის პერსპექტივა, რასაც ჯიუტად „აწვებოდა“ (მომიტევეთ ჟარგონისთვის) „სითი ინსტიტუტი საქართველო“, მას კი მხარს უჭერდნენ „ნაციონალებიც“ და მათი განაყარი „ევროპელი დემოკრატებიც“, ელისაშვილის ჩართულობით და თუმცა კალაძის მერია თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა,  როგორც ჩანს, ზეწოლას დაჰყვა.
რაკი გენგეგმის პროექტის ის საბოლოო ვერსია, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, თვალად არავის უნახავს (არადა, კანონი გვარწმუნებს, დოკუმენტი საჯაროაო), გვიწევს დავკმაყოფილდეთ სხვათა ნაამბობით (ოღონდ თავს დავდებ გილიოტინაზე, რომ საკრებულოს დეპუტატებს თავიდან ბოლომდე კი არადა, გვარიანად მოზრდილი მონაკვეთიც არ ექნებათ წაკითხული იმ გენგეგმიდან, რომელიც უნდა დაამტკიცონ!). ჰოდა, ისე სხვები (ამჯერად „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი გიორგი ზაზაშვილი გვამცნობს) აცხადებენ, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ თბილისის ცენტრალური სადგურიდან რკინიგზის გადატანის რამდენიმე ვარიანტიდან ერთი პროექტი შეარჩია და, თურმე, კომერციულად გამართლებული და დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის ყველაზე მისაღები, ცენტრალური ვაგზლიდან როგორც სატვირთო გადაზიდვების, ისე სამგზავრო ნაწილის გადატანაა.
ვრცელია და ბუნებრივია, ერთ მცირე ამბად ვერ ჩავტევთ, ამიტომ მხოლოდ ერთს ვიტყვი: საქართველოს სარკინიგზო დერეფანი ისედაც არაკონკურენტუნარიანია რუსეთის სარკინიგზო დერეფნის (იმიტომ რომ ძვირია), თბილისის რკინიგზის გადატანა კი გააძვირებს ტარიფს და გაკოტრების პირას მყოფ რკინიგზას კიდევ უფრო გააკოტრებს, რომლის ერთადერთი მუშტარი რფ-ის რკინიგზაა, რომელიც ამ ერთი მოქმედებით გაანეიტრალებს თავის კონკურენტ სარკინიგზო დერეფანს, პირდაპირ დაუკავშირდება ირანს და დაასუსტებს საქართველოს სადერეფნო ფუნქციას, ანუ ქვეყნის უსაფრთხოებას.
იმას გარდა, რომ თბილისის რკინიგზის ამოჭრა დედაქალაქიდან ურბანული განვითარებისთვის პერსპექტივის მოსპობაა (ყოველ შემთხვევაში, დასავლელი საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით).
აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვები: ვის დაკრულზე აცეკვდნენ დედაქალაქის საკრებულოს როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური ფლანგის დეპუტატები?!
скачать dle 11.3