კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როგორ იწყობს სალომე ბაკურაძე ყოველ შობა დღეს „თაფლობის თვეებს“

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე სალომე ბაკურაძეს შვილმა ნამდვილი „სიურპრიზი“ მოუწყო, ანერვიულა და რამდენიმე დღე საავადმყოფოშიც გაატარებინა. ღვთის წყალობით, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. როგორც თავად მომღერალი ამბობს, ახალი წელი მის ხასიათს ჰგავს და ზუსტად იცის, 2019 წელი მის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებს შემოიტანს.
სალომე ბაკურაძე: ახალ წელს ყოველთვის ფანტასტიკური განწყობით ვხვდები და საგულდაგულოდ ვემზადები. ზოგადად, ყველა დღესასწაული მიყვარს, მაგრამ ახალი წელი და შობა – გაგიჟებით, თავისი ინჭი-პინჭობებით, სიბრჭყვიალით, ტკბილეულითა და ნაძვის ხით. მოკლედ, ეს დღესასწაული ჩემს ხასიათთან ახლოსაა. მიუხედავად, პატარ-პატარა პრობლემებისა, ახალი წელი ყველასთვის ჯადოსნური, სიკეთის მომტანი და იმედის მომცემი დღესასწაულია.
– ბავშვობაშიც ასეთი ფერადი და ინჭი-პინჭებით მორთული იყო შენი ახალი წელი?
– ქუთაისში ახალ წელს სულ თოვლი მოდიოდა და ამ დღეს ძალიან ახალისებდა. ეზოში თოვლის ბაბუას ვაკეთებდი და ცხვირზე სტაფილოს ვამაგრებდი. ის წლები ჩემს მეხსიერებაში ისეა ჩარჩენილი, ვერაფერი ამოშლის. თან, ბუთქუჩა კი არა, გამხდარი ნაძვის ხე გვქონდა ხოლმე, ჭერამდე წვდებოდა, ვრთავდით ინჭი-ბინჭობებით და თან, თოკით ვაბამდით.
– რატომ აბამდით?
– (იცინის) გაქცევით სად გაიქცეოდა, მაგრამ იმიტომ ვაბამდით, რომ რადგან გამხდარი და მაღალი იყო, არ გადახრილიყო. არ დამავიწყდება, ახალი წლის ღამეს ეს რუდუნებით ნალოლიავები და მორთული ნაძვის ხე მოვქაჩე, ვიფიქრე გავასწორებ-მეთქი და თავზე დავიმხე (იცინის). მოკლედ, ჩვეულებრივი გრინჩი „გავიჩითე“ და ნაძვის ხის ნაცვლად, ნატვრის ხე შემრჩა ხელში (იცინის). რაც ახალ სახლში გადმოვედი საცხოვრებლად მეუღლესთან ერთად, მთელი 6 წელი, მოკრძალებული, პატარა, ლამაზი ნაძვის ხე მქონდა და ყოველ წელს იმას ვრთავდი. ამ წელს განსაკუთრებულად ვემზადებოდი, განსაკუთრებულობის მოლოდინში ვარ, გავქაჯდი და ვიყიდე დიდი, ბუთქუჩელა ნაძვის ხე. დიდი ხანი ვარჩიე და ისეთია, ნამდვილისგან ვერ გაარჩევთ. სახლში რომ ამხელა ნაძვის ხე მოვიტანე, დედაჩემმა მითხრა, მე გავალ, ჩემი ადგილი აღარ დარჩაო (იცინის). უამრავი სათამაშოც შევიძინე და ულამაზესად მოვრთე. ბავშვიც უკვე წამოიზარდა, მალე სამი წლის გახდება და უკეთ აღიქვამს ამ დღესასწაულს. მინდა, ჩემსავით შევაყვარო, ამაღლებული განწყობა შევუქმნა და მისთვის ეს დღეები დაუვიწყარი იყოს. სანტი თოვლის ბაბუასაც ელოდება. ასე რომ, ახალი წლის სიყვარული, ჩვენს ოჯახში გენეტიკური მინდა იყოს (იცინის). უნდა გენახათ, როგორ მეხმარებოდა სანტი ნაძვის ხის აწყობაში. სადაც მიმყავს და ნახავს ნაძვის ხეს, ამბობს: ჩემი უფრო ლამაზიაო. ჩემნაირი მანიაკალური თვისებები დაეწყო და იმდენად მოსწონს, ნაძვის ხის ჩასმა გალიაში არ მიწევს (იცინის).
– მართალია, რომ საახალწლო ბიზნესის დაწყებას გეგმავ? ანუ ამბობენ, ისე ლამაზად აწყობს სალომე ნაძვის ხეს, უნდა გახსნას სერვისი – ნაძვის ხის აწყობა გამოძახებითო.
– ერთი პერიოდი მართლა დავფიქრდი, იმხელა სიამოვნებას ვიღებ ნაძვის ხის აწყობით და არ ვიღლები, ხომ არ მომეფიქრებინა ბიზნესი  ნაძვის ხის აწყობა გამოძახებით-მეთქი (იცინის). ეს ბიზნესი რომ დავიწყო, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, მზად ვარ 25-სანტიმეტრიანი ქუსლებით ვირბინო (იცინის).
– თოვლის ბაბუის ფორმა თუ გცმია, თავისი თეთრი წვერით?
– როგორ არა!  ჩემი ქმარი ტელევიზიაში პროდიუსერი იყო და საახალწლო სიმღერა ჩავწერეთ. თან, სანტა კლაუსის ფორმები გვეცვა, დავდიოდით მეტროში, ვმღეროდით, ვერავინ გვცნობდა და ბოლოს ვიხსნიდით ქუდს და წვერს და ხალხი გაოგნებული გვიყურებდა (იცინის). ისე უხაროდათ, ისეთი თვალებით გვიყურებდნენ, ის ემოცია არასდროს დამავიწყდება. წარმოიდგინეთ, მეტროში თოვლის ბაბუა მღერის, უცებ იხსნის წვერს და სალომე ბაკუარაძეა (იცინის). მართლა შოკში ვარდებოდნენ. მეც, ბავშვივით მიხაროდა სანტა კლაუსობა.
– ახლა, მოდაშია „სეკრეტ სანტას“ თამაში. შენ თუ თამაშობ?
– წინა წელს ვითამაშე. ჩემი მეგობარი ანუკა, ვისი „სეკრეტ სანტაც“ ვიყავი, უცხოეთში მიდიოდა. ვუყიდე საჩუქრები და რომ მივიდა გამშვებ პუნქტთან, იქ მისცეს, მეორე კი თვითმფრინავში სტიუარდესამ მიუტანა და თან უთხრა: ეს შენმა იდუმალმა სანტამ გამოგიგზავნა, სადაც ჩახვალ, ცივა და ეს ხელთათმანები გამოგადგებაო. წელს აღარ ვთამაშობ და ზუსტად ვიცი, ვინ იქნება ჩემი სანტა და რას მაჩუქებს.
– ვინ იქნება?
– ჩემი ოჯახის წევრები. სხვათა შორის, 25 დეკემბერი ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. 6 წლის წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან მე და ლაშამ, სწორედ ამ დღეს გავიცანით ერთმანეთი. ამ დღეს, საჩუქრებით ვხვდებით და შესაბამისად, აღვნიშნავთ. ვცდილობთ, განვმარტოვდეთ შობაზე და „თაფლობის თვე“ განმეორებით მოვიწყოთ.
– ბედობა დღისა და მეკვლის ტრადიციის გჯერა?
– მე ცნობილი მეკვლე ვარ და ის ადამიანი, სახლებში რომ დადის და ფულებს იღებს (იცინის). ვიხუმე, ფულს არ ვიღებ, მაგრამ ფეხი მართლა კარგი მაქვს.
– რაში გამოიხატება შენი ფეხის სიკარგე? ვინმე გაათხოვე, ბიზნესი ააწყობინე თუ სამსახური დააწყებინე?
–  კონკრეტულად რა გითხრათ, მაგრამ ზოგი რას აბრალებს ჩემს ფეხს და ზოგი – რას (იცინის). ვისთანაც შევედი, ამბობენ, ფინანსურად კარგი წელი გვქონდაო და ამას ჩემს ფეხებს აბრალებენ. კეთილი გულით რომ შეხვალ ოჯახში, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემს ოჯახშიც მე ვარ მეკვლე. ისე, ახლა დავფიქრდი – ბარბარობას, ახალი წლის ღამეს და 2-ში, ხომ ამბობენ ბედობაა და მეკვლე უნდა მოვიდესო, ჰოდა, ამაში რომ ფულს ვიღებდე, ყოველ ახალ წელს მილიონერი შევხვდებოდი (იცინის). თუმცა, მე მაინც იანვარი მიმაჩნია ბედობად. ახალ წელს კი, იცით, როგორ ვხვდები? შამპანურით სავსე ჭიქას ვიღებ ხელში, თვალებს ვხუჭავ, სურვილს ვუთქვამ და ვიცი, აუცილებლად ამიხდება. ზოგადად, ახალ წლამდე, შიმშილით ვიკლავ თავს, რომ ვიცი მერე ბევრის ჭამა მომიწევს და ამიტომ, დამდეგს მშიერი ვხვდები და მერე კი საზეიმო მაგიდასთან ვილხენ.
– ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე საავადმყოფოში მოგიხდა ყოფნა. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. თუმცა პატარა სანიკომ ძალიან განერვიულა...
– წინასაახალწლოდ სანიკომ მართლაც „სიურპრიზი“ გამიკეთა, საავადმყოფოში ამოვყავით თავი და ძალიან მანერვიულა. სხვა წლებთან შედარებით, გასული წელი ცოტა უღიმღამო და რთული იყო, ბავშვმა კი  თავისი საქციელით დააგვირგვინა. მოკლედ, იპოვა „მარგანცოვკა“ და პირში ჩაიყარა. მადლობა ღმერთს, შინაგანი ორგანოები არ დაეწვა და გადავრჩით. კოსმოსს, ბედს და სამყაროს მადლობას ვუხდი, რომ ყველა ჯანმრთელად მყავს და ბავშვიც გადამირჩა. ახლა კი, ისეთი განცდა მაქვს, რომ ვიცი, 2019 წელი ჩემთვის ისეთი კარგი იქნება, „დაგლიჯავს“. მინორული ტონები და ნოტები უკეთესობისკენ შეიცვლება. მე „კირჩხიბი“ ვარ, ლაშა და სანიკო კი – „კუროები“ და ეს წელი, ამ ზოდიაქოს ნიშნებისთვის ძალიან მაგარია, ყველაფერი კარგად იქნება!
скачать dle 11.3