კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2019 (156)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)

№1 აპირებს თუ არა ახალნამშობიარები სოფო ბედია საახალწლო კონცერტებზე გამოსვლას და რატომ არ დაესწრო შვილის დაბადებას მიშა მესხი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

27 დეკემბერს, ახალი წლის წინ, სოფო ბედიას მეორე შვილი – ანდრია შეეძინა. მას პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს, თუმცა, მისი ქმრისთვის, მიშა მესხისთვის, ეს პირველი შვილია. წყვილი ნანატრ ბედნერებას მთელი ხუთი წელი ელოდა. ვინ ესწრებოდა მშობიარობას, რატომ იყო სოფო გადაპრანჭული სამშობირო ბლოკში და ვის ჰგავს პატარა, ამას თავად სოფო ბედიასგან შეიტყობთ, რომელსაც, მშობიარობიდან, სულ რაღაც, ორ საათში დავუკავშირდით და ამბები გამოვკითხეთ. ჟურნალი „თბილისელები“ სოფოს და მიშას ულოცავს პატარა ანდრიას ამქვეყნად მოვლინებას, ჯანმრთელობას, ღმერთის წყალობასა და იღბლიანობას უსურვებს.
– სოფო, როგორ გრძნობთ თავს დედა-შვილი? როგორც ვიცი, ბავშვს ახალი წლის შემდგომ, შობის დღესასწაულისთვის ელოდებოდი, თუმცა, მშობლებს ნაადრევი საახალწლო საჩუქარი გაგიკეთათ.
– მართალია, ჩემმა, ხუთი წლის ნანატრმა შვილმა ასეთი საჩუქარი გამიკეთა, ცოტა ადრე, მაგრამ დროულად. მთავარია, ჯანმრთელია და ისეთი საყვარელი და ლამაზი, სულ მინდა, ვუყურო. გაგუას კლინიკაში თავად დათო გაგუამ მამშობიარა. სხვათა შორის, 26 დეკემბერს, მშობიარობის წინა დღეს, ებრაელი სტუმრები გვყავდა და რესტორანში იმდენი ვიცეკვე, მეხუმრებოდნენ: გოგო, აქ არ იმშობიარო, რა აქტიური ხარო (იცინის). ზოგადად, ორსულობის მთელი პერიოდი, ძალიან აქტიური ვიყავი – დავფრინავდი, კონცერტებს ვმართავდი, სცენაზე ვცეკვავდი.... არანაირად არ შევზღუდულვარ. ღმერთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ყველას ისეთ ორსულობას ვუსურვებ, როგორიც მე მქონდა და ისეთი ბედნიერები ყოფილიყვნენ, როგორიც ახლა ვარ. მოვლითი, ყრუ ტკივილები 27-ში დილით დამეწყო. ავდექი, ჩავიცი, გამოვიპრანჭე, გავიკეთე მაკიაჟი, თმა და წავედი გაგუას კლინიკაში კონსულტაციაზე. 7 იანვარს ველოდებოდი ბავშვის დაბადებას და ასე დავარცხნილ-პომადიანს მომიწია სამშობირო ბლოკში შესვლა. მოკლედ, რომ გამსინჯეს, ორ თითზე ვიყავი გახსნილი, 5 საათზე დამეწყო ტკივილები და რვა საათზე ანდრია გავაჩინე. რამდენიმე წუთში კი უკვე მილოცვებს ვპასუხობდი და ხალხი შოკში ვარდებოდა (იცინის). გაუტკივარების გარეშე გავაჩინე, ცოტა ვიტანჯე, მაგრამ ანდრიას დანახვა ამად ღირდა. ეს ბავშვი ჩვენი ოჯახისთვის ღმერთის საჩუქარია. ახლა იმდენად კარგად  ვგრძნობ თავს, საახალწლო კონცერტზე სცენაზე დავდგები და ვიმღერებ.
– რამდენი კილოგრამი დაიბადა?
– ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და 3 კილო და 820 გრამი დაიბადა, სიმაღლეში – 52 სანტიმეტრი. ჩემი ანდრია დიდი ბიჭოა.
– ეს შენი მეორე შვილია, მიშა კი პირველად გახდა მამა. როგორ განწყობაზეა და თუ დაესწრო მშობიარობას?
– მიშა ისეთ ეიფორიაშია, დაფრინავს. ისეთი ბედნიერია, ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. მართალია, მშობიარობას არ დასწრებია, მაგრამ ახლა ჩვენ გვერდითაა და არ გვშორდება. თუმცა, ხელში ვერ იყვანს, ეშინია, რამე არ ვატკინოო, ვერ ეკარება. მართალია ველოდებოდით, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ ნანატრი შვილის დაბადება, თან, ახალ წელს, მისთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო. ნიკუშა კი გიჟივით შემოვარდა ოთახში – ჩემი ძმა მანახვეთო (იცინის). წინასწარ ვემზადებოდით, ყველაფერი ნაყიდი გვაქვს და ფუფუნებაშია ჩვენი ბიჭი. ახლაც, ჩემთან არის და რომ ვუყურებ, ვამბობ, ღმერთო, ყველას ასეთი ახალი წელი დაუყენე-მეთქი. სხვათა შორის, მიშა ვერა, მაგრამ მშობიარობას ჩემი ბიძაშვილი ნინი და მეგობარი თამუნა დაესწრნენ. მიშას ისეთი სუსტი გული აქვს, ჩემს იმ მდგომარეობაში დანახვას, ნამდვილად ვერ აიტანდა.
– პატარა ვის ჰგავს?
– ორივეს გვგავს – მეც და მიშასაც. კარგი ნაზავია (იცინის). ისეთი დახვეწილი, მიწკნაპული ნაკვთები აქვს, სულ მინდა, ვეფერო. მოკნოპკილი, პატარა ცხვირი აქვს, შავი თვალები და თმა, თუმცა თეთრი ბავშვია. სხვათა შორის, მე და მიშა ბავშვობაში, ორივე ქერები და თეთრები ვიყავით და ვნახოთ, რომ გაიზრდება, ვის დაემსგავსება. კიდევ დაულაგდება ნაკვთები და შავგვრემანი იქნება თუ ქერა, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზარდოს.  ბევრი მწერს, სოციალურ ქსელში ფოტო დადე, ვნახოთ პატარაო. მაგრამ სანამ არ მოვნათლავ, ჯერ თავს შევიკავებ. რომ წამოიჩიტება და ხელში კარგი დასაჭერი იქნება, მოვინათლებით და სურათებსაც გადავიღებთ და დავდებთ. 2018 წელი წარმატებულად დაიწყო და ასეთი დიდი ბედნიერებით დაგვირგვინდა. მართლა შოკური რეაქციები მაქვს და ჩემზე ბედნიერი ქალი დედამიწის ზურგზე არ არსებობს.
скачать dle 11.3