კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როდის ხდება ჯულიანა ამიკოს მიმართ დესპოტი და ეჭვიანობს თუ არა მასზე მეუღლე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ამიკო ჩოხარაძე და ჯულიანა ბარგნარი წლევანდელი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამორჩეული წყვილია, რომელიც ფინალში ირინკა კავსაძისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილთან ერთად აღმოჩნდა. ეს ამიკოსთვის, რომელსაც საზოგადოება სხვადასხვა ამპლუით იცნობს, სრულიად ახალი და ფაქტია, ძალიან წარმატებული ეტაპი აღმოჩნდა.
ამიკო ჩოხარაძე: ფინალი არაჩვეულებრივი ამიკოსა და არაჩვეულებრივი ირინკასგან შედგება, არაჩვეულებრივ ოთოსა და არაჩვეულებრივ ჯულიანასთან ერთად. ძალიან კარგი ფინალისტები დავრჩით, არც დაძაბულობა იგრძნობა და არც დაღლა. შეიძლება, უცნაურია, იმიტომ რომ მსგავს პროექტებში ზოგი ფინალამდე ტყდება, აგრესიული ხდება, ზოგი კი – ძალიან გულჩვილი და ტირის, ჩვენს შემთხვევაში, ასე არაა. დაძაბულობა ნულის ტოლია, პირიქით, ერთმანეთს ვეხმარებით და ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.
ჯულიანა ბარგნარი: ეს ფინალი ორმაგად სასიამოვნო შეგრძნებაა ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემს ყველაზე მთავარ მეწყვილესთან, ოთოსთან ერთად მიწევს დგომა. ეს ბრძოლა კი არა, სიამოვნებაა. ამიკოც და ირინკაც ძალიან დამეგობრდნენ და კონკურენცია არ იგრძნობა. მე ვზუნავ იმაზე, რომ მათ წყვილს დავეხმარო, ოთო ზრუნავს, რომ ჩვენ ვიცეკვოთ ძალიან მაგრად. იმდენად ძლიერი სეზონია, ვფიქრობ, რომ ორივე ფინალისტი გამარჯვებულია.
– ამიკო, პროექტის დასაწყისში ელოდი შენი თავისგან ამდენს?
ამიკო: რა თქმა უნდა. ჩემმა გულშემატკივარმა კარგად იცის, რა შემიძლია, მაგრამ ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ახალი არაფერი მიკეთებია, ეკრანზე აღარ ვყოფილვარ და მინდოდა, ჩემი დაბრუნება წარმატებული ყოფილიყო და არა, უბრალოდ, გამოჩენა გამოჩენისთვის.
ჯულიანა: ამიკო უსაყვარლესი ადამიანია. იცის გუნდური მუშაობის წესები და ალბათ, ამიტომაც მიიღო მაქსიმუმი სიამოვნება ამ პროექტისგან. ძალიან მრავალფეროვანი ადამიანია და საზოგადოებას სულ სხვა კუთხით დაანახა თავი. ძალიან შრომისმოყვარეა, თუ რამე მიზანი აქვს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარ თავს გადაახტეს და იქამდე მივიდეს.
– რამდენად დამჯერი ბიჭია?
– ძალიან ვისიამოვნე მასთან მუშაობის პროცესში. თვალებით მჭამს და მაქსიმალურად ცდილობს, ყველა სიტყვა გაითვალისწინოს. ყოველთვის მთხოვს, რომ მსოფლიო დონის მოცეკვავეების ვიდეოები ვანახვო. მათ რომ უყურებს, აკვირდება მათი ცეკვის მანერასა და ხასიათს, როგორც კი საჭირო ხასიათს დაიჭერს, უადვილდება და არ მახსოვს რომელიმე ცეკვა განსაკუთრებულად გასჭირვებოდა.
ამიკო: ჯულიანას დამსახურებით ყველა ცეკვაში კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ამ პროექტმა ბევრი მეგობარი შემძინა და პირველ რიგში – ჯულიანა. მან თავისი დესპოტური მიდგომით ძალიან ბევრის გაკეთება შეძლო (იცინის).
– არადა, შეხედავ და ანგელოზივით გოგოა.
– ჰო, ჩვენ, პატარები, ესეთები ვჩანვართ. სულ ვამბობ, რომ ჯულიანა დესპოტია, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. სინამდვილეში, ძალიან კეთილი და მოსიყვარულე ადამიანია. არაა ორპირი და ამ თვისებებს განსაკუთრებით ვაფასებ. თუმცა ჯულიანას დესპოტობამ, რასაც, იმედია, მკითხველი პირდაპირი გაგებით არ გაიგებს, ბევრი შემაძლებინა. ფინალამდე მისი და ჩემი გულშემატკივრების დახმარებით მოვედი.
ჯულიანა: ყოველთვის საინტერესოა, როცა იმას აკეთებ, რასაც შენგან არ მოელიან. ამიტომ ამიკოს თავიდანვე ვუთხარი, არ მინდა, ძველი ამიკო დაბრუნდეს ეკრანზე. მინდა რადიკალურად სხვა ტიპი იყო. ჩვენი წყვილი მხოლოდ და მხოლოდ იუმორთან არ უნდა ყოფილიყო ასოცირებული. უამრავი ღრმა დადგმა გვქონდა, რომლებშიც თუ სერიოზულ პერსონაჟს არ დაანახვებ მაყურებელს, ისე ვერ მიიტან შენს ემოციებს ბოლომდე.
ამიკო: პირველივე საუბრისას მითხრა, შენ კი ხარ იუმორისტი, მაგრამ ეს პროექტი მოითხოვს, რომ გარდა ხალისიანი ადამიანისა, ის უნდა იყო, რაც ხარ. უნდა გამოაჩინო შენი სიღრმეები, მაყურებელს აჩვენო, როგორ შეგიძლია აგრესიის, ტკივილისა და სხვა გრძნობების გამოხატვაო . მაქსიმალურად შევეცადე, რეპეტიციების დროს ნაკლებად მეხუმრა. პირველ ორ რეპეტიციაზე ჩემი იუმორი რომ „დავძარი“ ხელი შემიშალა იმ თვალსაზრისით, რომ შუა ცეკვის დროს, შეიძლება, გასცინებოდათ და ყურადღება გაფანტვოდათ. შესაბამისად, უბრალოდ, გავხდი ის, ვინც ვარ. არანაირი როლი აღარ მომირგია და მაყურებელი ჩემს რეალურ სახეს ხედავს. ის ხმების რაოდენობა, რაც მივიღე, მივიღე როგორც ნამდვილმა ამიკომ, რაც განსაკუთრებით მახარებს. მეც და ჯულიანასაც უკვე დიდი ხანია, გვიცნობენ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერმა უკან დამიყენა ძალიან ძლიერი, აქტიური, როცა საჭიროა უხეშიც და სუპერ გულშემატკივარი.
– უხეშში რას გულისხმობ?
– თუ ჩემზე ან ჯულიზე ვინმე არაკორექტულად ან არასწორად დაწერა რამე, არ პატიობენ და ადგილზე „გააქრობენ“. სანამ არ აიღებს იმ კომენტარს, მანამდე არ მოისვენებენ, შანსი არაა „შეარჩინონ“ (იცინის). ვთვლი, რომ ამ პროექტს ძალიან კარგი ფინალისტები შემოვრჩით. არცერთი ვართ ისეთი, მაყურებელმა რომ ცეკვა დაგვიწუნოს. ყველაზე მაგარი ისაა, რომ საერთოდ არ ვგრძნობ დაღლილობას. ეს პროექტი კიდევ სამი თვე რომ გაგრძელდეს, დიდი სიამოვნებით ვიცეკვებ, თუ ჩემი ფეხები მომცემენ საშუალებას და თუ სული არ გამძვრა. ისე, მე რომ მძინავს, ფეხები მაინც ცეკვავენ (იცინის).
– მეუღლე არ ეჭვიანობს ამდენი ლამაზი გოგოს გარემოცვაში რომ ხარ?
– „ცეკვავენ ვარსკვლავებამდე“ მოსკოვში ვიყავი და დამიჯერეთ, ეს უფრო რთული იყო მეუღლისთვის (იცინის). მოსკოვში ვცხოვრობდი, ქართული არ ვიცოდი, ექვსი წლის ვიყავი რომ ჩამოვედი და ენა ვისწავლე. ვიყავი „კავეენში“, შემდეგ „რუსთავი 2 ზე“, „ჯიდიესზე“, „იმედზე“ და ბოლო წლებში მოსკოვში ვიყავი საქმიანი ვიზიტით და ყველაფერი კარგად მიდიოდა. ზაფხულში ბათუმში ნოე სულაბერიძე ვნახე და პროექტში მონაწილეობა რომ შემომთავაზა, მაშინვე დავთანხმდი. ძალიან გამიხარდა ჩემი მეწყვილე ჯულიანა რომ აღმოჩნდა, ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა ვარცხნილობიდან დაწყებული... და საბოლოო ჯამში „ჩიპი დეილი“ შეგვარქვეს. ძალიან საყვარელი მულტფილმის პერსონაჟები არიან და მიხარია, თუ ასეთად აღგვიქვამენ, მაგრამ მე კიდევ სხვა გმირებს ვამსგავსებ ჩვენს წყვილს. კი ვართ პატარები და საყვარლები, მაგრამ სცენაზე ყოფილა შემთხვევა, რომ მონსტრები გავმხდარვართ.
– ეჭვიანობაზე გკითხე.
– ჩემი მეუღლე არ ეჭვიანობს, მოსკოვში რომ ვიყავი არც მაშინ ეჭვიანობდა და  არც ახლა ეჭვიანობს, ამდენ არაჩვეულებრივ, ძალიან მიმზიდველ და სექსუალურ გოგოსთან რომ მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, ამაზე არ ღელავს. ცოლ-ქმარს შორის ყველაზე მთავარი ნდობის ფაქტორია და ჩვენც მაქსიმალურად ვენდობით ერთმანეთს.
скачать dle 11.3