კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რაჟდენ კუპრაშვილის იურიდიული კომპანია „კუპრაშვილი და ადვოკატები“ – სწორი სამართალი სწორ ფასად!

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

ყველასთვის ცნობილი და წარმატებული იურისტის – რაჟდენ კუპრაშვილის იურიდიული კომპანია „კუპრაშვილი და ადვოკატები“ რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა და ამ ხნის განმავლობაში  არაერთ ადამიანს დაეხმარა საკუთარი სიმართლის სასამართლოს მეშვეობით დამტკიცებაში. კომპანიის საქმიანობის მთავარ პრინციპებზე, წარმატების საიდუმლოსა და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე თავად რაჟდენ კუპრაშვილი გვესაუბრა.
– როდის დააფუძნეთ იურიდიული ფირმა „კუპრაშვილი და ადვოკატები“ და რა მიმართულებით იცავთ ადამიანის უფლებებს?      
– კომპანია 2013 წელს დაფუძნდა. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი. კომპანიაში დასაქმებულია რვა მოქმედი ადვოკატი, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, მათ შორის, მოსამართლის რანგში. ძირითადად სამოქალაქო მიმართულებით ვმუშაობთ და გვყავს კორპორატიული კლიენტები, ის კომპანიები, რომლებსაც მუდმივად ვემსახურებით სამართლებრივად: „იბერია ბიზნეს ჯგუფი“,  Volkswagen, Audi, Skoda Auto, Seat, Kia Motors, Mitsubishi Motors და სხვა. მათ შორის გვყავს ისეთი კომპანიებიც, რომლებსაც საქართველოში ბიზნესი არ აქვთ.
– 2009 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრი ბრძანდებით...  
– დიახ, თუმცა ჩემი კარიერა გაცილებით ადრე დაიწყო. წარმოშობით ქუთაისიდან ვარ, 2001 წლიდან მუშაობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სტაჟირებით დავიწყე და ბევრი საფეხური გავიარე. სასამართლოდან 2009 წელს წამოვედი. გავხდი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და მაქვს საერთო სპეციალიზაცია.
– თქვენ  ხშირად  უძღვებით ექსკლუზიურ ტრენინგებს, რაშიც აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები იღებენ  მონაწილეობას.
– ჩვენს კომპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტებთან აქვს გაფორმებული მემორანდუმი, ვარ სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი და ჩემთან ძალიან ბევრმა სტუდენტმა დიდი წარმატებით გაიარა პრაქტიკული კურსი, რაც ძალიან მახარებს.
– რა არის თქვენი კომპანიის  წარმატების საიდუმლო?      
– ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და გვიყვარს ის საქმე, რასაც ვემსახურებით, ყოველდღიურად უზარმაზარ შრომას ვდებთ და ალბათ, პირველ რიგში, ეს განაპირობებს ჩვენს წარმატებას.
– რაში მდგომარეობს ადვოკატის თავისუფლება?
– ადვოკატი დამოუკიდებლად ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას. ადვოკატებმა ძალიან რთული პერიოდი გამოიარეს, მათ შორის წინა ხელისუფლების
პირობებში, როცა  ძალიან ბევრი უსამართლოდ დასჯილი ადვოკატი გვყავდა და ყველა ერთად ვიბრძოდით სამართლიანობის აღსადგენად. ხშირად ადვოკატები იმის გამო ისჯებოდნენ, რომ ვიღაცებს მათი აქტიურობა და საქმეში წარმატება არ მოსწონდათ. მახსოვს, 2009-2010 წლებში ადვოკატთა ასოციაციამ მიაღწია იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე დადგა პატიმარ ადვოკატთა სიმრავლის საკითხი და მაშინდელ ხელისუფლებაზე გარკვეული ზეწოლაც მოახდინეს. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება გვაქვს, არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ იმ პერიოდთან ამის შედარებაც არ შეიძლება. ჩვენს კოლეგებს არა მხოლოდ პიროვნულად ემუქრებოდნენ და აპატიმრებდნენ, არამედ პირდაპირი მუქარა იყო ოჯახის წევრებზე და მე ვფიქრობ, ეს პერიოდი ჩვენს ისტორიაში ერთგვარი შავი ლაქაა.
– რა როლი ენიჭება ადვოკატის საქმიანობაში ეთიკის კოდექსს?
– ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, ვფიქრობ, ადვოკატის საქმიანობის ძირეული ფასეულობაა, თუმცა, ადვოკატების მიმართ აგრესია ხშირ შემთხვევაში უსამართლოა. დღეს ადვოკატთა ასოციაციაში ამ კუთხით ძალიან სწორი რეფორმა გატარდა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებს დიდი შრომის ფასად უწევთ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება, სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად ყველა საკითხს დეტალურად, ყურადღებით განიხილავენ.
– რა წარმოადგენს ადვოკატის საქმიანობის მთავარ პრინციპებს?
– კანონის ერთგულება, პრინციპულობა და კლიენტის ინტერესების კეთილსინდისიერად დაცვა. საადვოკატო საქმიანობის გზაზე ძალიან ბევრ მაცდურ  გარემოებას შეიძლება შეხვდე და ასეთ დროს  ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპულობისა და პროფესიის ერთგულების შენარჩუნება.
– რამდენად რთულია, იყო კარგი ადვოკატი?
– ისევე როგორც ყველა პროფესიაში, ჩვენს საქმეშიც ბევრი სირთულეა და ამ ყველაფერთან გასამკლავებლად საჭიროა საკუთარ თავზე ყოველდღიური მუშაობა. კანონში ძალიან ბევრი ცვლილებები შედის და ბევრი პრაქტიკა ყალიბდება სხვადასხვა სამართლებრივ საკითხთან მიმართებით, ამიტომ  საჭიროა, ფეხი აუწყო მიმდინარე პროცესებს.  
– განსაზღვრავთ თუ არა წინასწარ საქმის სავარაუდო შედეგებს და რამდენად მართლდება ის?
– მე ჩემი სტრატეგია მაქვს და წამგებიან პროცესზეც იმ იმედით გავდივარ, რომ უნდა მოვიგო. დადებითად გადაწყვეტილი საქმეების მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი გვაქვს. საქმის მომზადებაში დიდ შრომას ვდებთ. მეამაყება, რომ  ძალიან ძლიერი გუნდი მყავს, სწორედ ჩემი გუნდი მაძლევს სწორი სტრატეგიის შერჩევის საშუალებას.
– ვის არ დაიცავთ?
– კანონს ვერასდროს დავარღვევ და ყველას დავიცავ. ყველა ადამიანი სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმპციით იქამდე, სანამ საბოლოო განაჩენი არ დადგება. თუნდაც მთელი სამყარო დაუპირისპირდეს, ნებისმიერი ბრალდებული ჩემთვის ადამიანია და ბოლომდე დავიცავ, ვიდრე სასამართლო არ დამარწმუნებს მის დანაშაულში. ბევრი საქმე არსებობს, როცა, გამამართლებელი განაჩენი 25 წლის შემდეგ დამდგარა.
– ეთანხმებით მოსაზრებას, რომ კარგი ადვოკატი ძვირი ღირს?
– მე ვეთანხმები მოსაზრებას – სწორი სამართალი სწორ ფასად. ადვოკატის სიძლიერე მისი ჰონორარით არ ისაზღვრება. არის შემთხვევები, როდესაც ძალიან
საინტერესო საქმეა და კლიენტს არ აქვს მატერიალური შესაძლებლობა, რომ იურიდიული მომსახურებისთვის გადაიხადოს, ასეთ შემთხვევაში ხშირად სრულიად უსასყიდლოდ ვეხმარებით მას.
– როგორც ვიცით, პარალელურად, დოქტორის ხარისხის მოპოვებისთვის მუშაობთ.
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ და ამ საფეხურის ბოლო ეტაპს გავდივარ. საინტერესო კვლევაზე ვმუშაობ. ჩემი სადისერტაციო თემის ირგვლივ ბევრი მასალა კანადასა და ინგლისში შევისწავლე.
– ოჯახი გაგვაცანით.
– დაოჯახებული არ ვარ, მყავს მშობლები და და-ძმა, რომლებიც ქუთაისში ცხოვრობენ.
скачать dle 11.3