კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რას უკრძალავდა მამა სალომე ჭაჭუას და რა იყო მისთვის დამანგრეველი სასჯელი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

2018 წელი სალომე ჭაჭუასთვის საკმაოდ წარმატებული იყო. რაც მთავარია, მან თავისი ბავშვობის ყველაზე დიდი ოცნება აისრულა. 2019 წელსაც სალომეს ბევრი საინტერესო გეგმა აქვს.
სალომე ჭაჭუა: ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ძალიან წარმატებული წელი მქონდა – განვითარების. ახლა გავიგე, რას ნიშნავს სამეჯლისო-სპორტული ცეკვები. სულ მიდის დავა: სპორტია თუ ხელოვნება. 2018 წელს მივხვდი, რომ ჯერ ხელოვნებაა და შემდეგ – სპორტი. 2018 წელს ავიხდინე ოცნება: შევხვდი იმ მოცეკვავეებს ვის ვიდეოებსაც მთელი ბავშვობა ვუყურებდი, მათ ვიდეობზე გავიზარდე. საოცრებაა, როდესაც შენს ოცნებას აიხდენ.  პირველად ეს ადამიანები რომ დავინახე, თვალებს რომ იფშვნეტ და ბოლომდე არ გჯერა, ის დამემართა. ერთია, რომ მაგარი მოცეკვავეები არიან და მეორე – რამდენად ძლიერი ტრენერები. ტრენერის ამპლუაში უფრო საინტერესოები აღმოჩდნენ, გაგიჟებული ვიყავი.
– ჩვენ ვიცით, რომ შენს სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო ხარ. მაგრამ საინტერესოა, როგორია სპეციალისტების შეფასებები.
– მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი. ერთი რამის თქმა შემიძლია: სადაც უნდა წავიდე, გამორჩეული რომ არ ვიყო, მოვკვდები. ამისთვის ძალიან ბევრს ვაკეთებ და რაშიც, უპირველეს ყოვლისა, შრომა იგულისხმება. სადაც ჩავსულვარ, იქ ყოველთვის ვარ ერთ-ერთი გამორჩეული და ამას ყოველთვის აღნიშნავენ.
– ცხოვრებაში არ ხარ ასეთი?
– სულ ვამბობ, რომ სცენაზე და სამსახურში აბსოლუტურად სხვანაირი ვარ, ცხოვრებაში კი – სულ სხვანაირი. ნაკლები ლაპარაკი მიყვარს და ყოველთვის ვამბობ, რომ ვსაუბრობ მაშინ, როცა საჭიროა. მირჩევნია, ჯერ სხვას მოვუსმინო, დასკვნები გავაკეთო. მშვიდი ვარ და ჩემი მშვიდი სამყარო მაქვს, რომელიც სამეგობროს, ოჯახს, ბუნებას მოიცავს. აქტიური ცხოვრებაც მიყვარს, მაგრამ ჩემი პროფესია იმდენად აქტიურია, რომ ცხოვრებაში როცა მეძლევა საშუალება მცირე ხნით დავისვენო, მირჩევნია სიმშვიდეში ვიყო. ზღვაზე, მთაზე ვგიჟდები. ექსტრემალური გართობაც მიყვარს: სნოუბორდი, თხილამურები. მაგრამ ძალიან ნელა, ფაქიზად ვსრიალებ, ფეხებს, ხელებს ვუფრთხილდები. ბავშვობაში ძალიან ხიფათიანი ვიყავი, იმდენი „შრამი“ მაქვს.... სულ ეზოში ვიყავი და სულ ჩემი წივილ-კივილი ისმოდა. დედაჩემი ძალიან წყნარია, გადმოიხედებოდა ფანჯრიდან, ხელს დამიქნევდა და სახლში უნდა ავსულიყავი. მამა თუ გამოდგებოდა, „ვსიო“ სახლში უნდა ვმჯდარიყავი. ყველაზე დამანგრეველი სასჯელი იყო – ცეკვაზე აღარ მიდიხარო.
– რამდენად ხშირად ითხოვ ადამიანებისგან დახმარებას?
– ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და დახმარება. მე იშვიათად შეიძლება, ვითხოვო დახმარება. თუ რამეს განვიცდი ან მიჭირს, არ შემიძლია გამოვხატო. ძალიან ახლობელი უნდა იყოს, რომ ამას მიხვდეს. ძალიან შევიცვალე. როცა წინაღობას ვხვდები, საღად ვუდგები, ვიაზრებ და სასოწარკვეთილებაში არ ვვარდები. ადრე არ ვიყავი ასეთი, უფრო ბევრს ვფიქრობდი, განვიცდიდი. ყველაფერი, ალბათ, გამოცდილებამ მოიტანა. ძალიან მაგარი განცდაა და ასეთი სალომე უფრო მეტად მომწონს, რადგან გავძლიერდი, წინააღმდეგობებსაც უფრო ადვილად  ვუმკლავდები, ცივი გონებით ვხვდები.
– რა არის თვისება, რომელსაც მუდმივად ებრძვი?
– ძალიან „წიკიანი“ ვარ, მაგრამ ამით არავის ვუშლი ხელს, არ ვაწუხებ. მაგალითად, სამზარეულოში თუ კარი ღიაა, საჭმელს არ შევჭამ, რადგან რაღაც სხვა სუნს ვგრძნობ. ჩემი უცნაურობები მაქვს. მერე საკუთარ თავს გამოწვევას ვუკეთებ: მოდი, ამას უნდა გადავეჩვიო-მეთქი და ვეჩვევი.
– ადამიანებთან ურთიერთობაში ყოველთვის იცავ ზღვარს?
– ადამიანთან ურთიერთობაში ზღვარი ყოველთვის მაქვს, მეგობრებთანაც, უახლოეს დაქალთანაც, სამსახურში, ოჯახის წევრებთან. ადამიანები რომ გამიცნობენ, მეუბნებიან: ცივი მეგონე,  „სწერვა“ და როგორი სხვანაირი ყოფილხარო.
– რომელი ახალი წელი გახსოვს დღემდე განსაკუთრებულად?
– ყოველი ახალი წელი განსაკუთრებულად მახსოვს. ერთხელ ჩემი მეგობარი მოვიდა მეკვლედ. ცალ ხელში კანფეტები ეჭირა, მეორეში – ნამცხვრები. კანფეტები უნდა შემოეყარა და ნამცხვრები დაგვიტყეპა იატაკზე. რაც შეეხება სევდიანს, ჩემი და ავარიაში მოყვა. ცხოვრებაში პირველად გამიშვეს ახალ წელს გარეთ, ჭკუაზე არ ვიყავი, ძალიან ბედნიერი და უცებ მირეკავს ჩემი ძმა: სახლში მოდიო. ჩემი და და სიძე მოყვნენ ავარიაში, გადარჩნენ. მაგრამ ახალ წელზე რომ ვსაუბრობთ, ეს ფაქტი მახსენდება.
– არ გიშვებდნენ გარეთ?
– მამაჩემი არასდროს არსად მიშვებდა, არც არავისთან მტოვებდა. მეუბნებოდა: უშენოდ ვერ დავიძინებო. ექსკურსიებზეც არ მიშვებდნენ, დიდ, მასშტაბურ
კონცერტებზეც არ ვარ ნამყოფი. შარშან პირველად ვიყავი „აეროსმიტის“ კონცერტზე, დიდ არენაზე. შოკში ჩავვარდი, ჯერ ხომ მაგარი კონცერტი იყო და მერე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ამხელა აუდიტორიის წინაშე ვიდექი, ამდენი ხალხი იყო, ამხელა სცენა. ერთადერთი, რასაც მაშინ ვაპროტესტებდი, იყო ის, რომ დაქალებთან მინდოდა დარჩენა და არ მტოვებდნენ. უბრალოდ, ისე კარგად მიხსნიდა მამა, რატომ არ უნდა წავსულიყავი, რომ არ მწყინდა.
– პირად საუბარში მითხარი, ჩემი სტუდიის ბავშვებს ზღაპარი მოვუწყვეო.
– ჩემი სტუდია 5 წლის ხდება. მე და ჩემი ბავშვები ყოველთვის ერთად ვაწყობთ ნაძვის ხეს. წელს სამი ცოცხალი ნაძვის ხე ვიყიდე. დავბეჭდე პატარ-პატარა ფოტოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში სტუდიას დაუგროვდა და მოვრთე. წინ წითელი სახლი დავდგი, ფერიები, გირლანდები, პეპლები, თოვლი, განათებები – ლამაზი ზღაპარი გამოვიდა.
– შენთვის არ მოუწყვიათ ახალ წელს ზღაპარი?
– დედა და მამა მიწყობდნენ ხოლმე. სხვას რამე განსაკუთრებული ზღაპარი ჯერ არ მოუწყვია.
– „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვისთან ერთადაც გამოჩნდი, ყველასთან დაგაწყვილეს. ახლა ამბობენ, სალომესა და გიორგის ერთმანეთი მოსწონთო. მართალია?
– კი, არის კითხვები – ერთმანეთი ხომ არ მოსწონთო... მე მინდა, ყველას გავუქარწყლო და ვუთხრა, რომ მე და გიორგი ძალიან კარგი მეგობრები ვართ. როგორც თავად ამბობს, მე ვარ მისი სულიერი და და ის არის ჩემი სულიერი ძმა. ძალიან საინტერესო ადამიანია, ღრმა, კეთილშობილი. ვერ ვიტყვი, რომმასთან მუშაობა მარტივი იყო, მაგრამ მე მიყვარს სირთულეები და სიძნელეებთან გამკლავება. ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე მარტივად რომ მოდის ყველაფერი. ჩემს ცხოვრებაში მარტივად არაფერი მოსულა. რაც გამაჩნია, ჩემი შრომიდან გამომდინარეა. ადრე ძალიან მოქმედებდა ჭორები, რადგან არ ვიყავი მზად. ახლა, აღარც ვინტერესდები.
– შენს ნაჭუჭშიც იკეტებოდი?
– კი და ხშირად გარეთ გასვლაც არ მინდოდა ხოლმე. იმიტომ კი არა, რომ ვინმე ნეგატიურად შემხვდებოდა, პირიქით, სიყვარულის გარდა არაფერი მიგრძნია ხალხისგან და ეს არის საოცარი რამ, ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივატორი.
– თოვლის ბაბუამ არ „მოგიყვანა“ სიყვარული?
– არ მომიყვანა. ჩემთან სიყვარულის მოყვანა მარტივი არ არის. ალბათ, არ არის ამის დრო, თორემ მოვიდოდა. მარტივ სიყვარულს ველოდები, უაზროდ რომ ვუყვარდე და მეც უაზროდ მიყვარდეს. მარტივი წესები მაქვს – ერთმანეთის ნდობა და პატივისცემა. მე მჯერა ენით აუწერელი სიყვარულის, რადგან მე ასეთი სიყვარული შემიძლია. თბილი ადამიანი ვარ და ურთიერთობაში კიდევ უფრო მეტად თბილი. ალბათ, არ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ვინც შემიყვარდებოდა. ამ მხრივ, რთული პიროვნება არ ვარ, არც წუნია და არც პრეტენზიული. ასე თუ ისე რაღაც გამოცდილება მქონდა, ბევრი რამ ვისწავლე ამაზე – კარგიც და ცუდიც და ბევრ რამეს ვაანალიზებ. ამიტომ ჯერჯერობით ასე მარტო ვარ.
– დიასახლისობა გიყვარს?
– ძალიან გურმანი ვარ, თუ მცალია, მიყვარს კერძების მომზადება. სულ ვამბობ, ცეკვაში აქტიურ მოღვაწეობას რომ მოვრჩები, კულინარიულ კურსებზე ვივლი-მეთქი.
– შენ გვერდით ვინც იქნება, ალბათ, გემრიელი კერძებით გაანებივრებ.
– თუ მექნება დრო – კი. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ურთიერთობაში დათმობა აუცილებელია, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ოღონდ კარგი დათმობები და არა ისე, გაწბილებულები რომ რჩებიან და ერთმანეთს წამოაძახებენ ხოლმე. ძალიან მიყვარს სიურპრიზები, თუმცა მატერიალური არ არის აუცილებელი. მიყვარს, როცა ადამიანს აბედნიერებ და ისიც, მე რომ მიკეთებენ სიურპრიზს.
– შენი მოხიბვლის ერთ-ერთი გზა ესეც არის?
– არა. არ მაქვს კრიტერიუმები ჩამოწერილი: რითი უნდა მომეწონოს. მამაკაცმა იდეალურად უნდა იცოდეს ქალის მიმართ პატივისცემა. კაცმა ქალი ხელის გულზე უნდა ატაროს და ქალმაც ასევე უნდა უპასუხოს. მაშინ არის ნამდვილი სიყვარული, პატივისცემა. არცერთ წამს არ უნდა მობეზრდეთ ერთმანეთი, არ უნდა ჩაქრნენ. მერე რომ იხსენებენ ხოლმე: ადრე რა კარგი იყოო. ამის შენარჩუნება კი ორივე ადამიანზეა დამოკიდებული.
скачать dle 11.3