კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რა გამოცდებს მოუწყობს კოსმოსი პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს 2019 წელს და არის თუ არა მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფები საქართველოში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ 2019 წელი, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად ადვილად გასავლელი არ იქნება. მოსალოდნელია მთელი რიგი ცვლილებები და დაპირისპირებები. ასევე, ეკოლოგიური კატასტროფები. მაგრამ, როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, ამ მხრივ საქართველოს, გლობალური საფრთხე არ ემუქრება, თუმცა პოლიტიკური კუთხით, მთელი რიგი დაპირისპირებებისა და ცვლილებების მოლოდინში უნდა ვიყოთ. ხოლო, წლის რომელი პერიოდია შედარებით რთულად გასავლელი, როდის უნდა ველოდოთ პოლიტიკურად ცხელ დროს და რა ეკონომიკური ამინდი გველის მთელი წლის განმავლობაში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
მიხეილ ცაგარელი: 2019, ღორის წელიწადი, ჩვენს ქვეყანაში ხელს შეუწყობს მეცნიერების, სოფლის მეურნეობის, იურისპრუდენციის, ტურიზმის განვითარებას. მოსალოდნელია პოლიტიკურ სფეროში ცვლილებები, ახალი ქარიზმატული ლიდერების გამოჩენა, ახალი საკანონმდებლო აქტების მიღება. გააქტიურდება ურთიერთობა უცხოეთთან, შემოვა მეტი უცხოური ინვესტიცია და გრანტების მიღებაც გაადვილდება. სავალუტო-საფინანსო სფეროში რყევებსა და არასტაბილურ გარემოს უნდა ველოდოთ. საეკლესიო სფეროში კი მოსალოდენლია ცვლილებები, ახალი ლიდერების გამოჩენა.
– ეკონომიკური თვალსაზრისით, იქნება თუ არა ეს წელიწადი გასულ წელთან შედარებით სტაბილური და ხომ არ არის მოსალოდნელი  მკვერთი ცვლილება?
– თუ 2018 წელს ახალი საქმე ან ბიზნესი დაიწყეთ, ის წელს საკმაოდ კარგ მოგებას მოგცემთ. 2019 წელს მოსალოდნელია მატერიალური და ფინანსური ურთიერთობების ტრანსფორმაცია, ვალუტის კურსისა და აქციათა ცვლილებები. ამიტომ, ამის ფონზე, ბიზნესის სფეროში მოსალოდნელია რადიკალური ცვლილებები, არაერთი ქვეყნის ეკონომიკა აღმოჩნება კოსმიური გამოცდის წინაშე. თუ ამ პროცესს სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან საგანგებო რეაქციები არ მოჰყვა, სიტუაცია ადვილად არ ჩაივლის. დიპლომატთა და საზოგადოებრივი აზრის ძალისხმევით შესაძლებელი იქნება არაერთი საკონფლიქტო სიტუაციის განმუხტვა, როგორც სახელმწიფოს შიგნით, ასევე საგარეო ურთიერთობებში. საკომუნიკაციო სისტემების მხრიდან მოიმატებს არასწორი და ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების ტენდენცია. ამიტომ, იყავით ობიექტური და დაკვირვებული, რათა ილუზიებში და მოტყუებულ პოზიციაში არ აღმოჩნდეთ. ზოგადად, წლის დასაწყისში – იანვარი, თებერვალი, მარტი – დედამიწა აღმოჩნდება დაძაბული ენერგოველის პირობებში. 7-29 იანვრის შუალედში კოსმოპლანეტური ნეგატიური ენერგიები ხელს შეუწყობს დაძაბული სიტუაციების წარმოქმნას, ჯანმრთელობის გაუარესებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების სიკვდილიანობას. ამ პერიოდში ბევრ ადამიანს მოუნდება გეგმის შეცვლა, მათ შორის არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო. ამ პერიოდში, მაღალია ტექნოლოგიური და ეკოლოგიური კატასტროფების ალბათობა, ტრავმებისა და ავარიების მომატება, კრიმინოგენური სიტუაციის გაზრდა და გაუარესება. ამ მხრივ ყველაზე სახიფათო პერიოდია 8-11 და 14-25 იანვარი, შემდგომ, 20 თებერვლიდან დაიწყება შედარებით ჰარმონიული პერიოდი, როცა შესაძლებელი გახდება კავშირების აღდგენა, ურთიერთობების გამოსწორება. 5-17 მარტის შუალედი განსაკუთრებით პოზიტიური და კარგია, როცა შესაძლებელია გეგმების რეალიზება. აპრილი, მაისი, ივნისი –  ეს პერიოდი საკმაოდ რთული იქნება და ნეგატიურ დაღს დაასვამს ადამიანის კარიერასა და ბედ-იღბალს. 2-17 აპრილის შუალედი კოსმიური გამოცდების დროა. ამ პერიოდში დიპლომატიას უნდა დაეყრდნოთ. 25 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით კი მეტად დაძაბული დროა – მოიმატებს კატასტროფების, ტექნიკური ავარიების შემთხვევები. არასტაბილური იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური ფონი და ამ სფეროებშიც კონფლიქტური სიტუაციები იმატებს. ეს დრო ნეგატიურ დაღს დაასვამს პარტნიორულ და საოჯახო ურთიერთობებს, მსოფლიოში კი, სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტები იმატებს. ზოგადად,  სერიოზული კოსმიური „ჭექა ქუხილი“ წელს 5-29 ივნისის პერიოდშია მოსალოდნელი. მნიშვნელოვანი საკითხებისა და საქმეების გადასწყვეტად კი ყველაზე სასიკეთო დრო 10-30 მაისის შუალედი იქნება. ამ წლის განმავლობაში ყველაზე ცვალებადი დრო ივნისია, როცა რთული პერიოდის გავლა მოგვიწევს. მოსალოდნელია კონფლიქტების გაღრმავება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. 20-29 ივნისის პერიოდში, შესაძლოა არაერთი ფირმა და ორგანიზაცია აღმოჩნდეს ფინანსურად კრიზისულ მდგომარეობაში. ივლისი-აგვისტო-სექტემბერი – დედამიწის გეომანტია და ენერგოველი 17 ივლისამდე ნეგატიურ და დაძაბულ მდგომარეობაში იქნება. თეთრი და შავი კოსმიური ძალების ჭიდილი ბევრ ქვეყანაში არასტაბილურ სიტუაციებს გამოიწვევს, ამას მოჰყვება ლიდერების გადაყენება, ცვლილებები სამთავრობო სტრუქტურებში და ხელმძღვანელობის შეცვლა, მათ შორის საქართველოშიც. აუცილებელი გახდება ცვლილებების შეტანა მთელ რიგ საკითხებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოიმატებს ავარიების, კატასტროფების, საკონფლიქტო სიტუაციების, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია. 18 ივლისის შემდგომ კი, სიტუაცია ოდნავ შემსუბუქდება და აგვისტოს თვე, პრობლემების გარეშე ჩაივლის.
– წლის მეორე ნახევარიც ასეთი დაძაბული და კოსმიური გამოცდების გავლის პერიოდია?
– შემდეგი რთული და დისჰარმონიული პერიოდი 9 სექტემბრიდან იწყება. ამ დროს დაიძაბება სიტუაცია მთელ რიგ ქვეყნებს შორის. ეკონომიკური თვალსაზრისითაც რთული დროა. სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, ნუ ჩადებთ ინვესტიციას და ნუ დასახავთ სტრატეგიულ გეგმებს როგორც პოლიტიკურ სფეროში, ისე პირად ბიზნესში. მოხდება ძველი პატნიორული ურთიერთობების გადახედვა ამ მიმართულებით ეს საკმაოდ რთული პერიოდია. ამ პერიოდში, გაიზრდება კრიმინალური სიტუაციები. ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი – 11 ოქტომბრამდე პერიოდი, საკმაოდ მძიმეა. კოსმოსი მოუწყობს გამოცდებს სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესპარტნიორებს. გაჭირდება დიპლომატიური ურთიერთობები სახელმწიფო დონეზე. ეს ტენდენცია, ფაქტობრივად, ოქტომბრის ბოლომდე შენარჩუნდება.
– რა გველის ეკოლოგიური თვალსაზრისით?
– ამ მხრივ, ყველაზე რთული პერიოდი იქნება 21-დან 31 ოქტომბრამდე, როცა მოსალოდნელია მიწისძვრები, ქარიშხლები და წყალდიდობები. ამ კატაკლიზმებს ჩვენი ქვეყანა, შედარებით მშვიდად გადაიტანს, მაგრამ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა საკმაოდ დაზარალდება. 25 ნოემბრის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდება. ასე რომ, წინ არც თუ ისე მშვიდად გასავლელი წელი გველის და ამიტომ, უნდა გამოიჩინოთ მეტი ყურადღება, სიფრთხილე და წინდახედულად იმოქმედოთ. ზოგადად, ტახის, იგივე ღორის წელიწადი, სასიკეთოა ძველი კავშირების აღსადგენად და ახლის დასამყარებლად. ადამიანები ნაკლებად იფიქრებენ ხვალინდელ დღეზე და მეტად დააფასებენ იმას, რაც კონკრეტულ მომენტში აქვთ. თუ 2018 წელს ბევრი იყო დაკავებული სულიერების ძებნით და შავის თეთრისგან გარჩევით, 2019 წელს რეალობას დაუახლოვდება და საღად აზროვნებას დაიწყებს. კარგი წელიწადია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და ბიზნესის გასაფართოებლად.
скачать dle 11.3